მანქანის გამონაბოლქვის შემთხვევაში ფილტრები ვერ ახდენენ უმცირესი და ყველაზე მავნე მყარი ნაწილაკების პრევენციას
- უმცირესი ზომის დიზელის ძრავიდან გამოყოფილი მყარი ნაწილაკები იგივე კარცენოგენებია
- უმცირესი ნაწილაკები ერთ-ერთი მიზეზთაგანია იმ ეკოლოგიური პრობლემებიდან, რომლებიც ნაადრევ სიკვდილს იწვევს.
- უმცირესი ნაწილაკები დაახლოებით იგივეა, რაც დარიშხანი და აზბესტი, რომლებიც მრავალი წელია, აკრძალულია ევროკავშირში.
ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორის, როი ჰარისონის, მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ფილტრები, რომელთა მისიაც მანქანის გამონაბოლქვში მყარი ნაწილაკების გამოყოფის პრევენციაა, ვერ აკავებენ მცირე ნაწილაკებს.
ტრანსპორტის დეპარტამენტის განცხადება ფილტრებთან დაკავშირებით ლეგალურ მოთხოვნად ახალ მანქანებში 2011 წლიდან, ხოლო სატვირთო მანქანებში 2013 წლიდან იქცა: „დიზელის მყარი ნაწილაკების ფილტრები მოწყობილობაა, მორგებული დიზელის მანქანებზე, რომელიც ფილტრავს მყარ ნაწილაკებს გამოყოფილ გაზებში. დიზელის მყარი ნაწილაკების ფილტრი დიდ როლს ასრულებს ჰაერის დაბინძურებასა და ჯანდაცვაზე უარყოფითი ეფექტების შემცირებაში, ამიტომაც მათი მოხსნა არალეგალურია“. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ფილტრებმა, მიუხედავად იმისა, რომ შეძლეს შედარებით მოზრდილი ნაწილაკების შეკავება, ვერ შეაკავეს მცირე და თხევადი ნაწილაკები.
უმცირესი ნაწილაკები ზომით 0.1 მმ-ს არ აღემატება, 10 მმ-იან ან 2.5 მმ-იან ნაწილაკებთან შედარებით, რომელთაც უფრო ხშირად ვახსენებთ. ისინი ორგანული მასალების, მაგალითად, ხისა და დიზელის, არასრული წვის ქვეპროდუქტებია. 2012 წლის ივნისში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ უმცირესი ზომის დიზელის ძრავის ნაწილაკები კარცენოგენებია და მთავარია იმ ეკოლოგიურ მიზეზთაგან, რომლებიც ნაადრევ სიკვდილს იწვევს. ისინი დაახლოებით იგივეა, რაც დარიშხანი და აზბესტი, რომლებიც მრავალი წელია, აკრძალულია ევროკავშირში.
გუნდმა გამოიყენა ლონდონის, მერილბოუნ როუდის (Marylebone Road), მონიტორინგის სადგურის მონაცემები, რომელიც ჰაერის ხარისხის მონაცემებს 2010 წლიდან აგროვებს. გამოვლინდა მკვეთრი ვარდნა მოზრდილი ზომის ნაწილაკებში, როგორიცაა შავი ნახშირბადი, იგი 2014-დან 2021 წლამდე 81%-ით შემცირდა.
განსხვავებით უმცირესი ზომის ნაწილაკებისა (100 ნანომეტრზე მცირე), რომელთა რაოდენობა მხოლოდ 26%-ით შემცირდა. შედარებით მცირე ნაწილაკების რაოდენობა, რომელთა ზომა 30 ნანომეტრს არ აღემატება, საერთოდ არ შეცვლილა, რამაც აჩვენა, რომ ფილტრები არ არის ეფექტური ასეთი ზომის ნაწილაკებთან გასამკლავებლად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებები 10 000 უმცირეს ნაწილაკს კუბურ მეტრში „მაღალ“ დონედ განსაზღვრავს, მერილბოუნ როუდის მიერ გაზომილი ადგილებში კონცენტრაციები ამაზე ორჯერ მეტი იყო.
პროფესორი ჰარისონი ამბობს: „ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ დღევანდელი ფართოდ მოხმარებადი ფილტრები არ არის ეფექტური უმცირესი ნაწილაკების შემთხვევაში. ვიღებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, რომ მონაცემთა ანალიზით ლონდონში დღეს კონცენტრაცია საკმაოდ მაღალია.
უმცირესი ზომის ნაწილაკების მაღალი კონცენტრაცია ჰაერში ფართოდ გავრცელებული და მუდმივი ფენომენია. იმისათვის, რომ მივყვეთ ჯანმო-ის რეკომენდაციებს საჭიროა ელექტრომანქანების ბევრად მაღალ დონეზე ათვისება, ასევე დამატებითი შემოწმებები, რათა შევამციროთ დიზელის მანქანების მიერ გამოყოფილი დაბინძურება.
სტატიაზე მუშაობდა : მარიამ სიხარულიძე და იამზე მარკოიძე
წყარო : airqualitynews.com
5 ოქტომბერი 2023 წელი.