GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ჩრდილოეთ ირლანდიის ნახევარზე მეტს ამიერიდან ელექტრო ენერგია განახლებადი წყაროებიდან მიეწოდება

Homepage მსოფლიო ჩრდილოეთ ირლანდიის ნახევარზე მეტს ამიერიდან ელექტრო ენერგია განახლებადი წყაროებიდან მიეწოდება
მსოფლიო

ჩრდილოეთ ირლანდიის ნახევარზე მეტს ამიერიდან ელექტრო ენერგია განახლებადი წყაროებიდან მიეწოდება

ოქტომბერი 4, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
621 ნახვა
ნახვები : 238
  • ჩრ. ირლანდიაში განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წილმა 51% შეადგინა
  • ქვეყანაში განახლებადი ენერგიის ძირითადი წყარო ქარია, ხოლო დანარჩენ განახლებად ენერგიას ბიო-გაზისგან, ბიომასისა და მზისგან აწარმოებენ
  • მთავრობა მიზნად ისახავს, 2030 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით წარმოებული განახლებადი ენერგიის მაჩვენებელი 80%-ზე აიყვანოს ზღვის ქარის ენერგიის გამოყენებით

 

ახალი მონაცემებით, 2022 წელს ჩრდილოეთ ირლანდიის ელექტროენერგიის 51%   განახლებადი წყაროებიდან მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით 9.7%-ით მეტია.

 

გარდა ამის, წინა წლის თებერვლის რეკორდი მოიხსნა, როდესაც ამ ციფრმა 76.6%-ს მიაღწია.

2022 წლის დეკემბრიდან იანვრამდე ჩრ. ირლანდიაში ქარისგან განახლებადი ელექტროენერგიის 85.3% გამოიმუშავეს. შედარებისთვის, წინა 12 თვეში ამავე წყაროდან 82.1% ელექტროენერგია მიიღეს. ბიო-გაზმა და ბიომასამ განახლებადი ენერგიის 9% შეადგინა, ხოლო დარჩენილი 3% მზის ენერგიაა.

2022 წელს ჩრდილოეთ ირლანდიაში 7.494 გიგავატი ელექტროენერგია მოიხმარეს, აქედან 3.825 გიგავატი განახლებადი წყაროებიდან იყო მიღებული.

სტივ ეგნუ, კომპანია „RenewableNI“-ის დირექტორი, აცხადებს: „პირველად ისტორიაში დავინახეთ, რომ განახლებადი ელექტროენერგიის წილმა 50%-ს მიაღწია, მაგრამ წარმოება უნდა გავაორმაგოთ და გავასამმაგოთ, რათა 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 80%-მდე ავიდეს. წარმოების ზრდა საჭიროა გათბობისა და სატრანსპორტო ინდუსტრიის ელექტრიფიკაციისთვის.“

ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ ირლანდიამ ამ სექტორში ინვესტიციები შეზღუდა. 1.7 გიგავატის წარმოება მოვახერხეთ – მიზნის მისაღწევად 2.5 გიგავატიც გვჭირდება, მაგრამ ჯერჯერობით წლიურად მხოლოდ 75 მეგავატით მეტი განახლებადი ენერგიის გამომუშავებას ვახერხებთ.“

ჩრდილოეთ ირლანდიის სტრატეგია ენერგეტიკის სფეროში თავიდან მიზნად ისახავდა 2030 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით წარმოებული ელექტროენერგიის 70%-ის განახლებადი წყაროებიდან გამომუშავებას. თუმცა კლიმატის ცვლილების შესახებ კანონის თანახმად, ქვეყნის მთავრობამ ეს მაჩვენებელი 80%-მდე გაზარდა.

გარდა ამისა, ჩრ. ირლანდიამ იკისრა განახლებადი ენერგიის წარმოების სფეროს დივერსიფიკაციის ვალდებულება. მთავარი აქცენტი გაკეთდება ზღვის ქარისგან განახლებადი ელექტროენერგიის წარმოებაზე.

ენერგეტიკისა და ლოგისტიკის სამინისტროს (Electricity and Security of Supply at the Department of Energy) დირექტორმა, პიტერ რასელმა, განაცხადა: „ჩვენი გეგმაა, 1 გიგავატი ელექტროენერგია ზღვის ქარისგან გამოვიმუშაოთ. ეს ყველაზე ამბიციური გეგმაა, რაც კი აქამდე დაგვისახავს ჩრ. ირლანდიის ენერგეტიკის სფეროში. ამით ხელს შევუწყობთ ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებას და მილიონზე მეტ სახლს საკმარისი ოდენობით ელექტროენერგიით უზრუნველვყოფთ.“

 

სტატიაზე მუშაობდა : თაკო ჩუმაშვილი და ლილიან მეტრეველი

წყარო : airqualitynews.com

5 ოქტომბერი 2023 წელი.


წინა პოსტი
მანქანის გამონაბოლქვის შემთხვევაში ფილტრები ვერ ახდენენ უმცირესი და ყველაზე მავნე მყარი ნაწილაკების პრევენციას
შემდეგი პოსტი
სინათლის დაბინძურებამ შესაძლოა გაახანგრძლივოს კოღოების სეზონი

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,