GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ათეულობით კომპანია, რომლებიც ამაყობს მწვანე სერტიფიკატით, ვერ აგვარებს ბიზნეს ფრენებისას არსებული გამონაბოლქვის პრობლემას

Homepage მსოფლიო ათეულობით კომპანია, რომლებიც ამაყობს მწვანე სერტიფიკატით, ვერ აგვარებს ბიზნეს ფრენებისას არსებული გამონაბოლქვის პრობლემას
მსოფლიო

ათეულობით კომპანია, რომლებიც ამაყობს მწვანე სერტიფიკატით, ვერ აგვარებს ბიზნეს ფრენებისას არსებული გამონაბოლქვის პრობლემას

სექტემბერი 12, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
570 ნახვა
ნახვები : 98
  • გლობალური კომპანიების 85%-ს არ აქვს შემუშავებული კორპორატიული ფრენების გამონაბოლქვის შემცირების გეგმა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი თავს ეკოლოგიურად პასუხისმგებლად მიიჩნევს.
  • Travel Smart-ის ანგარიშმა გამოავლინა, რომ ემისიების შემცირების მიზნით პირველ ათეულში მოხვედრილი ყველა კომპანია ევროპულია.
  • ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპანიების უმეტესობა (76%) აფიქსირებს ბიზნეს მგზავრობების ემისიებს, თუმცა მათ შესამცირებლად არანაირ ვალდებულებას არ იღებს.

 

Transport & Environment-ის მიერ გამოქვეყნებული Travel Smart-ის უახლესი რეიტინგი აჩვენებს, რომ მსოფლიოს ასობით უმსხვილეს კომპანიას არ აქვს განსაზღვრული გონივრული სამიზნეები მათი ბიზნეს ფრენებისას გარემოზე მავნე გავლენის შესამცირებლად.

Travel Smart გლობალური კამპანიაა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ  2025 წლისთვის, ან უფრო ადრე, კომპანიების მიერ ბიზნეს ფრენების ემისიები განახევრდეს კოვიდამდე არსებულ დონესთან შედარებით.

მთავარი დასკვნა ისაა, რომ გლობალური კომპანიების 85%-ს არ აქვს შემუშავებული კორპორატიული ფრენების გამონაბოლქვის შემცირების გეგმა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი თავს ეკოლოგიურად პასუხისმგებლად მიიჩნევს.

ანგარიშში განხილულია 322 უმსხვილესი ფირმა აშშ-ში, ევროპასა და ინდოეთში, რომლებსაც ქულები მიანიჭეს (ან დააკლეს)  ათ ინდიკატორზე დაყრდნობით. მაგალითად, ინდიკატორი „ვალდებულება“ გულისხმობს კომპანიისთვის 1.5 ქულის მინიჭებას იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას დაწესებული აქვს ემისიების შემცირების სამიზნე ნიშნული კონკრეტულად საჰაერო მგზავრობებთან მიმართებით,  1 ქულა – თუ ნიშნული დადგენილია ზოგადად საქმიანი მგზავრობებისთვის, 0.5 ქულა – თუ სამიზნე ფართო კორპორატიული მგზავრობებია და 0 ქულა – სამიზნის არარსებობის შემთხვევაში.

საუკეთესო ათეულში მოხვედრილი ყველა კომპანია ევროპულია, რომლის სათავეში დგას ჰოლანდიური კომპანია ABN Amro. Volkswagen, KPMG და Johnson & Johnson არიან ყველაზე ცუდი კომპანიები ემისიების თვალსაზრისით, რომელთაგან არცერთს არ აქვს მათი შემცირების მიზანი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპანიების უმეტესობა (76%) აფიქსირებს ბიზნეს მგზავრობების ემისიებს, თუმცა მათ შესამცირებლად არანაირ ვალდებულებას არ იღებს.  ამავდროულად გამოიკვეთა 40 კომპანია, რომლებიც ლიდერობს კორპორატიულ ფრენებთან დაკავშირებული ყველა სახის სათბურის გაზების ემისიების შესახებ ინფორმაციის მოწოდების მიმართულებით.

ასევე გამოვლინდა, რომ თუ ათი ყველაზე დამაბინძურებელი კომპანია შეამცირებს ემისიებს 50%-ით, ეს იქნება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც მიგვაახლოებს 2025 წლისთვის კორპორატიული საჰაერო მგზავრობების ემისიების  50% შემცირების გლობალურ სამიზნე ნიშნულთან.

Transport & Environment-ის კორპორატიული მგზავრობის მენეჯერმა, დენიზ ოკლერმა, განაცხადა: ”კორპორაციები თვალს ხუჭავენ იმ ზიანზე, რომელსაც იწვევს სამუშაო მიზნით შესრულებული ფრენები. კომპანიების უმეტესობა პრაქტიკულად არანაირ ზომებს არ იღებს ბიზნეს ფრენებთან დაკავშირებით, რის გამოც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში აზრსმოკლებულია სხვა ტიპის მგზავრობებთან მიმართებით სამიზნეების არსებობა. მხოლოდ რამდენიმე ლიდერი კომპანია მოქმედებს მეცნიერებასთან შეთანხმებულად, და აწარმოებს ანგარიშს არა-CO2 ემისიების შესახებ, რაც ავიაციის კლიმატზე  სრული ზემოქმედების  აისბერგის დამალული ნაწილია.“

 

სტატიაზე მუშაობდა : თაკო ოზბეტელაშვილი და მარიამ ტატუაშვილი

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
აშშ-ს უსაფრთხოების კომისიის ინფორმაციის მოთხოვნის წესები ბუნებრივი აირის გაზქურის უსაფრთხოების შესახებ
შემდეგი პოსტი
საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
  • ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს

Welcome back,