ჩრდილოეთ ირლანდიის ნახევარზე მეტს ამიერიდან ელექტრო ენერგია განახლებადი წყაროებიდან მიეწოდება
- ჩრ. ირლანდიაში განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წილმა 51% შეადგინა
- ქვეყანაში განახლებადი ენერგიის ძირითადი წყარო ქარია, ხოლო დანარჩენ განახლებად ენერგიას ბიო-გაზისგან, ბიომასისა და მზისგან აწარმოებენ
- მთავრობა მიზნად ისახავს, 2030 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით წარმოებული განახლებადი ენერგიის მაჩვენებელი 80%-ზე აიყვანოს ზღვის ქარის ენერგიის გამოყენებით
ახალი მონაცემებით, 2022 წელს ჩრდილოეთ ირლანდიის ელექტროენერგიის 51% განახლებადი წყაროებიდან მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით 9.7%-ით მეტია.
გარდა ამის, წინა წლის თებერვლის რეკორდი მოიხსნა, როდესაც ამ ციფრმა 76.6%-ს მიაღწია.
2022 წლის დეკემბრიდან იანვრამდე ჩრ. ირლანდიაში ქარისგან განახლებადი ელექტროენერგიის 85.3% გამოიმუშავეს. შედარებისთვის, წინა 12 თვეში ამავე წყაროდან 82.1% ელექტროენერგია მიიღეს. ბიო-გაზმა და ბიომასამ განახლებადი ენერგიის 9% შეადგინა, ხოლო დარჩენილი 3% მზის ენერგიაა.
2022 წელს ჩრდილოეთ ირლანდიაში 7.494 გიგავატი ელექტროენერგია მოიხმარეს, აქედან 3.825 გიგავატი განახლებადი წყაროებიდან იყო მიღებული.
სტივ ეგნუ, კომპანია „RenewableNI“-ის დირექტორი, აცხადებს: „პირველად ისტორიაში დავინახეთ, რომ განახლებადი ელექტროენერგიის წილმა 50%-ს მიაღწია, მაგრამ წარმოება უნდა გავაორმაგოთ და გავასამმაგოთ, რათა 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 80%-მდე ავიდეს. წარმოების ზრდა საჭიროა გათბობისა და სატრანსპორტო ინდუსტრიის ელექტრიფიკაციისთვის.“
ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ ირლანდიამ ამ სექტორში ინვესტიციები შეზღუდა. 1.7 გიგავატის წარმოება მოვახერხეთ – მიზნის მისაღწევად 2.5 გიგავატიც გვჭირდება, მაგრამ ჯერჯერობით წლიურად მხოლოდ 75 მეგავატით მეტი განახლებადი ენერგიის გამომუშავებას ვახერხებთ.“
ჩრდილოეთ ირლანდიის სტრატეგია ენერგეტიკის სფეროში თავიდან მიზნად ისახავდა 2030 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით წარმოებული ელექტროენერგიის 70%-ის განახლებადი წყაროებიდან გამომუშავებას. თუმცა კლიმატის ცვლილების შესახებ კანონის თანახმად, ქვეყნის მთავრობამ ეს მაჩვენებელი 80%-მდე გაზარდა.
გარდა ამისა, ჩრ. ირლანდიამ იკისრა განახლებადი ენერგიის წარმოების სფეროს დივერსიფიკაციის ვალდებულება. მთავარი აქცენტი გაკეთდება ზღვის ქარისგან განახლებადი ელექტროენერგიის წარმოებაზე.
ენერგეტიკისა და ლოგისტიკის სამინისტროს (Electricity and Security of Supply at the Department of Energy) დირექტორმა, პიტერ რასელმა, განაცხადა: „ჩვენი გეგმაა, 1 გიგავატი ელექტროენერგია ზღვის ქარისგან გამოვიმუშაოთ. ეს ყველაზე ამბიციური გეგმაა, რაც კი აქამდე დაგვისახავს ჩრ. ირლანდიის ენერგეტიკის სფეროში. ამით ხელს შევუწყობთ ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებას და მილიონზე მეტ სახლს საკმარისი ოდენობით ელექტროენერგიით უზრუნველვყოფთ.“
სტატიაზე მუშაობდა : თაკო ჩუმაშვილი და ლილიან მეტრეველი
წყარო : airqualitynews.com
5 ოქტომბერი 2023 წელი.