GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ბაიდენის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივილევენ პოლარული დათვების ბინადრობის არეალში ნავთობის კაშხლების აგებისთვის

Homepage მსოფლიო ბაიდენის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივილევენ პოლარული დათვების ბინადრობის არეალში ნავთობის კაშხლების აგებისთვის
მსოფლიო

ბაიდენის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივილევენ პოლარული დათვების ბინადრობის არეალში ნავთობის კაშხლების აგებისთვის

თებერვალი 5, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
252 ნახვა
  • ბიომრავალფეროვნების ცენტრი ბაიდენის ადმინისტრაციას უჩივის და არქტიკაში ნავთობის მოპოვების პროექტის შეწყეტას მოითხოვს
  • პროექტი BLM-ის ფარგლებში იგეგმება მასშტაბური დაზვერვითი სამუშაოები ალასკაზე, რომელბსაც გზების გაყვანა და აეროდრომების მშენებლობა მოყვება ნავთობის კაშხლების აგებამდე და ჭაბურღილების გათხრამდე
  • გარემოს დამცველები გვაფრთხილებენ რომ ნავთობის მოპოვებით გამოწვეული ხმაური სამხრეთ ბოფორტის ზღვასთან მობინადრე თეთრი დათვების ისედაც შემცირებულ პოპულაციას სრული განადგურების საფრთხის წინაშე დააყენებს
  • აგრეთვე ნავთობის მოპოვება საგრძნობლად ზრდის სათბურის აირების გამოყოფას, რის შედეგადაც ყოველწლიურად არქტიკაში ზღვებზე ტონობით ყინულის საფარი დნება. თუ ეს პროცესი არ შევაჩერეთ 2040 წლისთვის არქტიკაში ყინული აღარ დარჩება

 

 

ამ კვირაში ბიოლოგიური მრავალფეროვნების ცენტრმა განაცხადა რომ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ აშშ-ს შინაგან საქმის სამინისტროსა და მიწის რესურსების მართვის ბიუროს (BLM) წინააღმდეგ. ამის მიზეზად ასახელებენ პოლარული დათვების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას დასავლეთ არკტიკაში ნავთობის მოპოვების პროექტის ფარგლებში. გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების შესახებ კანონის თანახმად ასეთი განცხადების გაკეთება სავალდებულოა ოფიციალური სასამართლო პროცესის დაწყებამდე 60 დღით ადრე.

ტრამპის ადმინისტრაციამ მის გადადგომამდე ცოტახნით ადრე დაამტკიცა პროექტი 88 Energy’s Peregrine Exploration Program. ეს 5 წელიწადზე გათვლილი პროგრამაა, რომელიც გულისხმობს დასავლეთ არქტიკაში მასშტაბური სამუშაოების ჩატარებას ნავთობისა და გაზის მოპოვების დაწყებამდე. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს „საავტომობილო მოძრაობისა და სხვა აქტივობების გაძლიერებას, რომელიც კაშხლების მშენებლობას უკავშირდება“. კომპანია ჯერკიდევ ელოდება ბაიდენის ადმინისტრაციის დასტურს ახალი ჭაბურღილების თხრის დაწყებამდე. ეროვნული ნავთობგადამუშავების კომპანიის ამ პროექტის ფარგლებში ალასკაში მდებარე ეროვნულ პარკში, მდ. კოლვილის გასწვრივ გაიყვანენ გზებს და ააგებენ აეროდრომებს. თვითმფრინავებისა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შექმნის ხმაურს, რაც გამანადგურებელი იქნება თეთრი პოლარული დათვების ბინადრობის ამ ბუნებრივი არეალისთვის.

„ყოველი ახალი ნავთობის ჭაბურღილი არქტიკაში კიდევ ერთი ნაბიჯია პოლარული დათვების სრული გადაშენებისკენ,“ განაცხადა თავის პრეს-რელიზში კრისტენ მონსელმა, ბიოლოგიური მრავალფეროვნების ცენტრის უფროსმა იურისტმა. „ბაიდენმა არქტიკაში ნავთობისა და გაზის მოპოვების პროექტები ნელ-ნელა უნდა გააჩეროს და არა გარემოს დაცვის საკვანძო კანონები დაარღვიოს. ამ მშვენიერ, მაგრამ საფრთხეში მყოფ ეკოსისტემაში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ნავთობის ჭაბუღილების გათხრა.“

