GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ჩინეთში წყლის ხარისხი წყალგაყვანილობის სისტემების შეცვლის პროცესში საზოგადოებრივი ჩართულობის შედეგად გაუმჯობესდა

Homepage მსოფლიო ჩინეთში წყლის ხარისხი წყალგაყვანილობის სისტემების შეცვლის პროცესში საზოგადოებრივი ჩართულობის შედეგად გაუმჯობესდა
მსოფლიო

ჩინეთში წყლის ხარისხი წყალგაყვანილობის სისტემების შეცვლის პროცესში საზოგადოებრივი ჩართულობის შედეგად გაუმჯობესდა

ნოემბერი 10, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
847 ნახვა
ნახვები : 99
  • წლების განმავლობაში ეკონომიკურმა პროგრესმა და გარემოს დაბინძურებამ ჩინეთის წყლების 70 პროცენტი ადამიანური მოხმარებისთვის გამოუსადეგარი გახადა.
  • საზოგადოებრივი ჩართულობის შედეგად 458 ,,მუქი ფერის და არასასიამოვნო სუნის“ მქონე წყლის არხის შესახებ ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომდე მივიდა. დადგინდა, რომ 37 მათგანი აზიანებს გარემოს და შეუსაბამოა გამოსაყენებლად. დარჩენილი 91 პროცენტი კი არსებულ სტანდარტებს ექვემდებარება.
  • ,,ექსპერიმენტის ბოლოს ძიანსუში წყლის დაბინძურების დონე 19 პროცენტით შემცირდა. ეს ერთ-ერთი პირველი ექსპერიმენტია, რომელიც თვალნათლივ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჩართულობა რიგი პრობლემის გადაწყვეტის პროცესში“, -ამბობს მარკ ბუნტენი, კალიფორნიის უნივერსიტეტის (სანტა ბარბარა) მოწვეული პროფესორი გარემოსდაცვითი მეცნიერებების განხრით.

წლების განმავლობაში ეკონომიკურმა პროგრესმა და გარემოს დაბინძურებამ ჩინეთის წყლების 70 პროცენტი ადამიანური მოხმარებისთვის გამოუსადეგარი გახადა.

,,ჩინეთი წყლის დაბინძურებით ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში“, – ამბობს მარკ ბუნტენი, კალიფორნიის უნივერსიტეტის (სანტა ბარბარა) მოწვეული პროფესორი გარემოსდაცვითი მეცნიერებების განხრით. მდინარეები და ტბები ინდუსტირული დაბინძურების ეპიცენტრს წარმოადგენს, ამას კი კანალიზაციის სისტემა, სასოფლო-სამეურნეო და პლასტმასის ნარჩენების პრობლემა ემატება. ასეთი მდგომარეობა მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.

ჩინეთის ხელისუფლებას არაერთი ნაბიჯი გადაუდგამს ამ მდგომარეობის შესაცვლელად. ჯერ კიდევ 2001 წელს საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე დაიწყო წყლისა და ჰაერის დაბინძურების კონტროლი. თუმცა, ბუნტენის აზრით, ცვლილებები რეალურად შესამჩნევი იქნება საზოგადოებრივი ჩართულობის შედეგად.

უკვე არსებობს მრავალი სამთავრობო გეგმა, რომლებიც რამდენიმე წელზეა გათვლილი. მაგალითისთვის, ერთმანეთის თანმდევი გეგმებიდან ყოველი შემდგომი ნარჩენების 10 პროცენტით მეტად შემცირებას ითვალისწინებს. საზოგადოებრივი ჩართულობის შედეგად 458 ,,მუქი ფერის და არასასიამოვნო სუნის“ მქონე წყლის არხის შესახებ ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომდე მივიდა. დადგინდა, რომ 37 მათგანი აზიანებს გარემოს და შეუსაბამოა გამოსაყენებლად. დარჩენილი 91 პროცენტი კი არსებულ სტანდარტებს ექვემდებარება.

საზოგადოებრივი ჩართულობის დასადგენად მცირე ექსპერიმენტიც ჩატარდა ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში, ძიანსუში. შეირჩნენ მოხალისეები, რომლებიც 160 ,,მუქი ფერის და არასასიამოვნო სუნის“ მქონე მდინარეების ნახევარს 15 თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ექსპერიმენტატორები ატარებდნენ გამოკითხვას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ამ საკითხისადმი საზოგადოებრივი ინტერესის შესახებ. პროცესში ჩართული იყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც.

ბუნტენის თქმით, ეს ექსპერიმენტი გაცილებით დიდი კვლევის ნაწილია, რომელიც პრობლემის გადაწყვეტაში საზოგადოებრივი ჩართულობის როლის შესწავლას ემსახურება.

ექსპერიმენტის საწყის ფაზაზე წყლის ხარისხის გაუმჯობესება არ შეიმჩნეოდა, რაც შესაძლოა იმით ყოფილიყო გამოწვეული, რომ მოსახლეებს არ სჯეროდათ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე თავიანთი ზეგავლენის. ასევე, ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფს არ სურდა საკუთარი სახლის არასამთავრობო სექტორთან ასოცირება.

დროთა განმავლობაში ვითარება შეიცვალა, უფრო მეტი ადამიანი აქტიურად ჩაერთო წყლის ხარისხის მონიტორინგში, შედეგად მათი დაკვირვებები ადგილობრივმა და ცენტრალურმა მთავრობებმა მიიღეს და გამოიყენეს.

,,ექსპერიმენტის ბოლოს ძიანსუში წყლის დაბინძურების დონე 19 პროცენტით შემცირდა. ეს ერთ-ერთი პირველი ექსპერიმენტია, რომელიც თვალნათლივ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჩართულობა რიგი პრობლემის გადაწყვეტის პროცესში“, – შედეგების შეჯამების შემდეგ განაცხადა მარკ ბუნტენმა.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : phys.org


წინა პოსტი
ქალი, რომელიც ხულოში 3500 ვარდს უვლის
შემდეგი პოსტი
რამდენად აბინძურებენ ჰაერს ავტომობილები?

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
  • ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს

Welcome back,