GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ინგლისში სკოლების 86% ისეთ გარემოში შენდება, რომელიც WHO-ის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს

Homepage მსოფლიო ინგლისში სკოლების 86% ისეთ გარემოში შენდება, რომელიც WHO-ის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს
მსოფლიო

ინგლისში სკოლების 86% ისეთ გარემოში შენდება, რომელიც WHO-ის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს

ივნისი 3, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
1012 ნახვა
ნახვები : 55
  • ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევრებმა 2017-2025 წლებში 147 სკოლის ასაშენებლად შემოთავაზებულ ადგილებში ჰაერის ხარისხი გამოიკვლიეს
  • სკოლების ასაშენებლად შემოთავაზებულ ყოველ ლოკაციაზე სულ მცირე ერთი დამაბინძურებლის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას.
  • კვლევითმა ჯგუფმა აღნიშნა, რომ სასკოლო განაცხადების რეკომენდაციებში არ შედის შემოთავაზებულ ადგილებში ჰაერის ხარისხის შემოწმების არცერთი მოთხოვნა.

ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევრებმა 2017-2025 წლებში 147 სკოლის ასაშენებლად შემოთავაზებულ ადგილებში ჰაერის ხარისხი გამოიკვლიეს. მათ აღრიცხეს თითოეული სკოლის ადგილზე PM2.5, PM10 და NO2-ის კონცენტრაციები და აღმოაჩინეს, რომ შემოთავაზებული ადგილების 86%-მა (147-დან 126-მა) ჩამოთვლილი დამაბინძურებლების WHO-ის სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა და ყოველ ლოკაციაზე სულ მცირე ერთი დამაბინძურებლის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას.

მედიანური PM2.5-ის მაჩვენებელი ყველა შესწავლილი ადგილიდან 10.94 µg/m³ იყო, რაც ჯანმოს რეკომენდაციაზე (5 µg/m³) დაახლოებით ორჯერ მაღალია.

PM10 –ის მედიანური მაჩვენებელი 17.40 µg/m³ იყო (ჯანმოს რეკომენდაცია 15 µg/m³-ს წარმოადგენს), NO2-ის კი – 17.73 µg/m³, რაც ჯანმოს სტანდარტზე, 10 µg/m³–ზე, მეტია.

ადგილები ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით თავმოყრილი იყო ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა: ლონდონი, ბირმინგემი, მანჩესტერი და ლიდსი. სკოლის ასაშენებლად შერჩეული ადგილები ლივერპულში, ბრისტოლსა და ნიუკასლში შედარებით ნაკლებად დაბინძურებული იყო. დევონისა და კორნუოლის საგრაფოებში კი დაბინძურების ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა.

კვლევითმა ჯგუფმა აღნიშნა, რომ სასკოლო განაცხადების რეკომენდაციებში არ შედის შემოთავაზებულ ადგილებში ჰაერის ხარისხის შემოწმების არცერთი მოთხოვნა.

მათი თქმით, ჰაერის ხარისხის შემოწმება ნებისმიერი ახალი სკოლის მშენებლობის შემოთავაზებისა და დაგეგმარების ეტაპში სავალდებულო უნდა იყოს და რომ კანონმდებლობა სასწრაფოდ გასაახლებელია.

სტატიაზე მუშაობდა: გიორგი ქარქუზაშვილი, ნინი თოიძე, თამთა კიკვაძე

წყარო: Airqualitynews.com

3 ივნისი 2024 წელი


წინა პოსტი
დიდი ბრიტანეთის ბიუჯეტი გარემოს დასაცავად
შემდეგი პოსტი
ნარჩენების გადამუშავების ახალი შვედური ქარხანა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,