GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ინდოეთი ყოველწლიურად აღრიცხავს ჰაერის დაბინძურების შედეგად უფრო მეტ დაღუპულს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა

Homepage მსოფლიო ინდოეთი ყოველწლიურად აღრიცხავს ჰაერის დაბინძურების შედეგად უფრო მეტ დაღუპულს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა
მსოფლიო

ინდოეთი ყოველწლიურად აღრიცხავს ჰაერის დაბინძურების შედეგად უფრო მეტ დაღუპულს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა

აგვისტო 10, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
130 ნახვა
  • ახალი მონაცემების თანახმად, 2019 წელს, დაღუპულთა 17.8%-ის სიკვდილის მიზეზი სუბკონტინენტზე ტოქსიკური ჰაერი იყო.
  • წამყვანმა სამედიცინო ჟურნალმა გამოაქვეყნა ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ანალიზი და აჩვენა, რომ ინდოეთში ჰაერის ცუდი ხარისხის შედეგად უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

Lancet Planetary Health-ის ანგარიში ახლახანს ხელმისაწვდომი გახდა და აჩვენებს, რომ 2019 წელს ინდოეთში დაღუპულთა 17.8% ბინძური ჰაერის გამო გარდაიცვალა.  საერთო ჯამში, ქვეყანაში დაახლოებით 1,7 მილიონი ადამიანი დაიღუპა ტოქსიკური ატმოსფეროს შედეგად, რაც მთელ მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების შედეგად დაღუპულთა რაოდენობის დაახლოებით 1/6 იყო. ამაში ყველაზე დიდი წვლილი ბიომასის წვას შინამეურნეობებში მიუძღვის, რასაც შემდეგ ნახშირის წვა და მოსავლის წვა მოჰყვა.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დიდი გავლენა ჰაერის დაბინძურებაზე ჰქონდა ბიომასის წვას შინამეურნეობებში, რასაც შედეგად მოჰყვა ქვანახშირისა და მოსავლის წვა, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ დაღუპულთა რიცხვი, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ბინძურ ჰაერთან, შემცირდა, სამაგიეროდ გაიზარდა სამრეწველო დაბინძურების შედეგად სიკვდილიანობა. მოხსენება ასევე განსაზღვრავს ინდო-განგეტის დაბლობს, როგორც ინდოეთში ჰაერის ყველაზე მძიმე დაბინძურების მქონე რეგიონს, რომელიც მოიცავს დედაქალაქ ნიუ დელის და რამოდენიმე სხვა დიდ ქალაქს, მათ შორის კოლკატას. ბანგლადეშის დედაქალაქი დაკა და პაკისტანის სიდიდით მეორე მეტროპოლი ლაჰორი ასევე ამ მხარეშია.

უკვე 2022 წელს დაფიქსირდა რეკორდული სიცხის ტალღები ინდოეთში, აპრილში კი ტემპერატურა თითქმის 38 C-ს აღწევს. ტყის ხანძრებმა უზარმაზარი პრობლემები გამოიწვია, გაზაფხულზე ერთ კვირაში 277 დიდი ხანძარი დაფიქსირდა, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი ჰაერის დაბინძურებას. თებერვალში, გაერომ გააფრთხილა ტყის ხანძრების 50%-ით გაზრდის შესახებ საუკუნის ბოლომდე, რამაც გამოიწვია ყურადღების გამახვილება კლიმატის სპირალურ კრიზისთან დაკავშირებით.

 

სტატიაზე მუშაობდა : მიშო მაისურაძე

წყარო : airqualitynews.com

ნახვები : 16 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ოკეანის დინებები აჩქარებულია კლიმატის ცვლილების გამო – კალიფორნიის სან დიეგოს უნივერსიტეტის (UCSD) კვლევა ამბობს
შემდეგი პოსტი
COVID-19-ის განვითარების საშიშროების კავშირს ჰაერის დაბინძურებასთან სულ უფრო მეტი ფაქტი ცხადყოფს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
  • NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
  • სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ორშაბათი, 25, სექ
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 25, სექ
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
ორშაბათი, 18, სექ
NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
ორშაბათი, 18, სექ
სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
სამშაბათი, 12, სექ
საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
სამშაბათი, 12, სექ
ათეულობით კომპანია, რომლებიც ამაყობს მწვანე სერტიფიკატით, ვერ აგვარებს ბიზნეს ფრენებისას არსებული გამონაბოლქვის პრობლემას

Welcome back,