GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ავსტრალიური ხანძრის შედეგად დაბინძურებული ჰაერის ზეგავლენა ჯანმრთელობაზე

Homepage მსოფლიო ავსტრალიური ხანძრის შედეგად დაბინძურებული ჰაერის ზეგავლენა ჯანმრთელობაზე
მსოფლიო

ავსტრალიური ხანძრის შედეგად დაბინძურებული ჰაერის ზეგავლენა ჯანმრთელობაზე

თებერვალი 7, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
538 ნახვა
ნახვები : 88
  • ავსტრალიის ხანძრებმა დიდი ზიანი მიაყენა არამარტო ტყეებს ,არამედ მინდებარე ტერიროტიის ჰაერის ხარისხიც მკვეთრათ გააუარესა.
  • ხანძრის შედეგად წარმოქმნილი PM5-მა ქვეყანაში 200-მდე ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
  • მკვლევარებმა გამოიყენეს ახალი PM5-ის დონიის სიმულაციის მეთოდი, რომელიც სავარაუდოდ, ყველაზე ზუსტ შედეგებს აჩვენებს და მომავალშიც დაეხმარება, როგორც მკვლევარებს, ასევე ჯანდაცვას.

 

ხანძრის შედეგად ავსტრალიაში ჰაერის დაბინძურებამ საშიშ ზღვარს მიაღწია,ათასობით ავსტრალიელს მოუწია დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა და ასზე მეტი ადამიანის  გარდაცვალებაც გამოიწვია .

2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის თებერვლამდე,  ავსტრალიის ბუჩქნარში გაჩენილმა არნახული ინტენსივობოს მქონე  ხანძარმა მოკლა 34 ადამიანი და 3 მილიარდზე მეტი ცხოველი. ახალ კვლევაში “Graham” და სხვები შეეცადნენ შეეფასებინათ ხანძრის არაპირდაპირი ზემოქმედება ჯანმრთელობაზე: ჰაერის ცუდი ხარისხით გამოწვეული ზიანი.

მანქანის ძრავების, გაზქურების და სიგარეტების მსგავსად, ხანძარი ქმნის წვრილ ნაწილაკებს 2,5 მიკრომეტრზე ნაკლები დიამეტრით, რომლებსაც PM2.5 ეწოდება. PM2.5-ის მაღალმა კონცენტრაციამ შეიძლება გააუარესოს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის მთლიანი სპექტრი, დაწყებული ფილტვების დაავადებიდან, დასრულებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებებამდე და გამოიწვიოს სიკვდილიც კი .

PM2.5-ის კონცენტრაციის მოდელირებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიაში, ხანძრის ინტენსიური აქტივობის პერიოდში, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ცეცხლის ცხელი წერტილები ოქტომბრის დასაწყისში წარმოიქმნა და იზრდებოდა მომდევნო 3 თვის განმავლობაში, სანამ მელბურნიდან ბრისბენამდე გადაჭიმულ ტერიტორიაზე PM2.5_ის  ნაწილაკებმა მინიმუმ 70% არ შეადგინა, რომელიც ხანძარის შედეგად იყო წარმოქმინილი.

დაახლოებით 437 000 ადამიანი სუნთქავდა ჰაერს PM2.5-ით, რომლის კონცენტრაციაც მინიმუმ 25 მიკროგრამი კუბურ მეტრ ჰაერზე იყო, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 15 მიკროგრამს კუბურ მეტრ ჰაერზე, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს დასაშვებ დონედ მოკლევადიანი პერიოდისთვის. ავტორების შეფასებით ხანძრის გამო PM2.5-ის კონცენტრაცია ზოგჯერ 3.5-ჯერაც იზრდებოდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, ავტორებმა დაადგინეს,რომ ხანძრის შედეგად გამოწვეულმა PM2.5-ის დონემ გამოიწვია 171 ადამიანის სიკვდილი, ანუ ამ დროის განმავლობაში PM2.5 მოკლევადიანი ზემოქმედებით გამოწვეული სიკვდილიანობის დაახლოებით 30%. ტყის ხანძრის შედეგად წარმოქმნილი PM სიდნეი და მელბურნი დაზარალდნენ (65 და 23 ადამიანის დაიღუპა), დანარჩენი შემთხვევები კი მიმოფანტული იყო ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

ეს პირველი კვლევაა, რომელმაც PM2.5-ის დონის სიმულაცია ჰაერის ხარისხის მოდელის გამოყენებით მეტეოროლოგიური პირობებისა და ატმოსფერული პროცესების გათვალისწინებით ჩაატარა. ავტორების აზრით, ,სავარაუდოდ, ეს მეთოდი  იძლევა ყველაზე ზუსტ რეგიონულ PM2.5-ის ექსპოზიციის შეფასებას დღემდე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მოსალოდნელია ტყის ხანძრები ზრდა ,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ცხელი, მშრალი, პირობების გამო. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა მსგავსი კვლევები შესაძლოა  გამოიყენონ სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად და იმის დასადგენად, თუ როგორ უნდა იზრუნონ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ახალი კლიმატის პირობებში.

(GeoHealth, https://doi.org/10.1029/2021GH000454, 2021)

– საიმა სიდიკი, სამეცნიერო მწერალი

 

სტატიაზე მუშაობდა : ანა ქავთარაძე და ანა ახალაძე

წყარო : eos.org


წინა პოსტი
საკვების ხარისხის პრობლემების ფონზე, SABS ხაზს უსვამს სურსათის უვნებლობაზე ტრენინგსა და სერტიფიცირების სერვისებს
შემდეგი პოსტი
საკვები პროდუქტების ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალი სატესტო სისტემა გამოიგონეს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,