GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

იტალია მხარს უჭერს ბეწვის მეურნეობის აკრძალვას და წაულის მეურნეობის დახურვას

Homepage მსოფლიო იტალია მხარს უჭერს ბეწვის მეურნეობის აკრძალვას და წაულის მეურნეობის დახურვას
მსოფლიო

იტალია მხარს უჭერს ბეწვის მეურნეობის აკრძალვას და წაულის მეურნეობის დახურვას

თებერვალი 3, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
311 ნახვა

იტალიის სენატმა მხარი დაუჭირა ბიუჯეტის კანონში ცვლილებას, რომლის თანახმადაც ექვს თვეში დაიხურება იტალიაში დარჩენილი ათი ბეწვეულის მაწარმოებელი ფერმა და ბეწვეულის წარმოება შეწყდება მთელს ქვეყანაში.

პარლამენტის მიერ  ამ რეზოლუციის დამტკიცევის შემდეგ ,იტალია გახდება მე- 16 ქვეყანა ,რომელიც აკრძალავს ბეწვეულის მეურნეობებს.

იტალიის ცხოველთა უფლებების საპარლამეტო ჯგუფის პრეზიდენტის განცხადებით ,ეს არის უდიდესი მიღწევა, რომელიც ახარებს ყველა ცხოველის მოყვარულ ადამიანს .

 

ბეწვი მოდის სამყაროს ნელ-ნელა ტოვებს.

”არსებობს ძალიან მკაფიო ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და, რა თქმა უნდა, ცხოველთა კეთილდღეობის მიზეზები ბეწვის მეურნეობების დახურვისა და აკრძალვისთვის,” – თქვა, იტალიაში „Humane Society International“-ის დირექტორმა მარტინა პლუდამ, „დღევანდელი კენჭისყრა აღიარებს, რომ გარეული ცხოველების მასობრივი გამრავლება ბეწვის მოდისთვის წარმოადგენს რისკს როგორც ცხოველებისთვის, ასევე ადამიანებისთვის, რაც არ შეიძლება გამართლდეს იმ მცირე ეკონომიკური მოგებით, რომელსაც ამ საშინელ ინდუსტრიაში ჩართული ადამიანების მცირე რიცხვი იღებს“ .

გადაწყვეტილება მიიღეს „Humane Society International/Europe“-თან მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც სთავაზობდა სტრატეგიბეს თავისი ანგარიშიდან, „Mink breeding in Italy: Mapping and future perspectoves“, ბეწვის ფერმების დახურვისა და მათი ჰუმანურ და მდგრად ბიზნესად გადაქცევისათვის. პარლამენტის მიერ რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ, იტალია გახდება ევროპის მე-16 ქვეყანა, რომელიც აკრძალავს ბეწვის მეურნეობას.

შესწორება მოითხოვს, რომ იტალიაში ბეწვის ყველა ფერმა დაიხუროს 2022 წლის 30 ივნისამდე. ის ასევე დაუყოვნებლივ კრძალვას წაულის, მელას, ენოტი ძაღლებისა და ჩინჩილაების გამოყვანას. გარდამავალი პროცესის შემსუბუქების მიზნით, ბეწვის ფერმერებს 2022 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო 3 მილიონ ევროს გადაუხდის, იტყობინება „VegNews“.

ბეწვი მოდის სამყაროს ნელ-ნელა ტოვებს. მსხვილმა ბრენდებმა, როგორიცაა: გუჩი, პრადა, ვალენტინო და ვერსაჩე, კრძალავენ ბეწვის გამოყენებას მათ კოლექციებში, ხოლო მსხვილი საცალო ვაჭრებიი, როგორიცაა: „Saks Fifth Avenue“ და „Macy’s“ აღარ ყიდიან მას.

„იმდენი დიზაინერი, საცალო გამყიდველი და მომხმარებელია ბეწვისგან თავისუფალი, რომ ბეწვის ფერმების გარდაქმნა ადამიანებს სთავაზობს მდგრად მომავალს, რომელსაც ბეწვის ვაჭრობა უბრალოდ ვერ უზრუნველყოფს“, – თქვა პლუდამ, იტყობინება „VegNews“.

ბეწვის მეურნეობა ასევე წარმოადგენს COVID-19-ის რისკებს, ეს ჩანს იქიდან, რომ ევროპის ბევრმა წაულის ფერმამ აღმოაჩინა ვირუსი პანდემიის დასაწყისში. COVID-19-ის შემთხვევა დაფიქსირდა 465 წაულასის ბეწვის ფერმაში 12 ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში, აშშ-სა და კანადაში.

„Greek Reporter“ _ ი  წერს; _„ცხოველთა უფლებების დაცვის ოცდაათი წლის განმავლობაში ეს საუკეთესო გამარჯვებაა. ძლივს, პარლამენტი მხარს უჭერს ენითაღუწერელი წამების დასასრულს,” – აღნიშნა ჰონმ მიქელა ვიტორია ბრამბილმა, ცხოველთა უფლებების საპარლამენტო ჯგუფის პრეზიდენტმა იტალიაში,

„ ეს არის დიდი მიღწევა , რომელიც საბოლოოდ ახარებს ყველას , ვისაც უყვარს და ვინც პატივს ცემს ცხოველებს“ _ ასევე ბრამბილმა განაცხადა    “VegNews”_ თან ინტერვიუშიც .

 

სტატიაზე მუშაობდა : ქეთო გობრონიძე და ანა ახალაძე

წყარო : www.ecowatch.com

ნახვები : 801 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
მოხალისეები კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული დეზინფორმაციისგან ვიკიპედიის დასაცავად მუშაობენ
შემდეგი პოსტი
ბაიდენის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივილევენ პოლარული დათვების ბინადრობის არეალში ნავთობის კაშხლების აგებისთვის

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
  • NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
  • სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ორშაბათი, 25, სექ
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 25, სექ
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
ორშაბათი, 18, სექ
NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
ორშაბათი, 18, სექ
სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
სამშაბათი, 12, სექ
საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
სამშაბათი, 12, სექ
ათეულობით კომპანია, რომლებიც ამაყობს მწვანე სერტიფიკატით, ვერ აგვარებს ბიზნეს ფრენებისას არსებული გამონაბოლქვის პრობლემას

Welcome back,