GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ფორმალდეჰიდთან კონტაქტი დაკავშირებულია აზროვნების პრობლემებთან

Homepage მსოფლიო ფორმალდეჰიდთან კონტაქტი დაკავშირებულია აზროვნების პრობლემებთან
მსოფლიო

ფორმალდეჰიდთან კონტაქტი დაკავშირებულია აზროვნების პრობლემებთან

თებერვალი 5, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
199 ნახვა

ახალი კვლევის თანახმად, სამუშაო სივრცეში ფორმალდეჰიდთან (მეთანალი) კონტაქტი იწვევს აზროვნების პრობლემებს შემდგომ ცხოვრებაში.

ფორმალდეჰიდი არის ძლიერი სუნის მქონე გაზი, რომელიც გამოიყენება ხის, ქიმიური ელემენტებისა და პლასტმასის წარმოებაში. სხვადასხვა პროფესიის ადამიანს ხშირად აქვს კონტაქტი ფორმალდეჰიდთან, მათ შორის არიან მედდები, მომვლელები, ფეიქრები, დურგლები და დამლაგებლები.

იმისთვის, რომ მეთანალის ჯანმრთელობაზე გავლენა გასაგები იყოს, საფრანგეთში ჩატარებულმა კვლევამ მოიცვა 74,322 ადამიანი, რომელთაგან 8%-ს აღმოაჩნდა, რომ სამუშაო სივრცეში ფორმალდეჰიდთან ჰქონდა კონტაქტი.

ზემოხსენებული ნივთიერების გავლენა შემდგომ ცხოვრებაზე  გამოითვლებოდა პიროვნებაზე პოტენციური საფრთხეების ზემოქმედების შეფასებით, ხოლო აზროვნების ხარისხი გამოთვლილი იყო სიტყვების გახსენების, გრძელვადიანი მეხსიერების, ყურადღების, მსჯელობისა და სხვა სააზროვნო უნარების, ჯამში შვიდი საერთო ტესტის გამოყენებით, თითოეული კატეგორიის შეფასებითა და საერთო აზროვნების ქულების შეჯამებით.

ასაკის, სქესის, განათლებისა და სხვა ფაქტორების დაზუსტების შემდეგ, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომლებიც სამსახურში ფორმალდეჰიდის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, საშუალოდ, 17%-ით უფრო მაღალი ალბათობა ჰქონდათ, გასჩენოდათ აზროვნებისა და მეხსიერების პრობლემები იმათთან შედარებით, ვისაც სამუშაო სივრცეში მეთანალთან კონტაქტი არ ჰქონია. ამის მსგავსი დასკვნა გამოიტანეს მკვლევრებმა აზროვნების კატეგორიის ფუნქციაში, რომელიც გამოსცადეს.

მაგალითად, ერთ-ერთი სააზროვნო ტესტი წარმოადგენდა სიმბოლოებისა და რიცხვების დაკავშირების სავარჯიშოს, გვერდის თავზე განლაგებული მინიშნების მიხედვით. ამ კვლევაში მაქსიმალური ქულა იყო 135. იმ ჯგუფის, რომელსაც არ ჰქონდა  ფორმალდეჰიდთან კონტაქტი, საშუალო ქულას წარმოადგენდა 66, ხოლო ჯგუფის, რომელსაც უწევდა ფორმალდეჰიდთან კონტაქტი – 63.

დასაქმებულებს, რომლებიც მუშაობდნენ ამ ნივთიერებასთან 22 ან მეტი წლის განმავლობაში, ჰქონდათ 21%-ით მეტი რისკი აზროვნების უნარების პრობლემების გაჩენისა, მათთან შედარებით, ვისაც მეთანალთან კონტაქტი არ ჰქონია.

,,ჩვენ ვიცით, რომ ფორმალდეჰიდის ზემოქმედება დაკავშირებულია ზოგიერთ სიმსივნესთან და ჩვენი შედეგები ამტკიცებს, რომ ამ ნივთიერების ნაკლები დოზით ზემოქმედება იწვევს შედარებით დაბალი დონის აზროვნების უნარის განვითარებას” – ამბობს კვლევის ავტორი ნოემი ლტელიე, მონპელიეს უნივერსიტეტის დოქტორი.

,,ადამიანები, რომელთა სამუშაო დაკავშირებულია ფორმალდეჰიდთან, შესაძლოა საჭიროებდნენ დამატებით სიფრთხილის ზომებს, ხოლო კომპანიებმა, სავარაუდოდ, უნდა იფიქრონ გზებზე, თუ როგორ შეამცირონ თანამშრომლების კონტაქტი ამ საშიშ ქიმიურ ელემენტთან.’’

„ფორმალდეჰიდის გამოყენება შემცირდა ბოლო რამდენიმე ათწლეულში, თუმცა ჩვენი შედეგები ცხადჰყოფს ფაქტს, რომ ჯერ კიდევ არიან ათასობით ადამიანები, რომელთა პროფესია აიძულებს მათ, ჰქონდეთ კონტაქტი მეთანალთან, რის გამოც მათ მომავალში აზროვნების უნარის პრობლემები ექნებათ“.

სტატიაზე მუშაობდა : ალექსანდრე ფიფია და ნატალი ბზიკაძე

წყარო : airqualitynews.com

ნახვები : 72 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ბაიდენის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივილევენ პოლარული დათვების ბინადრობის არეალში ნავთობის კაშხლების აგებისთვის
შემდეგი პოსტი
საკვების ხარისხის პრობლემების ფონზე, SABS ხაზს უსვამს სურსათის უვნებლობაზე ტრენინგსა და სერტიფიცირების სერვისებს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
  • NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
  • სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ორშაბათი, 25, სექ
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 25, სექ
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
ორშაბათი, 18, სექ
NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
ორშაბათი, 18, სექ
სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
სამშაბათი, 12, სექ
საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
სამშაბათი, 12, სექ
ათეულობით კომპანია, რომლებიც ამაყობს მწვანე სერტიფიკატით, ვერ აგვარებს ბიზნეს ფრენებისას არსებული გამონაბოლქვის პრობლემას

Welcome back,