რამდენად აბინძურებენ ჰაერს ავტომობილები?
- მსუბუქი ავტომობილები და მძიმე ტექნიკა ჰაერში მავნე ნივთიერებების 90% გამოყოფს
- ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა ნახშირორჟანგი, ნახშირბადის დიოქსიდი, მყარი ნაწილაკები, აზიანებენ ჩვენს ჯანმრთელობას, ხელს უწყობენ კიბოს, გულის, ტვინის, თვალებისა და სასუნთქი გზების დაავადებების განვითარებას
- დიდ ქალაქებისა და ავტომაგისტრალების გვერდით მცხოვრები ადამიანები მაღალი რისკის ჯგუფია, რადგან ყოველდღე უწევთ დაბინძურებული ჰაერით სუნთქვა
- ატმოსფეროში სათბურის აირების ჭარბი გამოყოფა ხელს უწყობს გლობალურ დათბობასა და კლიმატურ ცვლილებებს დედამიწის მასშტაბით
- გარემოს დაცვის სააგენტოს კვლევებით „მსოფლიო ლიდერი“ ჰაერის სათბურის აირებით დაბინძურებაში აშშ იყო, ხოლო 2020 წელს ეს ადგილი ჩინეთმა დაიკავა
- ატმოსფეროს დამინძურებასა და ოზონის შრის შეთხელაბას ხელს უწყობს არამხოლოდ მსუბუქი პერსონალური ავტომობილები, არამედ მძიმე ტექნიკაც, გემებიც, მატარებლებიც და ნახშირის ელექტროსადგურებიც
- მანქანების რაოდენობის გაზრდა სამწუხაროდ ანულებს იმ პოზიტიურ შედეგებს, რომლებიც ჰიბრიდული ძრავების, ელექტრომობილების და საწვავის ალტერნატიულ წყაროებს მოაქვთ
- თითოეული ავტომობილი წელიწადში დაახ. 6-9 ტონა სათბურის აირს გამოყოფს ატმოსფეროში
გახსოვდეთ, ყოველთვის როდესაც საჭესთან ჯდებით, გამონაბოლქვით ჰაერს აბინძურებთ. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის თქვენს არამხოლოდ თქვენ ჯანმრთელობას და არამედ იმ ადამიანთა ჯანმრთელობასაც ვინც ავტომაგისტრალების გვერდით ცხოვრობენ. ამის დანახვა ადვილად შესაძლებელია, როდესაც ავტომობილის გამონაბოლქვის მილს შეხედავთ. იგივე ზიანი მოაქვს საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც, რომლითაც ადამიანთა დიდი ნაწილი სარგებლობს გადაადგილებისთვის და ტვირთების გადაზიდვებისთვის. სწორედ სატრანსპორტო საშუალებებს შეაქვთ „ლომის წილი“ ჰაერის დაბინძურების „შავ საქმეში“.
მაინც რას ნიშნავს ჰაერის დაბინძურება? თუ ჰაერი დაბინძურებულია, მასში დიდი რაოდენობით არის მავნე ნივთიერებები, ან ნივთიერებათა შენაერთები, რომლებიც მცირე დოზით ვერაფერს დაგვაკლებდნენ. ისინი დიდი რაოდენობით გამოიყოფა ჰაერში, როდესაც მანქანების ძრავები ბენზინს წვავენ. ეს აგრეთვე ხდება ავტომობილებში ბენზინის ჩასხმისას ბენზინგასამართ სადგურებზე, რადგან ჰაერთან კონტაქტის დროს გამოიყოფა მავნე აირები.
ავტომობილებისგან ჰაერის დაბინძურების გამომწვევი ძირითადი მიზეზები
ავტომობილებისგან ჰაერი შემდეგი სამი ძირითადი მიზეზის გამო ბინძურდება:
- მყარი ნაწილაკები – ეს მტვრისა და წვეთების ნაზავია, რომელიც ერთგვარ ნისლს ქმნის. მისი შესუნთქვით ზიანდება ჩვენი ფილტვები, ხოლო მავნე ნივთიერებები სისხლშიც ხვდება.
