GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ჰაერის ცუდი ხარისხის გამო იუტას შტატში ადამიანების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2 წლით შემცირდა. ახალმა კანონპროექტმა შეიძლება ნათელი მოჰფინოს თუ რა ძვირად უჯდება ეკოლოგიური პრობლემები ადგილობრივ ხელისუფლებას

Homepage მსოფლიო ჰაერის ცუდი ხარისხის გამო იუტას შტატში ადამიანების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2 წლით შემცირდა. ახალმა კანონპროექტმა შეიძლება ნათელი მოჰფინოს თუ რა ძვირად უჯდება ეკოლოგიური პრობლემები ადგილობრივ ხელისუფლებას
მსოფლიო

ჰაერის ცუდი ხარისხის გამო იუტას შტატში ადამიანების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2 წლით შემცირდა. ახალმა კანონპროექტმა შეიძლება ნათელი მოჰფინოს თუ რა ძვირად უჯდება ეკოლოგიური პრობლემები ადგილობრივ ხელისუფლებას

თებერვალი 9, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
193 ნახვა
  • იუტას შტატში ჰაერის დაბინძურებისგან ყოველწლიურად 2500-8000-დე ადამიანი იღუპება
  • რესპუბლიკელების წარმომადგენელმა ახალი კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც დაეხმარება კანონმდებლებს უკეთესი ეკოლოგიური პოლიტიკის გატარებაში
  • ახალი კანონის მიხედვით სამედიცინო ექსპერტებს იუტას შტატში უფლება ექნებათ გარდაცვალების მოწმობაში შეიტანონ პუნქტი რომ ადამიანის სიკვდილის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი დაბინძურებული ჰაერი იყო

 

ახალი კანონპროექტი ექიმებს უფლებას მისცემს ჩაწერონ გარდაცვალების მოწმობაში რომ სიკვდილის მიზეზი ჰაერის ცუდი ხარისხი იყო.

კვლევების შედეგად დაადგინეს რომ ჰაერის ცუდი ხარისხი ვესეტჩ ფრონთის გაყოლებაზე იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს საშუალოდ 2 წლით ამცირებს, თუმცა შტატ იუტას მმართველი წრეები არ აგროვებენ ინფორმაციას ცუდი ჰაერის მავნე ზემოქმედების შედეგად დაღუპულების რაოდენობაზე.

სიტუაცია შეიძლება უკეთესისკენ შეიცვალოს რესპუბლიკელთა წარმომადგენლის, სტივენ ჰენდი რ-ლეიტონის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის წყალობით. თუ კანონპროექტ HB109 -ს დაამტკიცებენ, სამედიცინო ექსპერტი შეძლებს გარდაცვალების მოწმობაში ჩაწერას ჰაერის დაბინძურების მავნე ზემოქმედების შესახებ „თუ ჩათვლის და არგუმენტირებულად დაამტკიცებს რომ სწორედ ჰაერის დაბინძურება იყო სიკვდილის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი.“

ჰენდიმ განაცხადა რომ გარდაცვალების მოწმობებიდან შეგროვებული ინფორმაცია დაეხმარება კანონმდებლებს უკეთესი სამომავლო კანონპროექტების შემუშავებაში.

რამდენი ხალხი იღუპება ჰაერის დაბინძურების გამო?

HB109-ის შთაგონების წყარო იყო კვლევა, რომელიც ბრიგან იანგის და იაუტას უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშსწორების თანახმად დაბინძურებული ჰაერი ყოველწლიურად 2500-8000-დე ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი ხდება იუტას შტატში.

ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთ შემაფერხებელ გარემოებად მეცნიერებმა დაასახელეს „უნდობლობა ჰაერის ხარისხის არსებული შეფასებებისადმი, არსებული კვლევების აქტუალურობისა და მათთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა.“

„თუ შესაბამისი ცნობები გვექნება გარდაცვალების მოწმობებში 5-8 წელიწადში მოვაგროვებთ საკმარის ინფორმაციას უკეთესი კანონპროექტების შემუშავებისთვის“- აცხადებს ჰენდი.

იმავე კვლევაში აგრეთვე ნახსენებია რომ დაბინძურებული ჰაერის მავნე ზემოქმედების შედეგად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 9.2 მილიონი ადამიანი იღუპება. 2020 წელს ლონდონის სასამართლოში დასრულდა პროცესი, რომელიც 2013 წელს გარდაცვლილი გოგონას სიკვდილის მიზეზებს იკვლევდა. ამ პროცესზე დაასკვნეს რომ ჰაერის დაბინძურებამ „მნიშვნელოვანი როლი ითამაშა“ ამ გოგონას გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებში. ჰენდის თქმით ეს ლონდონური სასამრთლო პროცესი კარგი მაგალითია იმისა, თუ რა მიზნებს ისახავს მის მიერ შემუშავებული კანონპროექტი.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი

წყარო : www.deseret.com

ნახვები : 32 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
საკვები პროდუქტების ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალი სატესტო სისტემა გამოიგონეს
შემდეგი პოსტი
პეკინმა პირველად დააკმაყოფილა ჰაერის ხარისხის ეროვნული სტანდარტები

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • #LivesCutShort კამპანია: ჯანმრთელობა უდრის სუფთა ჰაერს
  • რა ემართება ოსტინის გზების განაპირას დაყრილ ხის ტოტებს
  • საცობები, დაბინძურება, საგზაო ავარიები – შეუძლია თუ არა ტექნოლოგიას ურბანული ტრანსპორტის პრობლემების მოგვარება?
  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • #არაქვაჭრა – თბილისში ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების ექვსთვიანი მონიტორინგის შეჯამება
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
პარასკევი, 2, ივნ
#LivesCutShort კამპანია: ჯანმრთელობა უდრის სუფთა ჰაერს
ორშაბათი, 29, მაი
რა ემართება ოსტინის გზების განაპირას დაყრილ ხის ტოტებს
ორშაბათი, 29, მაი
საცობები, დაბინძურება, საგზაო ავარიები – შეუძლია თუ არა ტექნოლოგიას ურბანული ტრანსპორტის პრობლემების მოგვარება?
სამშაბათი, 16, მაი
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 15, მაი
#არაქვაჭრა – თბილისში ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების ექვსთვიანი მონიტორინგის შეჯამება
პარასკევი, 12, მაი
დუშეთში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა არაგვის სანიტარული დაცვის ზონების საკითხზე

Welcome back,