GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

სინათლის დაბინძურებამ შესაძლოა გაახანგრძლივოს კოღოების სეზონი

Homepage მსოფლიო სინათლის დაბინძურებამ შესაძლოა გაახანგრძლივოს კოღოების სეზონი
მსოფლიო, შემეცნებითი

სინათლის დაბინძურებამ შესაძლოა გაახანგრძლივოს კოღოების სეზონი

ოქტომბერი 10, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
715 ნახვა
ნახვები : 340
  • ოჰაიოს შტატში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ სინათლის დაბინძურების შედეგად კოღოების აქტივობის სეზონი გახანგრძლივდა
  • კოღოები ზამთრის პერიოდში ე.წ. დიაპაუზაში იმყოფებიან და ძუძუმწოვრებს არ კბენენ
  • ღამის ხელოვნური განათების გავლენის გამო კოღოების ბუნებრივი აქტივობის ციკლები დაირღვა, რაც ცუდია როგორც მათთვის, ასევე ძუძუმწოვრებისთვისაც.

 

ახალი კვლევის თანახმად, ურბანული სინათლის დაბინძურებამ შეიძლება შეამციროს დასავლეთ ნილოსის ვირუსის გადამტანი კოღოების ზამთრის ძილის პერიოდი. ამ სიახლეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეებიც აქვს.

კარგი ამბავი ის არის, რომ დაავადების გადამტანმა მავნებლებმა კვების სიმცირის გამო შესაძლოა ზამთარი ვერ გადაიტანონ. ცუდი ამბავი კი ის არის, რომ მათი ძილის პერიოდი, რომელიც ცნობილია როგორც დიაპაუზა, შეიძლება უბრალოდ გადაიდოს – ანუ კოღოები უბრალოდ მეტხანს დაკბენენ ადამიანებსა და ცხოველებს შემოდგომით.

”ოჰაიოში დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი დონე ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში ფიქსირდება. თუ კოღოების დიაპაუზა შეყოვნდება და მათი აქტივობის პერიოდი წლის განმავლობაში გაგრძელდება, ისინი ყველაზე მეტად დაინფიცირდებიან დასავლეთ ნილოსის ვირუსით და შესაბამისად ადამიანებში ამ დაავადების გავრცელების რისკიც იმატებს“, – თქვა მეგან მეუტიმ, კვლევის მთავარმა ავტორმა და ენტომოლოგიის ასისტენტ პროფესორმა ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მეუტისა და მისი კოლეგების ეს კვლევა და ადრინდელი დასკვნები ერთ-ერთი პირველია, რომელებმაც აჩვენა, რომ ღამის ხელოვნურმა განათებამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს კოღოების ქცევაზე და არაპროგნოზირებადი ეფექტი ჰქონდეს.

ეს კვლევა მეუტიმ ენტომოლოგიის დოქტორანტებთან, მეთიუ ვოლკოფთან და ლიდია ფაიესთან, ერთად ჩაატარა ოჰაიოს შტატში. კვლევა ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალში „მწერები“ (Insects).

ჩრდილოეთში მობინადრე სახლის მდედრობითი სქესის კოღოების (Culex pipiens) დიაპაუზას ზამთრის ძილს ვერ უწოდებთ, ეს უფრო მოსვენების პერიოდია, როდესაც მწერები ცხოვრობენ გამოქვაბულებში, წყლის მილებში, ფარდულებში და სხვა ნახევრად დაცულ ადგილებში. ზამთრის მოსვლამდე კოღოების ორგანიზმი შაქრის წყაროებს, მაგ. მცენარეული ნექტარს, ცხიმად გადაამუშავებს. დღეების გახანგრძლივებასთან ერთად, მდედრები სისხლის შემცველი საკვების ძებნას იწყებენ კვერცხების დასადებად. ზოგი კოღო დასავლეთ ნილოსის ვირუსით დაავადებული ფრინველების კბენის შემდეგ ინფიცირდება, შემდეგ კი ვირუსს ადამიანებს, ცხენებსა და სხვა ძუძუმწოვარ ცხოველებს გადასცემს.

ეს კვლევა ეფუძნება მეუტის ორ ადრინდელ ნაშრომს: დისერტაციაზე მუშაობისას მეუტიმ აღმოაჩინა, რომ ცირკადული საათის გენები კოღოებში, რომლებსაც აქვთ დიაპაუზის პერიოდი, განსხვავებულია იმ კოღოების გენებისგან, რომლებსაც ასეთი მოსვენების პერიოდი არ აქვთ. შესაბამისად დღის ხანგრძლივობა კარნახობს როდის უნდა დაიწყოს დიაპაუზა. ფაისთან ერთად ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ კი აჩვენა, რომ მდედრი კოღოები, რომლებიც ღამის განათების ზემოქმედებას განიცდიან, დიაპაუზის პერიოდი აღარ აქვთ და აქტიურნი რჩებიან მაშინაც კი, როდესაც დღის შემცირების გამო უნდა დაიძინონ.

ვოლკოფთან ერთად ჩატარებულ კვლევაში მეცნიერებმა ორი მიმართულებით იმუშავეს: ხელოვნურად შექმნილ ლაბორატორიულ პირობებში, რომელშიც ზამთრის გრძელი დღეების იმიტირება ხდებოდა ენტომოლოგებმა შეისწავლეს კოღოების ქცევა ხელოვნური განათების გავლენის ქვეშ და მის გარეშე.

