COVID-19-ის განვითარების საშიშროების კავშირს ჰაერის დაბინძურებასთან სულ უფრო მეტი ფაქტი ცხადყოფს
კვლევებმა დაასაბუთეს რომ ვაქცინის არ გაკეთება ზრდის კორონავირუსით დაინფიცირების რისკს, ხოლო ხანდაზმული ასაკი, ჭარბი წონა და/ან დასუსტებული იმუნიტეტი კოვიდ 19-ის მძიმე მიმდინარეობის რისკებს ზრდასთანაა დაკავშირებული. ამჟამად მეცნიერები თვლიან რომ კიდევ ერთი რისკ-ფაქტორი არსებობს, დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედების სახით, რომელმაც შეიძლება გაზარდოს კორონავირუსით დაინფიცირებისა და დაავადების მძიმე მიმდინარეობის შანსები გაზარდოს.
სულ უფრო მეტი ფაქტები დაგროვდა, რომლებიც ადასტურებენ რომ დაბინძურებული ჰაერით სუნთქვა, კოვიდით დაინფიცირება და შემდგომ ვირუსი მძიმე მიმდინარეობით სიკვდილი პირდაპირ კავშირშია. მართალია ამ კვლევების ძირითადი ნაწილი მიმართული იყო დაბინძურებული ჰაერის ნეგატიური ზემოქმედების დადგენაზე გრძელვადიან პერსპექტივაში, თუმცა მეცნიერების თქმით, უკვე საკმარისზე მეტი ფაქტი დაგროვდა, რომლებიც ცხადყოფენ, თუ რამდენად საშიშია დაბინძურებული ჰაერის ხანმოკლე ზემოქმედებაც კი.
აპრილში შვედეთში გამოაქვეყნეს კვლევა, რომელშიც 425 ახალგაზრდა ადამიანი მონაწილეობდა. სტატიაში ნათქვამია რომ დაბინძურებული ჰაერის ხანმოკლე ზემოქმედებამაც კი შეიძლება საგრძნობლად გაზარდოს ატიპური პნევმონიის (SARS-CoV-2) განვითარების რისკები, მაშინაც კი, თუ ჰაერის დაბინძურების დონე შედარებით დაბალია. სხვა მრავალი კვლევებისგან განსხვავებით, რომლებშიც მოსახლეობის იმ ნაწილებს აკვირდებოდნენ, რომლებიც ყველაზე დიდი რისკის ჯგუფებს ეკუთვნოდნენ – მაგ. ბავშვებს და მოხუცებს. მათ ჰოსპიტალიაზაციასა და სიკვდილიანობას ადევნებდნენ თვალს, ზემოხსენებულ შვედურ კვლევაში მონაწილეთა საშუალო ასაკია 25 წელი.
შვედეთის კაროლინსკას ინსტიტუტის კლინიკური კვლევების კათედრის გამგემ, პროფესორმა ერიკ მელენმა, განაცხადა: „ვიმედოვნებთ რომ მიღებული შედეგები ყველას დაანახებს, თუ რამდენად საშიშია ჰაერის დაბინძურება ყველასთვის.“
კვლევის წამყვანმა ავტორმა და კაროლინსკას ინსტიტუტის მეცნიერმა, ჟებინ იუმ განაცხადა, რომ კვლევები ახალგაზრდა, არავაქცინირებულ პაციენტებზე ჩატარდა, პანდემიის ადრეულ სტადიაზე. ამიტომაც მისი თქმით შედეგები შეიძლება ვერ გამოგვადგეს კორონავირუსის ახალ შტამებთან, მაგ. ომიკრონთან და ვაქცინირებულ პაციენტებთან.
კვლევაზე მომუშავე კაროლინსკას ინსტიტურის პროფესორმა ოლენა გრუზიევამ კი აღნიშნა: „მიღებული შედეგები გვარწმუნებს რომ ჯანმრთელობის რისკების შემთხვევაში კოვიდის საშიშროების ჩათვლით ჰაერის დაბინძურების ქვედა ზღვარი არ არსებობს“.
მეცნიერები ჯერ კიდევ ცდილობენ დადგენას, თუ როგორ ზრდის ჰაერის დაბინძურება კოვიდით დაინფიცირების რისკებს. ამის თაობაზე რამდენიმე თეორია არსებობს.
დამაბინძურებელი ნივთიერებების ზემოქმედება იწვევს ანთებით პროცესებს და დისბალანსს ორგანიზმში, რომელსაც „ჟანგვით სტრესს“ უწოდებენ. ამ ფაქტორებმა შეიძლება გაზარდოს ადამიანის მგრნობელობა სხვადასხვა ვირუსებისადმი, კოვიდის ჩათვლით, ამბობს მერედიტ მაკკორმაკი, ამერიკის ფილტვების ასოციაციის მოხალისე ექიმი.
