GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ოკეანის დინებები აჩქარებულია კლიმატის ცვლილების გამო – კალიფორნიის სან დიეგოს უნივერსიტეტის (UCSD) კვლევა ამბობს

Homepage შემეცნებითი ოკეანის დინებები აჩქარებულია კლიმატის ცვლილების გამო - კალიფორნიის სან დიეგოს უნივერსიტეტის (UCSD) კვლევა ამბობს
შემეცნებითი

ოკეანის დინებები აჩქარებულია კლიმატის ცვლილების გამო – კალიფორნიის სან დიეგოს უნივერსიტეტის (UCSD) კვლევა ამბობს

აგვისტო 9, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
194 ნახვა

ადგილობრივი მკვლევრები ამბობენ, რომ  ოკეანის უფრო სწრაფ დინებებს ექნება გლობალური შედეგები, დაწყებული ამინდის ცვლილებიდან, მცენარეული და ზღვის ცხოვრებით დამთავრებული.

კალიფორნიის სან დიეგოს უნივერსიტეტის (UCSD) ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ კლიმატის ცვლილების გამო იცვლება ოკეანის გლობალური დინებები, რაც მათ უფრო აჩქარებს და ათხელებს. კვლევას უძღვებოდნენ სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევრები კალიფორნიის სან დიეგოს უნივერსიტეტიდან.

კვლევა მოიცავდა კომპიუტერული მოდელის მონაცემების დამუშავებას ზედაპირის ტემპერატურის ზრდის პირობებში სხვა ცვლადებთან ერთად. შანგ-პინგ სიე, UCSD-ის სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის კლიმატის მეცნიერების პროფესორი, ამბობს, რომ მისი გუნდი ახლა ორიენტირებულია ამ დასკვნის გლობალურ და ადგილობრივ შედეგებსა და ეფექტებზე. „ძალიან გაგვიკვირდა ზედაპირული ოკეანის დინების მუდმივი გლობალური აჩქარების დანახვა, ოკეანის ზედაპირიდან გათბობისას.” – განუცხადა სიემ CBS 8-ს. ”როგორც მეცნიერებისთვის, ჩვენი კვლევის გასაოცარი ნაწილი არის დინების აჩქარების გლობალური ბუნება.  ეს იმაზე მეტყველებს, რომ შედეგები საკმაოდ მტკიცეა და შეესაბამება ჩვენს ფიზიკის კანონებს“.

ახალი მონაცემები შეიძლება მიუთითებდეს  ჩვენი ოკეანეების მძიმე მომავალზე, დინებებით, რომლებიც გავლენას ახდენენ მიმდინარე ფოტოსინთეზის რაოდენობაზე, საზღვაო ცხოვრებისათვის ხელმისაწვდომ საკვებ ნივთიერებებსა და ველური ბუნების პოტენციურად უფრო რთულ მიგრაციულ ნიმუშებზე. „ოკეანის დინებები ჩქარდება და შესაბამისად შეიცვლება საკვები ნივთიერებების ჰორიზონტალური და ვერტიკალური განაწილება“, – თქვა ქსიმ. „ასე რომ, ეს გავლენას მოახდენს ფოტოსინთეზის განაწილებასა და აქტივობაზე და, შესაბამისად, მთლიან ბიოლოგიურ აქტივობაზე“.

ეს მოიცავს სან–დიეგოსაც, სადაც ოკეანის დინებები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სანაპიროზე ზომიერი  ტემპერატურის შენარჩუნებაში, ხანძრის საფრთხის შემცირებასა და ადგილობრივი მეთევზეების საქმიანობის შენარჩუნებაში.

„კალიფორნიის სანაპირო სარგებლობს ოკეანის ამაღლებით, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ჩვენს სანაპიროზე ცივი წყალი მატულობს“, დასძინა ქსიმ. „ეს უნარჩუნებს ჩვენს სანაპიროს ზომიერ და სასიამოვნო  ტემპერატურას. ასე რომ, კლიმატის ცვლილება, ალბათ, შეცვლის ოკეანის ცირკულაციას ჩვენს სანაპიროზე. რა გზით – ეს არის უფრო ფრთხილად შესასწავლი საკითხი. ”

UCSD-ს დაფუძნებული გუნდი აგრძელებს კვლევას, თუ რას ნიშნავს ეს ჩვენი მომავლისთვის, მაგრამ მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ადამიანები არიან მთავარი მაკონტროლებლები. „ჩვენს ხელშია აქსელერატორის სატერფული, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კაცობრიობას აქვს უნარი, გააკონტროლოს და შეამციროს ჩვენ მიერვე ატმოსფეროში გამოყოფილი  სათბურის გაზები“ – განაცხადა სიემ.

გასულ თვეში გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც ახლა გამოიყენება ოკეანის დინების გაზრდის მიზეზებზე მიმდინარე დებატების მოსაგვარებლად. მეცნიერები ამ აჩქარებას ხშირად უკავშირებდნენ ქარს, მაგრამ ამ ახალმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ მთავარი დამნაშავე გლობალური დათბობაა .

გუნდი ამბობს, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება სიჩქარის ცვლილებით გამოწვეული ზიანის ოდენობის განსაზღვრა. სრული კვლევა შეგიძლიათ იხილოთ ჟურნალში Nature and Science Advances.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილი ყვავილაშვილი და ნატა შველიძე

წყარო : www.cbs8.com

ნახვები : 88 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
წიაღისეული საწვავით ჰაერის დაბინძურების შეწყვეტას წელიწადში 50 000 სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია
შემდეგი პოსტი
ინდოეთი ყოველწლიურად აღრიცხავს ჰაერის დაბინძურების შედეგად უფრო მეტ დაღუპულს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
  • NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
  • სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ორშაბათი, 25, სექ
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 25, სექ
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
ორშაბათი, 18, სექ
NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
ორშაბათი, 18, სექ
სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
სამშაბათი, 12, სექ
საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
სამშაბათი, 12, სექ
ათეულობით კომპანია, რომლებიც ამაყობს მწვანე სერტიფიკატით, ვერ აგვარებს ბიზნეს ფრენებისას არსებული გამონაბოლქვის პრობლემას

Welcome back,