GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ახალი კვლევის მიხედვით მიკროპლასტმასი ჰაერს აბინძურებს

Homepage შემეცნებითი ახალი კვლევის მიხედვით მიკროპლასტმასი ჰაერს აბინძურებს
შემეცნებითი

ახალი კვლევის მიხედვით მიკროპლასტმასი ჰაერს აბინძურებს

ივნისი 8, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
1040 ნახვა
ნახვები : 156

ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალ “Proceedings of the National Academy of Sciences”-ში გამოქვეყნდა, მიკროპლასტმასი ოკეანიდან ქარის მეშვეობით ხვდება ჰაერში და აბინძურებს მას.

Cornell-ის უნივერსიტეტის მკვლევრები დასავლეთ აშშ-ში 2017 წლის დეკემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე აგროვებდნენ მონაცემებს მიკროპლასტმასის შესახებ ჰაერში. მათ აღმოაჩინეს, რომ ამ დაბინძურების 84% საგზაო მტვრიდან ხვდებოდა ჰაერში, 11% ზღვიდან, ხოლო 5% –  სასოფლო-სამეურნეო მიწის მტვრიდან. მათ კვლევაში ხაზი გაუსვეს, რომ ზღვიდან წამოსული 11% განსაკუთრებით ყურადსაღები და  მაღალია.

ამ მონაცემების ანალიზის შემდეგ მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ ოკეანის მოძრაობა პლასტმასს ანაწევრებს მცირე ზომის ნაწილაკებად, შემდეგ კი ქარი მათ ჰაერში ფანტავს.

ინჟინერიის პროფესორი და კვლევის მთავარი ავტორი, ნატალი მაჰოვალდი კვლევის შესახებ ამბობს: „ჩვენ აღმოვაჩინეთ პლასტმასის დაბინძურების მაღალი დონე ყველგან, სადაც ჩავატარეთ კვლევები; პლასტმასი ხვდება ატმოსფეროში და შესაბამისად მთელ მსოფლიოში ვრცელდება. ეს პლასტმასი ჰაერში არ მოხვედრილა კვლევის ჩატარების წლებში, ეს მატერია ჰაერში მოხვდა წარსულში დაყრილი ნაგვიდან, იმ ნარჩენებიდან, რომლებსაც უკვე წლებია უმართავად ბუნებაში ვყრით. ჩვენ ჩავატარეთ მოდელირება დანაგვიანების წყაროების საპოვნელად. საოცარია, რომ ამდენი პლასტმასი ხვდება ატმოსფეროში ასეთ მაღალ დონეზე. მატერია გროვდება ოკეანესა და ხმელეთზე, აქედან კი ის ვრცელდება ყველგან, მათ შორის საკმაოდ მოშორებულ ადგილებზე. რეალობასთან ყველაზე ახლო მოდელირებით ჩვენ განვსაზღვრეთ, რომ ეს მატერია ძირითადად გარემოში ხვდება ქსელური კონტინენტშორისი საზღვაო იმპორტით. ეს ხაზს უსვამს მემკვიდრეობითი დაბინძურების სიმძიმეს პლასტმასის ატმოსფეროში გავრცელების კუთხით. მიკროპლასტმასი ხვდება და გროვდება ყველგან, არა მხოლოდ ქალაქებსა ან ოკეანეებში, ის გვხვდება პარკებსა და მწვანე სივრცეებშიც.“

Emissions Analytics-ის თანახმად, ამ ყველაფერთან ერთად ჰაერის დაბინძურება მანქანის საბურავების მიერ შეიძლება იყოს 1000-ჯერ უფრო ცუდი ვიდრე გამონაბოლქვის მიერ.

 

სტატიაზე მუშაობდა : შაკო ღლონტი და დეა კუსიანი

წყარო : irqualitynews.com


წინა პოსტი
საფრანგეთმა აკრძალა მოკლე დისტანციებზე ფრენები იმისთვის, რომ ებრძოლოს კლიმატურ კრიზისს
შემდეგი პოსტი
ლონდონში, დედოფალ მერის უნივერსიტეტი დაჯილდოვდა 300,000 ფუნტის ოდენობით, რათა შეისწავლოს თუ რა გავლენა აქვს ჰაერის დაბინძურებას ბავშვთა მენტალურ ჯანმრთელობაზე

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
  • ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს

Welcome back,