GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ბრიტანეთში ცდილობენ, „ელას კანონის“ კანონპროექტით სუფთა ჰაერის უფლება დაამკვიდრონ

Homepage მსოფლიო ბრიტანეთში ცდილობენ, „ელას კანონის“ კანონპროექტით სუფთა ჰაერის უფლება დაამკვიდრონ
მსოფლიო

ბრიტანეთში ცდილობენ, „ელას კანონის“ კანონპროექტით სუფთა ჰაერის უფლება დაამკვიდრონ

აგვისტო 11, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
590 ნახვა
ნახვები : 40
  • „ელას კანონი“ როგორც ვალი 9 წლის ელა კისი–დებრას წინაშე, რომელიც ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული ასთმით გარდაიცვალა
  • ჯანდაცვის სამინისტროს მოხსენების მიხედვით 1952 წლის ლონდონის ერთკვირიანი სმოგის გამო დაახლოებით 4,000 ადამიანი დაიღუპა
  • დიდი ბრიტანეთის წლიური სიკვდილიანობა შეფასებულია 28,000-დან 36,000-მდე, ხოლო გლობალურად ეს დაახლოებით 7 მილიონია

ახალი კანონი სუფთა ჰაერის შესახებ ძალაში შევიდა მას შემდეგ, რაც მწვანეთა პარტიის წარმომადგენელმა ჯენი ჯონსმა კერძო წევრების კანონპროექტებისთვის ლორდთა პალატის კენჭისყრაში პირველი ადგილი მოიპოვა.

„ელას კანონი“ როგორც ვალი 9 წლის ელა კისი–დებრას წინაშე, რომელიც ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული ასთმით გარდაიცვალა. კანონპროექტი დაადგენს უფლებას სუფთა ჰაერზე და შექმნის კომისიას მთავრობის ქმედებებისა და პროგრესის გასაკონტროლებლად. ის ასევე შეუერთდება შიდა და გარე ჰაერის დაბინძურების პოლიტიკას კლიმატის საგანგებო სიტუაციებთან საბრძოლველად და მოიცავს უახლესი მეცნიერების ყოველწლიურ მიმოხილვას.

ჯონსმა თქვა: „ლამაზი გარემოს ქონა მხოლოდ ეკოლოგიისა და მეცნიერების საკითხი არ არის, ეს სოციალური სამართლიანობის საკითხია. სუფთა ჰაერის (ადამიანის უფლებების) კანონპროექტი დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობაში ადამიანის ჯანსაღ ჰაერზე ხელმისაწვდომობის უფლებას დააკანონებს.

დიდი ბრიტანეთის პირველი სუფთა ჰაერის აქტი ძალაში შევიდა როგორც კერძო წევრის კანონპროექტი, რომელიც დეპუტატ ჯერალდ ნაბაროს მიერ იქნა წარდგენილი. ნაბაროს კანონპროექტის საფუძველი გახდა ჯანდაცვის სამინისტროს მოხსენება, რომლის მიხედვითაც 1952 წლის ლონდონის ერთკვირიანი სმოგის გამო დაახლოებით 4,000 ადამიანი დაიღუპა. სიკვდილიანობა ვიქტორიანული ქოლერის აფეთქებისა და ბლიცკრიგის ყველაზე ცუდ პერიოდს აღემატებოდა.

პოლიტიკურად ჯონსსა და ნაბაროს საერთო არაფერი აქვთ, მაგრამ ჯონსის კანონპროექტი დროულია, როდესაც დაახლოებით 4,000 ლონდონელი ყოველწლიურად დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვით იღუპება. დიდი ბრიტანეთის წლიური სიკვდილიანობა შეფასებულია  28,000-დან 36,000-მდე, ხოლო გლობალურად ეს დაახლოებით 7 მილიონია.

ნაბაროს კანონპროექტის შემდეგ, ათასობით კვლევამ დაადასტურა ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ჯანმრთელობის ზიანი, ან დაგვანახა სუფთა ჰაერით მიღებული სარგებელი.

დოქტორმა მარია ნეირამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დირექტორმა თქვა: „ჩვენ გვაქვს აბსოლუტური მტკიცებულება იმისა, რომ ჰაერის დაბინძურება ვნებს ჯანმრთელობას, ვიდრე მტკიცებულებები ზემოქმედების შესამცირებელი ქმედებების გასამართლებლად. თქვენ შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ რაოდენობა იმ სიცოცხლეებისა, რომელთაც ჩვენ გადავარჩენთ“.

ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება შეამცირებს სამუშაო დღეების გაცდენით გამოწვეულ ხარჯებს და დაზოგავს ჯანდაცვის ეროვნული სამსახურისთვის გათვალისწინებულ თანხებს. ჯონსის კანონპროექტის პარალელურად მთავრობა დიდ ბრიტანეთში ნაწილაკებით დაბინძურების საკუთარი მიზნებით გათვალისწინებულ მიმოხილვებს ითხოვს. 2040 წლის ეს მიზნები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2005 წელს შემუშავებულ გაიდლაინებს ესადაგება. გარდა ამისა, შემოთავაზებულია ნაწილაკებით დაბინძურების საშუალოდ 35%-ით შემცირება. მთავრობის ანალიზის თანახმად, ამ ქმედებებისგან მიღებული სარგებელი ჰაერის გაწმენდისთვის დახარჯულ თანხას 5-ჯერ გადააჭარბებს.

 

სტატიაზე მუშაობდა : ანა კვეკვესქირი

წყარო : www.theguardian.com


წინა პოსტი
COVID-19-ის განვითარების საშიშროების კავშირს ჰაერის დაბინძურებასთან სულ უფრო მეტი ფაქტი ცხადყოფს
შემდეგი პოსტი
კლიმატის ცვლილება ნიადაგის მოსავლიანობის სწრაფ შემცირებას იწვევს, რაც კაცობრიობისთვის მძიმე შედეგების მომტანია

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?
  • COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
  • როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 5, ნოე
რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?
კვირა, 1, ნოე
COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
შაბათი, 17, ოქტ
როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად

Welcome back,