ექსპერიმენტის შედეგად დაგროვდა კოღოების ცირკადული ქცევის მოდელის დამატებითი მტკიცებულებები. დადასტურდა, რომ კოღოების აქტივობა ზამთრის პერიოდში მცირდება, თუმცა ბოლომდე არ ცხრება.

დადგინდა, რომ ღამის ხელოვნური განათების გამო კოღოების აქტივობის ფაზები იცვლება და ისინი აღარ იგროვებენ მკვებავ ნივთიერებებს ზამთრის ძილის პერიოდის გადასატანად.

სინათლის დაბინძურების ზემოქმედებამ დათრგუნა წყალში ხსნადი ნახშირწყლების -საქაროზის – რაოდენობა, რომელიც ზამთარში კოღოების კვების აუცილებელ წყაროს წარმოადგენს და როგორც გრძელ, ისე ხანმოკლე დღეებშიც გროვდებოდა მათ ორგანიზმებში. შაქრის გლიკოგენის დაგროვების მექანიზმები პრინციპულად განსხვავდებოდა იმ კოღოების ორგანიზმებში, რომლებიც ხელოვნური ღამის განათების ზემოქმედებას განიცდინენ: ნორმალურ პირობებში აქტივობის ფაზაში მყოფი კოღოების ორგანიზმში გლიკოგენის შემცველობა მაღალი იყო, ხოლო დიაპაუზაში მყოფი კოღოების ორგანიზმში – დაბალი; მაგრამ ღამის განათების ზემოქმედების შედეგად კოღოები ორგანიზმში ბევრ გლიკოგენს ვერ იგროვებდნენ, ხოლო დიაპაუზაში მყოფმა კოღოებმა ეს მოახერხეს.

მეცნიერებმა დააფიქსირეს ღამის ხელოვნური განათების შედეგად გამოწვეული კანონზომიერი ტენდენციები: აქტივობის მცირე ზრდა მიძინების პერიოდში მყოფ კოღოებში და აქტივობის მცირე შემცირება კოღოებში, რომლებიც გრძელი დღის გავლენის გამო საკვების ძიების ფაზაში იმყოფებოდნენ. მართალია კვლევის შედეგაბი სტატისტიკურად არარელევანტური იყო, მაგრამ ვოლკოფის თქმით მათი შემაჯამებელი დასკვნაა, რომ სინათლის დაბინძურება კოღოებში დიაპაუზის აცილებას აიძულებს. შესაძლოა ეს მათი ცირკადული ციკლების დარღვევის შედეგად ხდება.

”ეს შეიძლება ცუდი იყოს ძუძუმწოვრებისთვის მოკლევადიან პერსპექტივაში, რადგან კოღოები განაგრძობენ ჩვენს კბენას უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. სიტუაცია ასევე შეიძლება ცუდად აისახოს კოღოებზეც გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან ისინი ვერ მოემზადებიან ზამთრის დიაპაუზისთვის, რაც მათი გადარჩენის ალბათობას შეამცირებს,“ – თქვა ვოლკოფმა.

მეცნიერები გეგმავენ საველე კვლევების ჩატარებას, რათა შეამოწმონ, თუ რამდენად შეესაბამება ლაბორატორიული კვლევის შედეგები ველურ ბუნებაში არსებულ რეალობას.

 

სტატიაზე მუშაობდა : ალექსანდრე ფიფია და ლილიან მეტრეველი

წყარო : news.osu.edu

10 ოქტომბერი 2023 წელი.


წინა პოსტი
ჩრდილოეთ ირლანდიის ნახევარზე მეტს ამიერიდან ელექტრო ენერგია განახლებადი წყაროებიდან მიეწოდება
შემდეგი პოსტი
რა უნდა ვიცოდეთ , სანამ ფოთლებს დავწვავთ.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ლონდონის მერი პირობას დებს, რომ ჰაერის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებს
  • 2024 წელს გერმანია ელექტროენერგიის 62.7%-ს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იღებდა
  • მავნე ნივთიერებების გამოყოფის მატების შედეგად მცენარეები კარგავენ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარს
  • მსოფლიო ლიდერები პლასტმასის წარმოებაზე ვერ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება
  • ჩამდინარე წყლებში ბაქტერიებს შეუძლიათ დაშალონ პლასტმასი საკვების მისაღებად
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 21, მაი
ლონდონის მერი პირობას დებს, რომ ჰაერის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებს
პარასკევი, 2, მაი
2024 წელს გერმანია ელექტროენერგიის 62.7%-ს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იღებდა
შაბათი, 5, აპრ
მავნე ნივთიერებების გამოყოფის მატების შედეგად მცენარეები კარგავენ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარს
ოთხშაბათი, 26, მარ
მსოფლიო ლიდერები პლასტმასის წარმოებაზე ვერ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება
სამშაბათი, 14, იან
ჩამდინარე წყლებში ბაქტერიებს შეუძლიათ დაშალონ პლასტმასი საკვების მისაღებად
ხუთშაბათი, 9, იან
ახალი მიმოხილვა ხაზს უსვამს ჰაერის დაბინძურების გავლენას ბავშვების ტვინზე

Welcome back,