GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

საკვების ხარისხის პრობლემების ფონზე, SABS ხაზს უსვამს სურსათის უვნებლობაზე ტრენინგსა და სერტიფიცირების სერვისებს

Homepage მსოფლიო საკვების ხარისხის პრობლემების ფონზე, SABS ხაზს უსვამს სურსათის უვნებლობაზე ტრენინგსა და სერტიფიცირების სერვისებს
მსოფლიო

საკვების ხარისხის პრობლემების ფონზე, SABS ხაზს უსვამს სურსათის უვნებლობაზე ტრენინგსა და სერტიფიცირების სერვისებს

თებერვალი 5, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
177 ნახვა
  • სურსათის უვნებლობის მართვის ყოვლისმომცველი სისტემის არსებობა, როგორიცაა FSSC 22000, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალის ტრენინგს იმ რისკების აღმოსაჩენისთვის და მართვისთვის, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს საკვების უსაფრთხოებას
  • “…ჩვენი ლაბორატორიების კომპლექტს შეუძლია განსაზღვროს ინგრედიენტების კვებითი პროცენტი, ასევე პესტიციდები და ქიმიკატები, ბაქტერიები, მიკრობები, სოკოები და ნებისმიერი სხვა ნივთიერება, რომლებიც შეიძლება იყოს სასარგებლო ან საზიანო მომხმარებლებისთვის.”
  • კვების ჯაჭვში ჩართული ყველა ორგანიზაცია უნდა იცნობდეს ამ სტანდარტის მოთხოვნებს ტრენინგის მეშვეობით და უზრუნველყოს სურსათის წარმოებისა და პროდუქტების სერტიფიცირება

 

ლისტერიოზის, ჟონვადი ქილების, ვადაგასული თხილისა და ხილის შესახებ ბოლოდროინდელი საკითხები ცხადყოფს, რომ სურსათის მწარმოებლები, დისტრიბუტორები, საცალო გამყოდველები და ყველა ორგანიზაცია, რომელიც ჩართულია მიწოდების ჯაჭვის მართვაში უნდა იყოს დატრენინგებული და სერტიფიცირებული საკვების უსაფრთხოების სისტემაში, ამბობს სამხრეთ აფრიკის სტანდარტების ბიუროს (SABS) სტანდარტების განყოფილების ხელმძღვანელი, ექიმი სადჰვირ ბისონი.

„საკვების ღირებულების ჯაჭვში არის გარკვეული პროცესები, რომლებიც უნდა გაკონტროლდეს, ისეთი გამოწვევების მიუხედავად, როგორიცაა, ელექტროენერგიის ხანგრძლივი გათიშვის ეპიზოდები, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მაცივარსა და საკვების ხარისხს; საკვების საწყობები, სადაც შეიძლება შეიპარონ მღრღნელები ან მოხდეს ქიმიური გაჟოვნა; საცალო მოვაჭრეები, რომლებიც ვერ ახერხებენ ვადაგასული პროდუქტების თაროებიდან ჩამოღებას; ან პროდუქტის ტრანსპორტირების შეფერხება“, – აღნიშნავს ის.

მილიონობით საკვები პროდუქტის, მათი წარმოების, დისტრიბუციის, მათი დამუშავებისა და პროცესების მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით, აუცილებელია სურსათის უვნებლობის მართვის ყოვლისმომცველი სისტემა საბოლოო მომხმარებლებისთვის უსაფრთხოების და ხარისხის უზრუნველსაყოფად, აღნიშნავს ის.

 

SABS გთავაზობთ სურსათის უვნებლობის სისტემის სერტიფიცირების (FSSC) 22000 სერვისს საკვებისა და საკვები პროდუქტების ტრენინგში, ტესტირებასა და სერტიფიცირებაში.

„სურსათის უვნებლობის მართვის ყოვლისმომცველი სისტემის არსებობა, როგორიცაა FSSC 22000, უზრუნველყოფს პერსონალის ტრენინგს იმ რისკების აღმოსაჩენისთვის და მართვისთვის, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს საკვების უსაფრთხოებას. SABS სასწავლო აკადემია არის Foundation FSSC-ის ლიცენზირებული სასწავლო პარტნიორი.

