GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

სტრატეგია, რომელიც ფეხით სიარულისა და ველოსიპედის გამოყენების მისწრაფებას აძლიერებს

Homepage მსოფლიო სტრატეგია, რომელიც ფეხით სიარულისა და ველოსიპედის გამოყენების მისწრაფებას აძლიერებს
მსოფლიო

სტრატეგია, რომელიც ფეხით სიარულისა და ველოსიპედის გამოყენების მისწრაფებას აძლიერებს

აგვისტო 31, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
490 ნახვა
ნახვები : 42
  • დიდმა ბრიტანეთმა 2 მილიარდი ღირებულების დაფინანსება გამოყო ველოსიპედითა და ფეხით სიარულის სიხშირის გაზრდის მიზნით შექმნილი გეგმისთვის.
  • შეიქმნა ახალი ორგანო, Active Travel England (ATE), რომელიც დააწესებს სტანდარტებს აქტიური ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის, ჩაერთვება საზოგადოებასთან, ჩაატარებს ტრენინგებს და წაახალისებს ქცევის ცვლილებას.
  • ნაკლები ფიზიკური აქტივობით გამოწვეული მდგომარეობა NHS-ს უჯდება 1 მილიარდი ფუნტი, არაპირდაპირი ხარჯები კი, დაახლოებით, 8.2 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

 

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შეადგინა გეგმა ფეხით სიარულის, ველოსიპედისა და სხვა მსგავსი  ბორბლიანი ტრანსპორტის გამოყენების გასახშირებლად. ასე რომ, 2030 წლისთვის აქტიურმა მგზავრობამ შეიძლება დიდსა და პატარა ქალაქებში მოგზაურობის ნახევარი შეადგინოს.

2 მილიარდი ფუნტის ღირებულების დაფინანსება გამოიყო ამ მიზნის მისაღწევად ხუთი წლის განმავლობაში, 200 მილიონი ფუნტი გადაეცა ინგლისში აქტიური მოგზაურობის სქემებს, მათ შორის, 35 მილიონი ფუნტი ნაციონალური ველო-მოხმარების ქსელს.

პროგრამის ფარგლებში 400,000 ველოსიპედს შეკეთების ვაუჩერი გადაეცა  და იგეგმება მეტი ველოსიპედის მარშრუტის მიწოდება, ტროტუარების გაფართოება, გადასასვლელების გაუმჯობესება და უფრო მშვიდი ქუჩების შექმნა.

გარდა ამისა, შეიქმნა ახალი ორგანო, Active Travel England (ATE), რომელიც დააწესებს სტანდარტებს აქტიური ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის, ჩაერთვება საზოგადოებასთან, ჩაატარებს ტრენინგებს და წაახალისებს ქცევის ცვლილებას.

„ეს ყველაფერი ეხება ადამიანებს, რომ დატოვონ მანქანები სახლში და ისიამოვნონ ადგილობრივი მოგზაურობით ფეხით ან ველოსიპედით”,-  თქვა აქტიური მოგზაურობის კომისარმა, კრის ბორდმანმა, როდესაც გამოცხადდა ინვესტიცია აქტიური სამოგზაურო პროექტებისთვის. “Active Travel England” აპირებს დარწმუნდეს, რომ ველოსიპედისა და ფეხით სიარულის მაღალი ხარისხის სივრცეები იქნება ინგლისის ყველა კუთხეში, რაც შექმნის უკეთეს ქუჩებს, უფრო ბედნიერ სკოლას და უფრო ჯანსაღს, სასიამოვნოს გახდის სამსახურსა და მაღაზიებში სიარულს.”

ახლახან გამოქვეყნებული სტრატეგიის მიზანია ფეხითა და ველოსიპედით ქალაქებში მოგზაურობის სიხშირის გაზრდა 41%-დან (2018 წ.) 46%-მდე 2025 წლისთვის.

ასევე მიზნად ისახავს ველოსიპედით სიარულის აქტივობა გაორმაგდეს და გაიზარდოს დაწყებით სკოლაში ფეხით მოსიარულე ბავშვების პროცენტული მაჩვენებელი  49%-დან (2014 წ.) 55%-მდე 2025 წლისთვის.

აქტიური სამოგზაურო ინვესტიცია ეფუძნება თანასწორობის იმპულსის განსაზღვრას (EqlAs), რათა უზრუნველყოს ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით ადეკვატურად დააკმაყოფილებს სხვადასხვა საზოგადოებრივ გაერთიანებას.

ასევე დაგეგმილია ინვესტიციების ინტეგრირება უფრო ფართო სატრანსპორტო სისტემასა და გეგმებში ადგილობრივი ხელისუფლების წახალისებით, რათა აქტიურად ჩაერთოს სამოგზაურო ინფრასტრუქტურა პოლიტიკასა და დიზაინში.

დაფინანსება მოხმარდება სხვადასხვა სახის პროექტს, მათ შორის, ველოსიპედის ტარების ტრენინგებს, ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობებს, ქცევის ცვლილების გაცნობას, ელექტრო ველოსიპედების მხარდაჭერას.

აქტიურ სამოგზაურო პროგრამებს ასევე შეიძლება ჰქონდეს პოზიტიური გავლენა ჯანმრთელობაზე. შეფასებულია, რომ ნაკლები ფიზიკური აქტივობით გამოწვეული მდგომარეობა NHS-ს უჯდება 1 მილიარდი ფუნტი. არაპირდაპირი ხარჯები კი დაახლოებით 8.2 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

 

სტატიაზე მუშაობდა : თამთა კიკვაძე და გიგი ჭითანავა

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
ანტარქტიდის ნაპირებთან 150-მდე ფინვალი შენიშნეს
შემდეგი პოსტი
ლუიზიანას ცურვისთვის სახიფათო 10 სანაპირო , წყლის ცუდი ხარისხის გამო.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა
  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას

Welcome back,