GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ანტარქტიდის ნაპირებთან 150-მდე ფინვალი შენიშნეს

Homepage მსოფლიო ანტარქტიდის ნაპირებთან 150-მდე ფინვალი შენიშნეს
მსოფლიო

ანტარქტიდის ნაპირებთან 150-მდე ფინვალი შენიშნეს

აგვისტო 31, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
551 ნახვა
ნახვები : 50
  • 1982 წელს საერთაშორისო ვეშაპნადირობის კომისიამ ხმა მისცა კომერციული ვეშაპნადირობის მრეწველობის აკრძალვას
  • ვეშაპნადირობამ რამდენიმე სახეობა გადაშენების ზღვრამდე მიიყვანა
  • მეოცე საუკუნეში ფინვალები (ქაშაყისებური ვეშაპი) შეამცირეს 1-2%-მდე. საუბარია რამდენიმე ათას ცხოველზე, რომელიც მთელ სამხრეთ ნახევარსფეროში დარჩა

1982 წელს საერთაშორისო ვეშაპნადირობის კომისიამ ხმა მისცა კომერციული ვეშაპნადირობის მრეწველობის აკრძალვას. ვეშაპნადირობამ რამდენიმე სახეობა გადაშენების ზღვრამდე მიიყვანა.

“Scientific Reports”-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევა აჩვენებს, თუ რა შედეგი გამოიღო ამ გადაწყვეტილებამ. კვლევა ცხადყოფს პირველ მეცნიერულად დადასტურებულ დოკუმენტირებულ დაკვირვებას ფინვალთა (ვეშაპის სახეობა) მასობრივ კვებაზე სპილოს კუნძულის სიახლოვეს, ანტარქტიდაზე.

ფინვალები – სიდიდით მეორე ვეშაპი პლანეტაზე – სამხრეთ ოკეანეში ოდესღაც მრავლად იყვნენ. 1892 წელს ნატურალისტმა უილიამ სპეირს ბრიუსმა დაწერა მის მიერ ანტარქტიდაზე ექსპედიციისას ნანახზე: “ვეშაპების ზურგები და წყლის ამოხეთქვა გემთან ახლო ინტერვალებით ჩანდა”. თუმცა, მსგავსი სანახაობები წარსულს ჩაბარდა, მას შემდეგ რაც მეოცე საუკუნეში ვეშაპებზე მასობრივი კომერციული ნადირობები დაიწყო, რამაც ამ სახეობის ვეშაპების პოპულაცია გაანადგურა.

“ისინი შეამცირეს 1-2%-მდე. ჩვენ გვაქვს საუბარი რამდენიმე ათას ცხოველზე, რომელიც მთელ სამხრეთ ნახევარსფეროში დარჩა”. თუმცა ახლა ვეშაპები ბრუნდებიან. ჰერმა და მისმა კველივთმა ჯგუფმა ანტარქტიდაზე 2018-2019 წლებში ჩაატარა ორი ექსპედიცია და ფინვალის (ქაშაყისებური ვეშაპის) 100-ზე მეტ სხვადასხვა ჯგუფს დააკვირდა. 100 შემთხვევაში ჯგუფი ერთიდან ოთხ ვეშაპამდე შედგებოდა, ხოლო მკვლევრებმა 8-ჯერ დააფიქსირეს შემთხვევა, როცა ასეთ ჯგუფში ვეშაპების რაოდენობა 150-ს აღემატებოდა.

“აქამდე არასდროს მინახავს ამდენი ვეშაპი ერთ ადგილას და ეს გასაოცარი სანახაობა იყო”, – განაცხადა კვლევის თანაავტორმა პროფესორმა, ბეტინა მეიერმა.

ვეშაპების თავმოყრა BBC-ის ველური ბუნების კინორეჟისორებმა დრონით დააფიქსირეს. “ირგვლივ წყალი დუღდა, რადგან ისინი ახლოს მოდიოდნენ”, – განუცხადა ჰერმა “The Guardian”-ს ვეშაპების კვების პროცესის შესახებ.

“მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრებმა არ იციან ფინვალების ზუსტი რაოდენობა ანტარქტიდაზე, დიდ თავმოყრაზე ხელახალი დაკვირვება კარგის ნიშანია”, – განაცხადა მეიერმა. “და ვეშაპების დაბრუნება კარგია არამხოლოდ სახეობებისთვის, არამედ ეკოსისტემისა და კლიმატისთვისაც. ეს იმიტომ ხდება, რომ როდესაც ვეშაპები იკვებებიან, ისინი გამოათავისუფლებენ რკინას, რომელიც კვლავ ოკეანეში ხვდება. ეს, თავის მხრივ, ხელს უწყობს ფიტოპლანქტონის ზრდას, რომელიც შთანთქავს ნახშირორჟანგს და ზღვის საკვები ქსელის საფუძველს წარმოადგენს”, – წერენ კვლევის ავტორები.

 

სტატიაზე მუშაობდა : ანუკი კვეკვესქირი

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
„ელას კანონს“ სუფთა ჰაერის უფლების კოდიფიკაციისთვის ბრიტანეთის პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ
შემდეგი პოსტი
სტრატეგია, რომელიც ფეხით სიარულისა და ველოსიპედის გამოყენების მისწრაფებას აძლიერებს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
  • ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს

Welcome back,