GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

საკვები პროდუქტების ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალი სატესტო სისტემა გამოიგონეს

Homepage მსოფლიო საკვები პროდუქტების ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალი სატესტო სისტემა გამოიგონეს
მსოფლიო

საკვები პროდუქტების ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალი სატესტო სისტემა გამოიგონეს

თებერვალი 7, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
744 ნახვა
ნახვები : 39
  • კომპანია Thermo Scientific-მა განაცხადა რომ მისი ტექნოლოგია QuEChERS (Quick, Easy, Cheap, Efficient, Rugged, Safe – სწრაფი, მარტივი, იაფი, ეფექტური, სანდო, უსაფრთხო) საკვებ პროდუქტებში ქიმიური ნარჩენების რაოდენობის დადგენის ზუსტ და სანდო მეთოდს წარმოადგენს.
  • ამ მეთოდით მოხდება საკვები პროდუქტებიდან, ვეტერინარული პრეპარატებიდან და სხვა მრავალი მასალიდან სუფთა სინჯების მიღება ლაბორატორიული კვლევებისათვის.
  • მეთოდი უნივერსალურობითა და მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა.
  • ახალგაზრდა ანალიტიკოს ქიმიკოსთა ასოციაციამ 48 პრეპარატი შეიმუშავა, რომლებიც საცდელი მასალიდან მარილების განდევნას უზრუნველყოფენ, რათა მოხდეს სუფთა სინჯების მიღება სამომავლო ლაბორატორიული კვლევებისთვის.
  • გერმანულ ლაბორატორიაში შემუშავებული პრეპარატები და მეთოდოლოგია ყველა კერძო თუ სახელმწიფო ლაბორატორიებისთვის გახდება ხელმისაწვდომი, რომლებსაც შეეძლებათ გამოიყენონ ზუსტი და სანდო პრეპარატები და უახლესი მეთოდები კვების პროდუქტების უსაფრთხოების დასადგენად.

 

გერმანიის ქ. ლანგერვეჰეში მდებარე ლაბორატორიის წარმომადგენლებმა განაცხადეს რომ ყველა კერძო თუ სახელმწიფო ლაბორატორიას, რომელიც კვების პროდუქტების ანალიზს აკეთებს, მათი უსაფრთხოების დადგენის მიზნით აწი შეუძლია ისარგებლოს მათ მიერ შემუშავებული მყარფაზოვანი ექსტრაციის მეთოდით (SPE). ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს კვების პროდუქტების უსაფრთხოების დადგენას ევროპისა და აზიის ნორმატივების შესაბამისად.

Thermo Scientific-ის მიერ შემუშავებული QuEChERS-ის მეთოდი უზრუნველყოფს საცდელი მასალის მიღების მარტივ პროცესს, რომლის დროსაც მოხდება საცდელი მასალიდან პესტიციდების ნარჩენების ექსტრაქცია, რათა უფრო სუფთა საცდელი სინჯების მიღება მოხდეს სრული ქრონომატოგრაფული ანალიზისთვის. წინასწარ შემუშავებული მარილების აბსორბენტების ზუსტი რაოდენობის წყალობით საცდელი მასალიდან მარილების განდევნა მოხდება, რის შედეგადაც ლაბორატორიები სანდო და აღდგენად საკვლევ სინჯებს მიიღებენ, რათა დაადგინონ ნამდვილად შეესაბამება კვების პროდუქტები არსებულ ნორმებს, თუ არა. ახალგაზრდა ანალიტიკოს ქიმიკოსთა ასოციაციამ (AOAC) 48 ორიგინალური პრეპარატი და უახლესი საკვლევი მეთოდები შეიმუშავა. მომხმარებლებს შეუძლიათ მათი შეძენა მზა სინჯარებად და აქვთ ფართო არჩევანი. შესაბამისად შეუძლიათ ისეთი მეთოდი და პრეპარატები აირჩიონ, რომლებიც მათ მიზნებს ყველაზე უკეთ შეესაბამება.

„კვების პროდუქტების უსაფრთხოებისადმი მოთხოვნებს სულ უფრო და უდრო ამკაცრებენ. ახალი პრეპარატების ხაზი QuEChERS ლაბორატორიებს უზრუნველყოფს პრეპარატებით, რომლებსაც ისინი საცდელ მასალასთან სამუშაო პროცესში ადვილად გამოიყენებენ, რათა სანდო სინჯები მიიღონ და ზუსტი დასკვნები დადონ კვების პროდუქტების უსაფრთხოების თაობაზე“, განაცხადა კენ მედოუზმა, Thermo Fisher Scientific-ის გლობალურმა წარმოების მენეჯერმა.

Thermo Scientific-ის მიერ შემუშავებული QuEChERS-ის პრეპარატების ხაზი უნივერსალურობით გამოირჩევა, რისი წყალობითაც მისი გამოყენება სხვადასხვა სფეროში შეიძლება, მაგ.: კვების პროდუქტების უსაფრთხოების ანალიზისთვის საცდელი სინჯების მისაღებად, პესტიციდების ნარჩენების რაოდენობის დასადგენად საკვებში, ვეტერინარული პრეპარატების ანალიზისას, მიკო-ტოქსინების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით. საცდელი სინჯების ეფექტურ მომზადებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ანალიზის სანდო შედეგების მიღებისათვის. ამიტომაც სინჯების მიღება თხევადი მას-ქრომატოგრაფიის სპექტრული მეთოდით ხორციელდება.  QuEChERS ზრუნავს მომხმარებელთა ჯანმრთელობაზე და იცავს მათ ისეთი საკვები პროდუქტების მიღებისგან, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა მავნე ნივთიერებებს შეიცავდნენ.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი

წყარო : www.qualityassurancemag.com


წინა პოსტი
ავსტრალიური ხანძრის შედეგად დაბინძურებული ჰაერის ზეგავლენა ჯანმრთელობაზე
შემდეგი პოსტი
ჰაერის ცუდი ხარისხის გამო იუტას შტატში ადამიანების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2 წლით შემცირდა. ახალმა კანონპროექტმა შეიძლება ნათელი მოჰფინოს თუ რა ძვირად უჯდება ეკოლოგიური პრობლემები ადგილობრივ ხელისუფლებას

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,