- ნახშირბადის შემცველი გამონაბოლქვი (CO) – საწვავის გადამუშავებისას ავტომობილები გამოყოფენ აირს, რომელიც ნახშირბადის მაღალი შემცველობით გამოირჩევა. ამგვარი ჰაერის შესუნთქვა ცუდ გავლენას ახდენს ჩვენს გულსა და ტვინზე. გარემოს დაცვის სააგენტოს კვლევების თანახმად CO-ს 90% ქალაქებში ავტომობილების მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვის შედეგად ჩნდება.
- აზოტის დიოქსიდი (NO2) – საწვავის წვისას ჟანგბადი და აზოტი ქიმიურ რეაქციაში შედიან და აზოტის მჟავებს წამოქმნიან (NOx). აზოტის დიოქსიდი (NO2) წარმოიქმნება როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო მანქანების, ავტობუსების, ელექტროსადგურების და მძიმე ტექნიკის მუშაობის შედეგად. NO2-ს მაღალი შემცველობის მქონე ჰაერით სუნთქვა აზიანებს სასუნთქ გზებს.
როდესაც ნახშირბადი და Nox მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ ქიმიურ რეაქციაში შედიან ოზონი წარმოიქმნება. ატმოსფეროს მაღალ ფენებში არსებული ოზონის შრე გვიცავს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. როდესაც ოზონის შრეში არსებული ხვრელებისგან ოზონი ატმოსფეროს უფრო დაბალ ფენებამდე აღწევს სმოგი წარმოიქმნება, რომელიც ფრიად ართულებს სუნთქვას.
ითვლება რომ გამონაბოლქვი იწვევს კიბოს, ხელს უწყობს ასთმისა და თვალების როგორს თანდაყოლილი, ასევე შემდგომში ჩამოყალიბებული დეფექტების განვითარებას.
სათბურის აირები
ავტომობილების გამონაბოლქვი ზრდის ატმოსფეროში ნახშირორჟანგისა და სხვა სათბურის აირების დონეს. როდესაც ატმოსფეროში სათბურის აირების დონე ნორმალურია, ისინი გვეხმარება სითბოს შენარჩუნებასა და დედამიწის გათბობაში. თუმცა მრავალი მეცნიერი თვლის რომ ისეთი წიაღისეულის დაწვა, როგორიცაა მაგალითად ბენზინი, ხელს უწყობს სათბურის აირების რაოდენობის ზრდას ატმოსფეროში, რაც გლობალურ დათბობას იწვევს.
მეცნიერები ჰაერის დაბინძურების დონის გასაზომად რთულ ხელსაწყოებს იყენებენ. მაგრამ ძნელი სათქმელია, თუ ზუსტად რამდენი პროცენტით აბინძურებენ ჰაერს ავტომანქანები. ეს სავსებით ლოგიკურია, რადგან ადამიანების მოღვაწეობის სხვა სფეროებსაც „წვლილი“ შეაქვთ ატმოსფეროს დაბინძურებაში. ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებზე წარმოქმნილი გამონაბოლქვი მაგალითად უფრო მეტად აბინძურებს ჰაერს, ვიდრე ავტომობილები. ჩვენ ასევე ვუწყობთ ხელს ჰაერის დაბინძურებას, როდესაც სახლებს ელექტროენერგიის გარდა სხვა საშუალებებით ვათბობთ. ხოლო ისინი, ვისაც პერსონალური ავტომობილები არ აქვთ, ხელს უწყობენ ჰაერის დაბინძურებას ისეთი ნივთების ყიდვით, რომელთა წარმოებისთვისა და მიტანისთვის მავნე აირები გამოიყოფა.