სხვა თეორიის თანახმად, დაბინძურებული ჰაერით სუნთქვა აძლევს ვირუსებს ორგანიზმში ღრმად შეღწევის შესაძლებლობას, ამბობს მაკკორმაკი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის დოცენტი. გარემოს დაბინძურება აგრეთვე აუარესებს იმუნურ პასუხს.
მრავალ კვლევაში დაფიქსირებული გარემოს დაბინძურების ზემოქმედება კოვიდპანდემიის პირობებში, როგორც წესი, ფიქსირდება რეგიონებში, სადაც გარემოს დაცვის სააგენტოს მიღებულ სტანდარტებზე გაცილებით დაბალი ხარისხის ჰაერია, ამბობს ელისონ ლი. ეს ქალბატონი ფილტვების დაავადებების სპეციალისტია ნიუ-იორკში მდებარე მაინტ სინაის კლინიკაში. ლიმ გამოაქვეყნა დაბინძურებული ჰაერისა და კოვიდის კავშირის შესახებ კვლევა.
მაკკორმაკისა და სხვა სპეციალისტების თქმით, მნიშვნელოვანია რომ ადამიანებმა თავი დაიცვან იმ დღეებში, როდესაც ჰაერი განსაკუთრებით დაბინძურებულია. ხოლო სახელმწიფოებმა ერთობლივად უნდა იზრუნონ გარემოს დაბინძურების შემცირებაზე.
„მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა აღდგენადი და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროებით ხელს შეუწყობს გარემოს დაცვასა და მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ეს მჭიდრო კავშირშია კლიმატურ კრიზისთან,“ ამბობს დონჰაი ლიანგი, გარემოს დაცვისა და ეპიდემიოლოგიის დოცენტი ემორის უნივერსიტეტიდან.
ეჭვები ჰაერის დაბინძურების კავშირზე კორონავირუსის გავრცელებასთან პანდემიის დასაწყისიდანვე არსებობდნენ. ჰარვარდის უნივერსიტეტში 2020 წლის ივნისამდე ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა: „მცირე ნაწილაკების – ჰაერის ყველაზე ვერაგი დამაბინძურებლების – ზემოქმედების თუნდაც უმნიშვნელო ვადით გახანგრძლივება, მნიშვნელოვნად ზრდის კოვიდ-19-ით სიკვდილიანობას პაციენტებში.“
აშშ-ში პანდემიის პირველ თვეებში ჩატარებულმა სხვა კვლევამ აჩვენა რომ ტრანსპორტისა და ელექტროსადგურებიდან გამოყიფილი აზოტის დიოქსიდის (NO2) ქრონიკული ზემოქმედება მნიშვნელოვნად ზრდის კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების სიკვდილიანობას.
„NO2-ის გარემოზე მავნებელი მავნე ზემოქმედების შემცირებაზე ადრე რომ უკეთ გვემუშავა 14.000-მდე სიკვდილს თავიდან ავიცილებდით 2020 წელს კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს შორის“, ამბობს ლიანგი, კვლევის წამყვანი ავტორი.
მკვლევარებმაც და გარე ექსპერტებმაც დაადასტურეს, რომ მსგავსი დაკვირვებები და კვლევები ვერ გაითვალისწინებენ ინდივიდუალურ რისკ-ფაქტორებს, რომლების შედეგადაც ცალკეულ ადამიანს შეიძლება კოვიდის მძიმე ფორმა განუვითარდეს და გარდაიცვალოს კიდეც.
უფრო „ზუსტი მიდგომაა“ ადამიანებზე დაკვირვება, ვინ დაავადდა კორონავირუსით, ვის განუვითარდა მძიმე სიმპტომები, დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია და გარდაიცვალა, განაცხადა დოქტორ კაი ჩენმა, იელის უნივერსიტეტთან არსებული ჯანდაცვისა და გარემოს ცვლილებების კვლევის სკოლის დირექტორმა.
ის და სხვა ექსპერტები მოუწოდებენ სამეცნიერო საზოგადოებას კვლევების გაგრძელებისკენ, რათა გარკვეული საკითხების დაზუსტება მოხდეს.