SABS რეკომენდაციას უწევს FSSC 22000 V5.1-ს, რომ დამკვიდრდეს ყველა ორგანიზაციაში, რომელიც ეხება საკვებსა და საკვებ პროდუქტებს. FSSC სერთიფიკატი არის სურსათის, საკვების და შეფუთვის უსაფრთხოების სრული სერტიფიცირების სქემა სურსათის უვნებლობის სისტემების აუდიტისა და მენეჯმენტისთვის“, – ამბობს ბისონი.

FSSC 22000 V5.1 სქემა მოიცავს სამ კომპონენტს, კერძოდ, საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციაზე დაფუძნებულ მართვის სისტემის დანერგვას (ISO 22000:2018), ისევე როგორც პროგრამის შესაბამის წინა რეკვიზიტებს და FSSC-ის დამატებით მოთხოვნებს.

სერტიფიცირების სქემა აკრედიტებულია ISO 17021-1 შესაბამისობის შეფასების სტანდარტისა და FSSC 22000 სქემის მოთხოვნების მიხედვით.

“ეს საშუალებას აძლევს სურსათის მწარმოებლებს გამოიყენონ FSSC 22000 სტანდარტი, რათა დააკმაყოფილონ რამდენიმე გლობალური საცალო ვაჭრობის ან ძირითადი ბრენდირებული საკვები კომპანიის მოთხოვნები ერთი, საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის ქვეშ,” – ხაზს უსვამს ბისონი.

გარდა ამისა, სურსათის მწარმოებლები, რომლებიც უკვე სერტიფიცირებულნი არიან ISO 22000-ის მიხედვით, მოითხოვენ მხოლოდ გადახედვას და შესაბამისობის მექანიზმების დანერგვას FSSC-ის დამატებითი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად FSSC 22000 სტანდარტზე გადასვლისთვის.

FSSC 22000 ასევე შეიძლება გამოიყენონ ნებისმიერი ზომის ან სირთულის ორგანიზაციებზე საკვების წარმოებაში, – ამბობს ის.

“SABS-ს აქვს საკვები პროდუქტების ტესტირებისა და სერტიფიცირების შესაძლებლობა. ჩვენი ლაბორატორიების კომპლექტს შეუძლია განსაზღვროს ინგრედიენტების კვებითი პროცენტი, ასევე პესტიციდები და ქიმიკატები, ბაქტერიები, მიკრობები, სოკოები და ნებისმიერი სხვა ნივთიერება, რომლებიც შეიძლება იყოს სასარგებლო ან საზიანო მომხმარებლებისთვის.”

ყოვლისმომცველი FSSC არის გლობალურად აღიარებული სურსათის უვნებლობის კონტროლის მექანიზმი, რომელიც აუცილებელია გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, ნდობის უზრუნველსაყოფად და სამომხმარებლო საქონლის ინდუსტრიაზე ზემოქმედებისთვის. კვების ჯაჭვში ჩართული ყველა ორგანიზაცია უნდა იცნობდეს ამ სტანდარტის მოთხოვნებს ტრენინგის მეშვეობით და უზრუნველყოს სურსათის წარმოებისა და პროდუქტების სერტიფიცირება, -ამბობს ბისონი.

SABS არის ეროვნული სტანდარტების ორგანო და არ გააჩნია მარეგულირებელი უფლებამოსილება გამოაქვეყნოს FSSC 22000, ან რაიმე სხვა სტანდარტი, როგორც სავალდებულო მოთხოვნა. თუმცა, SABS მუშაობს საკვების პოლიტიკის შემქმნელებთან, მარეგულირებელებთან და ინდუსტრიის სხვა ორგანოებთან, იმისთვის, რომ დაადგინოს მოთხოვნები ან სტანდარტები პროდუქტებისა და პროცესებისთვის.

 

სტატიაზე მუშაობდა : შოთა ციმაკურიძე და ვალერი გელოვანი

წყარო : www.engineeringnews.co.za

ნახვები : 26 2 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ფორმალდეჰიდთან კონტაქტი დაკავშირებულია აზროვნების პრობლემებთან
შემდეგი პოსტი
ავსტრალიური ხანძრის შედეგად დაბინძურებული ჰაერის ზეგავლენა ჯანმრთელობაზე

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,