GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

მოხალისეები კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული დეზინფორმაციისგან ვიკიპედიის დასაცავად მუშაობენ

Homepage მსოფლიო მოხალისეები კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული დეზინფორმაციისგან ვიკიპედიის დასაცავად მუშაობენ
მსოფლიო

მოხალისეები კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული დეზინფორმაციისგან ვიკიპედიის დასაცავად მუშაობენ

თებერვალი 3, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
174 ნახვა
  • როგორც მომხმარებლის მიერ გენერირებული წყარო, ვიკიპედიის სტატიების რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
  • ინგლისურენოვან ვიკიპედიას ყოველთვიურად 9 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს, რაც შესაძლებლობას ქმნის კლიმატური ცვლილებების უარმყოფელებისთვის, დაწერონ სიცრუე
  • მოხალისეები გულმოდგინედ მუშაობენ ვიკიპედიის პლატფორმაზე დეზინფორმაციის გავრცელების შესაჩერებლად.

 

თუ ოდესმე დაგიწერიათ მოხსენება სკოლისთვის, თქვენთვის, ალბათ, აქვთ ნათქვამი, რომ ვიკიპედია, როგორც სანდო წყარო, არ გამოგეყენებინათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვებსაიტი ინფორმაციის უდიდესი წყაროა, თავად ვიკიპედია აღნიშნავს, რომ ის არ არის სანდო, რადგან სტატიები მომხმარებლების მიერ არის დაწერილი. ეს ნიშნავს, რომ თითქმის ყველას შეუძლია დაწეროს სიცრუე, ეს კი გაგრძელდება მანამდე, სანამ მოხალისე რედაქტორი არ შესწორებს შეცდომებს. სწორედ ამიტომ მოხალისეთა გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ ე.წ. ,,კლიმატური ცვლილებების უარმყოფელები” ვიკიპედიას ჩამოაშორონ.

ინგლისურენოვან ვიკიპედიას ყოველთვიურად 9 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს, რაც შესაძლებლობას ქმნის კლიმატური ცვლილებების უარმყოფელებისთვის, დაწერონ სიცრუე და მკითხველებს ეს ინფორმაცია სიმართლის სახით მიაწოდონ.

ბევრი პრობლემური კომენტარი დაწერილა კლიმატთან დაკავშირებულ ვებგვერდებზე. BBC-ის თანახმად, ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ კლიმატის მეცნიერები ერთად მუშაობენ საიდუმლო, კომუნისტურ ორგანიზაციაში, კიდევ ერთმა მომხმარებელმა კი კლიმატის ცვლილების შესახებ გაკეთებული გვერდი გადააქცია ჰიპერბმულად, რომელიც თაღლითურ ვებსაიტზე გადადის.

მოხალისეები, მათ შორის დევიდ ტეტა, აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი 30-წლიანი სტაჟით, გულმოდგინედ მუშაობენ ვიკიპედიის პლატფორმაზე დეზინფორმაციის გავრცელების შესაჩერებლად. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს ჯერ კიდევ შეუძლიათ სიცრუის გამოქვეყნება, ტეტა ამბობს, რომ რედაქტორები, როგორც წესი, ამ შეცდომებს რამდენიმე წუთში ან ერთ საათში პოულობენ. თავად ტეტა ძალიან დიდ დროს უთმობს ამ საქმიანობას.

,,მე ვუგზავნი [უარმყოფელებს] შეტყობინებას მათ პირად გვერდზე ვიკიპედიაში, სადაც ვწერ, რომ ეს არის ვანდალიზმი და ამას შეიძლება მოჰყვეს შედეგები,” – განუცხადა ტეტამ BBC-ს. ,,ზოგჯერ ამ ადამიანებს აგდებენ ვიკიპედიიდან”.

მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის უარმყოფელები დროდადრო შედიან ვიკიპედიაზე, არის ბევრი რედაქტორი, რომლებიც ენერგიასა და დროს არ იშურებენ კლიმატის ცვლილების შესახებ საფუძვლიანი, კარგად გამოკვლეული სტატიების დასაწერად. ვიკიპედიას ასევე აქვს მოთხოვნა, რომ ნაწერს თან ახლდეს სანდო წყაროები, რაც რედაქტორებს უადვილებს უზუსტობების სწრაფად აღმოჩენასა და აღმოფხვრას.

„ვიკიპედია არასასიამოვნო ადგილია მათთვის, ვისაც მეცნიერების საწინააღმდეგო თვალსაზრისის პოპულარიზაცია სურთ“, – ამბობს მოხალისე რედაქტორი სუ-ლეინ ბროდსკი. „ბევრად ადვილია, დარეგისტრირდე სოციალური მედიის პლატფორმებზე, სადაც შეგიძლია თქვა, რაც გინდა და არ დაგეკისროს ამისთვის პასუხისმგებლობა“.

ალექს სტინსონი, ფონდ Wikimedia-დან, აღნიშნავს, რომ ცრუ ფაქტების დაახლოებით 97 პროცენტს სწრაფად პოულობენ. გარდა იმ მოხალისეთა დიდი რაოდენობისა, რომლებიც მუშაობენ ვებსაიტზე, ვიკიპედიის სტატიებს ასევე ამოწმებს ავტომატიზირებული ბოტები, რომლებიც დაპროგრამირებულია დეზინფორმაციის თავიდან ასაცილებლად. ზოგიერთ ხშირად მონახულებად გვერდზე, მაგალითად, კლიმატური ცვლილებების სტატიების გვერდზე, მომხმარებელი ვერ დაარედაქტირებს ნაწერს, თუ ვიკიპედიის რედაქტორობის ხანგრძლივი გამოცდილება არ აქვს.

ნელ-ნელა ვიკიპედია აძლიერებს დაცვას, რომ საიტზე, შეძლებისდაგვარად, ზუსტი ინფორმაცია მოიპოვებოდეს. მაგრამ მომხმარებლები მაინც ფრთხილად უნდა იყვნენ.

,,იქიდან გამომდინარე, რომ ვიკიპედიის სტატიების რედაქტირება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დროს, ზოგიერთი სტატია შეიძლება იყოს დეზინფორმაცია, წერის პროცესში მყოფი ან უბრალოდ ტყუილი“, – ნათქვამია თავად ვიკიპედიაში.

სტატიაზე მუშაობდა : თეონა ქავთარაძე და ნინი თოიძე

წყარო : www.ecowatch.com

ნახვები : 23 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
წყლის ხარისხის გამკაცრებულ სტანდარტებს ჩრდილოეთ ირლანდიის ვერცერთი მდინარე და ტბა ვეღარ დააკმაყოფილებს
შემდეგი პოსტი
იტალია მხარს უჭერს ბეწვის მეურნეობის აკრძალვას და წაულის მეურნეობის დახურვას

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,