მაკკორმაკმა დასძინა: „ჯერ კიდევ არ ვართ დარწმუნებულნი თუ რამდენი %-ით იზრდება კოვიდით დაინფიცირების რისკი, დაბინძურებული ჰაერით გარკვეულ დღეებში სუნთქვის შემთხვევაში. 1%? 5%? თუ 5% ან მეტით? ამას ჯერ კიდევ ვაზუსტებთ.“
ჩენმა ასევე დაამატა, რომ მკვლევარებს დასაზუსტებელი აქვთ, თუ კონკრეტულად რამ შეიძლება იმოქმედის კორონავირუსით დაინფიცირების რისკის გაზრდაზე და დაავადების მძიმე მსვლელობაზე. მან გამოაქვეყნა კვლევა, სადაც დაასაბუთა, რომ ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა ამინდი და სინესტე შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ვირუსის გავრცელებაზე. ჩენის თქმით, ამის გათვალისწინება აუცილებელია სტატისტიკური კვლევებისას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ზედმეტად შეფასდეს ჰაერის დაბინძურების მნიშვნელობა კოვიდის გავრცელებაზე.
გარდა ამისა, ჩენის თქმით, უნდა გაგრძელდეს კვლევები ჰაერის მოკლევადიანი დაბინძურების ზემოქმედების შედეგებისა. „ასეთმა კვლევებმა შეიძლება მოგვცენ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც დღესაც უპასუხოდ რჩება და უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა“, ამბობს მეცნიერი.
„გრძელვადიანი ზეგავლენების კვლევა გვაძლევს საშუალო შედეგებს, ამიტომაც ვერ ვითვალისწინებთ, რომ ზოგიერთ პერიოდებში დაბინძურებულმა ჰაერმა ნახტომისებურად იმოქმედა კოვიდის გავრცელებაზე“, ამბობა ლი. ამგვარი ნახტომისებრი გავლენები, როგორც წესი, არაპროპორციულად მძიმე ზეგავლენას ახდენს ღარიბ და ფერადკანიან მოსახლეობაზე, რომელიც როგორც წესი ჰაერის დაბინძურების წყაროებთან ახლოს ცხოვრობს. „გრძელვადიანი და მოკლევადიანი ჰაერის ხარისხის სტანდარტების ამაღლებით ასეთ „ცხელ წერტილებში“ შევძლებთ მოსახლეობის ამ მოწყვლადი ფენების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას და ეკოლოგიური სამართლიანობის მიღწევას“, აცხადებს ლი.
მაკკორმაკის თქმით, გაურკვეველია პასუხისმგებელია ჰაერის დაბინძურება იმ სოციალური ჯგუფების ჯანმრთელობის გაუარესებაზე, რომლებიც პანდემიის დროს კორონავირუსისგან მეტად დაზარალდნენ, ვიდრე სხვები, თუ არა. „ჯერ კიდევ არ გვაქვს კვლევა, რომელიც ყველა დეტალს ითვალისწინებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ რიცხვობრივად შევაფასებთ თუ რამდენი ადამიანი დაზარალდა კორონავირუსისგან დაბინძურებული ჰაერის გამო, უკვე გვექნება იმის უტყუარი დამამტკიცებელი საბუთი, რომ ეს ორი ფაქტირი ერთმანეთთან კავშირშია“, ამბობს მაკკორმაკი.
ექსპერტების თქმით, ისეთი კვლევები, რომლებიც ადგენენ კავშირს კოვიდსა და დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებას შორის, გაზრდიან ფართო საზოგადოების ყურადღებას ამ ეკოლოგიური პრობლემისადმი.
„ჰაერის დაბინძურება ჩუმ პანდემიას გავს“, განაცხადა ჩენმა. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, თუ რამდენად მავნეა ჰაერის დაბინძურების ზეგავლენა გარემოზე, ბევრმა შეიძლება არ იცოდეს რომ სწორედ დაბინძურებული ჰაერის გამო ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით 7 მილიონამდე ადამიანი ნაადრევად კვდება ფილტვებთან, გულ-სისხლძარღვთა და სხვა ჯანმრთელობის პრობლემების გამო.
„კორონავირუსის პანდემიამ გაამძაფრა იმის შეგნება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის სუფთა ჰაერი“, ამბობს მაკკორმაკი.
ლი ეთანხმება თავის კოლეგებს და დასძენს: „ყველა ამ კვლევიდან შეიძლება ერთი მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანა – დაბინძურებული ჰაერი ძალიან მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ნამდვილად უნდა ვიბრძოლოთ ჰაერის ხარისხის უფრო მაღალი სტანდარტების შემოღებისთვის.“
სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი
წყარო : www.washingtonpost.com