ცნობილია რომ სატრანსპორტო სექტორი აშშ-ში ატმოსფეროს აბინძურებს, მასში 55% ნახშირბადის დიოქსიდის, 10% მყარი ნაწილაკებისა და 10% VOC-ის გამოყოფით. აქროლადი ორგანული შენაერთები (VOC) – ეს ისეთი ნივთიერებებია, რომლებიც ჰაერში დიზელისა და ბენზინის წვის შედეგად გამოიყოფა. ამერიკული ფილტვების მკურნალობის ასოციაციის ცნობით სწორედ ეს ნივთიერებები იწვევს უამრავ ფილტვების დაავადებებს.
მართალია ამერიკულმა გარემოს დაცვის სააგენტომ (EPA) მსუბუქი ავტომობილები „ატმოსფეროს დაბინძურების მოძრავ წყაროებად“ გამოაცხადა, მხოლოდ მათ არ მიუძღვით „წვლილი“ ჰაერის დაბინძურების „შავ საქმეში“. დიდი სატვირთო მანქანები, ბულდოზერები, გემები, ნავები, მატარებლები და თოვლის გამწმენდი მანქანებიც კი აბინძურებენ ჰაერს.
2019 წელს აშშ-ში ჩატარებული კვლებევის თანახმად ატმოსფეროში გამოყოფილ სათბურის აირების 32% სწორედ მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. ტორონტოში 2015 წელს ჩატარებული კვლების თანახმად კი მსუბუქი ავტომობილები ჰაერის 90% დაბინძურებას უწყობენ ხელს.
გლობალური ნახშირბადის პროექტის კვლევების თანახმად აშშ დიდიხნის მანძილზე მსოფლიო „ლიდერი“ იყო ჰაერის სათბურის აირების დაბინძურების ოდენობით. თუმცა 2020 წელს ამერიკას ჩინეთმა გაუსწრო.
ავტომობილების მიერ ჰაერის დაბინძურების % ძალიან მაღალია დიდი ავტომაგისტრალებისა და დიდი ქალაქების მჭიდროდ დასახლებულ უბნებში. აშშ-ს მთავრობამ კანონები გაამკაცრა, ხოლო მომხმარებლებს უფრო ეფექტური ზომების მიღება სურთ. გარემოს დაცვის სააგენტოს ცნობით თანამედროვე მსუბუქი ავტომობილები 90%-98% ნაკლებად აბინძურებენ ჰაერს, ვიდრე 60-იან წლებში გამოშვებული ავტომობილები. ჰიბრიდული ძრავები, ელექტრომობილები და საწვავის ალტერნატიული წყაროები ხელს უწყობს ავტომობილების როლის შემცირებას ჰაერის დაბინძურებაში, თუმცა საკუთრივ ავტომობილების და ადამიანების დიდი რაოდენობა გზებზე, რომელიც ყოველწლიურად მხოლოდ მატულობს, ამ პოზიტიურ შედეგვს პრაქტიკულად არაფრად აქცევს.
ადამიანებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ამ პრობლემის მოგვარებას, თუ ნაკლებს ივლიან მანქანებით, გაერთიანდებიან ჯგუფებად და ერთი ავტომობილით იმგზავრებენ, მეტს ივლიან ფეხით, ველოსიპედებით და ისარგებლებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტთით საკუთარი ავტომობილების სანაცვლოდ, ყოველთვის როდესაც ამის შესაძლებლობა ექნებათ.
- აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით ავტომობილები ყოველწლიურად ატმოსფეროში 1.7 მილიონ ტონა სათბურის აირებს გამოყოფენ, ძირითადად ნახშირორჟანგის სახით (CO2). ყოველივე ეს ხელს უწყობს გლობალურ დათბობას და კლიმატის ცვლილებებს. ყოველი გალონი ბენზინი, რომელსაც წვავს თქვენი ავტომობილი, 9 კგ სათბურის აირებს წარმოქმნის. ეს წელიწადში საახ. 6-8 ტონა სათბურის აირს შეადგენს.
აღნიშნული სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „ჩემი ქალაქი მკლავს“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს
This article has been produced with the assistance of the European Union. Its contents are the sole responsibility of the organization “My City Kills” and do not necessarily reflect the views of the European Union.
სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი
წყარო : auto.howstuffworks.com