თეთრი დათვების პოპულაცია სამხრეთ ბოფორტის ზღვის მიმდებარედ გადაშენების პირას დგას. დღესდღეობით იქ მხოლოდ 900 დათვი ბინადრობს. სამეცნიერო კვლევები ადასტურებენ რომ გარემოს სათბურის აირებით დაბინძურების წინააღმდეგ სასწრაფო ზომები უახლოეს მომავალში თუ არ მივიღეთ, თეთრი დათვები 100-50 წლის განმავლობაში საერთოდ ამოწყდებიან. გადაშენების საფრთხე ემუქრება როგორც თეთრი დათვების შემცირებულ პოპულაციას სამხრეთ ბოფორტის ზღვასთან, ასევე ამ მტაცებლების სხვა პოპულაციებსაც, აცხადებს ბიოლოგიური მრავალფეროვნების ცენტრის წარმომადგენელი.

ჭაბურღილების გათხრით გამოწვეულმა ძლიერმა ხმაურმა შეიძლება ისე შეაშინოს თეთრი დათვები რომ ისინი გამოკვების მიზნით ნადირობას შეწყვეტენ, ხოლო დედა-დათვები და ბელები შეიძლება ბუნაგებიდან გაიქცნენ.

„გეგმა „შავარდენის“ ფარგლებში ნებისმიერი დამატებითი სამუშაოების დაწყებამდე BLM-მა კონსულტაცია უნდა გაიაროს აშშ-ს ველური ბუნებისა და თევზეულის დაცვის სააგენტოსთან. ამ სამსახურმა უნდა გაანალიზოს ნავთობმომპოვებელი კომპანიის მიერ დაგეგმილი ქმედებები და შესაძლო საფრთხეები თეთრი დათვებისთვის და ველური ბუნებისათვის. მხოლოდ სააგენტოს ოფიციალური ნებართვის მიღების შემდეგ კომოანიას ექნება დაზვერვის დაწყების უფლება, რომელიც ჭაბურღილების თხრას წინ უსწრებს,“ – ნათქვამია The Hill-ის განცხადებაში. „თუ აშშ-ს ველური ბუნებისა და თევზეულის რესურსების დაცვის სააგენტო ასეთ ნებართვას არ გასცემს, ნებისმიერი სამუშაოები სასტიკი კანონდარღვევა იქნება და თეთრი დათვები დაუცველები დარჩებიან.“

დიდი რაოდენობით სათბურის აირების გამოყიფამ ნავთობის მოპოვების არქტიკული პროექტის განხორციელებისას აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს ზღვაზე ყინულის საფარის დნობა, რაც კიდევ უფრო კარდინალურად შეცვლის თეთრი დათვების ბინადრობის არეალს, აცხადებს The Hill-სი. უახლეს კვლევაში, რომელსაც ციტირებენ ზემოხსენებულ განცხადებაში, ნათქვამია რომ სათბურის აირების ყოველი მეტრული ტონა სექტემბერში ზღვებში სამი კვადრატული მეტრი არქტიკული ყინულის დნობას იწვევს. რადგან სათბურის აირების გამოყოფა ყოველწლიურად იზრდება, 2040 წლის ზაფხულისთვის არქტიკაში ყინული მთლიანად დადნება.

„თეთრი დათვები არ უნდა დაზარალდნენ ხმაურიანი და მავნებელი სანავთობო მრეწველობისგან. ამ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მასშტაბების გაზრდა კლიმატურ კრიზისს კიდევ უფრო გაამძაფრებს. არქტიკაში ნავთობის მოპოვება უნდა შეწყდეს,“ განაცხადა მონსელმა პრეს-რელიზში.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი

წყარო : www.ecowatch.com

ნახვები : 81 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
იტალია მხარს უჭერს ბეწვის მეურნეობის აკრძალვას და წაულის მეურნეობის დახურვას
შემდეგი პოსტი
ფორმალდეჰიდთან კონტაქტი დაკავშირებულია აზროვნების პრობლემებთან

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
  • NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
  • სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ორშაბათი, 25, სექ
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 25, სექ
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
ორშაბათი, 18, სექ
NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
ორშაბათი, 18, სექ
სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
სამშაბათი, 12, სექ
საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
სამშაბათი, 12, სექ
ათეულობით კომპანია, რომლებიც ამაყობს მწვანე სერტიფიკატით, ვერ აგვარებს ბიზნეს ფრენებისას არსებული გამონაბოლქვის პრობლემას

Welcome back,