GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

საფრანგეთმა აკრძალა მოკლე დისტანციებზე ფრენები იმისთვის, რომ ებრძოლოს კლიმატურ კრიზისს

Homepage მსოფლიო საფრანგეთმა აკრძალა მოკლე დისტანციებზე ფრენები იმისთვის, რომ ებრძოლოს კლიმატურ კრიზისს
მსოფლიო

საფრანგეთმა აკრძალა მოკლე დისტანციებზე ფრენები იმისთვის, რომ ებრძოლოს კლიმატურ კრიზისს

ივნისი 7, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
715 ნახვა
ნახვები : 278

კანონპროექტი კრძალავს ადგილობრივ ფრენებს, რომლებიც შესაძლოა ჩანაცვლდეს ორსაათ ნახევრიანი (ან ნაკლები ხანგრძლივობის) მატარებლით მგზავრობით.

,,ჩვენ ვიცით, რომ ავიაციის საქმიანობა ნახშიროჟანგის წარმოქმნას უწყობს ხელს. კლიმატური ცვლილებების შესამცირებლად, ჩვენ უნდა შევამციროთ ნახშიროჟანგის გამოყოფა’’. – განაცხადა შრომის მინისტრმა, აგნეს ფანიერ-რუნაჰერმა რადიოში “Europe 1”, ვეცნობით როიტერსში.

კანონპროექტი უნდა მიიღონ ფრანგულ სენატში და შემდეგ დაუბრუნდეს ქვედა ლალატას საბოლოო ხმის მიცემისთვის. ეს დაასრულებს რეგიონულ ფრენებს პარიზის ორლის აეროპორტიდან სხვადასხვა ქალაქებში, როგორიცაა ნანტესი და ბირდეაუქსი, თუმცა მას არ ექნება გავლენა პარიზის შარლ დე გოლის/როისის აეროპორტის ფრენებზე.

როიტერსის ინფორმაციით კანონპროექტი არის საკანონმდებლო პაკეტის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს 2030 წლისთვის საფრანგეთში გარემოს დაბინძურების  40%-ით შემცირებას 1990 წლის მონაცემებთან შედარებით. BBC News-ში ვეცნობით, რომ ეს არის იმ კანონპროექტის მცირე ნაწილი, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეებმა წარადგინეს სხდომაზე კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად.

2019 წელს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ შექმნილმა ჯგუფმა, რომელიც შედგებოდა 150 მოქალაქისგან, შესთავაზა მთავრობას აეკრძალათ ფრენები, რომლებიც შესაძლოა 4 საათიანი ან ნაკლები ხანგრძლივობის მატარებლით მგზავრობით ჩანაცვლდებოდა. მგზავრობის ხანგრძლოვობა შემცირდა  “KLM-air France”- ის პროტესტების შემდეგ. ისინი აცხადებდნენ, რომ კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ძალიან დიდი ზარალი ჰქონდათ და ამას გარდა ეროვნული სატრანზიტო ქსელიდან გარიყული დარჩნენ.

,,ჩვენ შევარჩიეთ ორსაათ ნახევარი იმიტომ, რომ 4 საათი რისკის ქვეშ აყენებდა იზოლირებულ, ხმელეთით გარშემორტყმულ ტერიტორიებს, როგორიცაა ცენტრალური მასიფი, რომლისთვისაც ეს გადაწყვეტილება იქნებოდა უსამართლო.” განაცხადა ტრანსპორტის მინისტრმა, ჯეან-ბაფტისტ დჯებარიმ “The Guardian”-ში.

ზოგიერთი გარემოს დაცვის და მოხმარებელთა ჯგუფი ამ ცვლილების (ოთხსაათიანი მგზავრობის შემცირების) წინაღმდეგი იყო. ორგანიზაცია UFC-Que Choisir-მა შეადარა თვითმფრინავების მარშრუტები, მის ექვივალენტ მარშრუტებს მატარებლისთვის და დაადგინა, რომ 4 საათში თვითმფრინავი 77-ჯერ მეტ ნახშიროჟანგს გამოყოფს ვიდრე მატარებელი და ამავდროულად მატარებლით მგზავრობა უფრო იაფია და სულ რაღაც 40 წუთით მეტ დროს მოითხოვს.

საფრანგეთის მთავრობამ Air France-KLM-ის კომოპანიას დროებით გადასცა 7 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი, რომლის პირობაც იყო, რომ კომპანიას ადგილობრივი ფრენები შეესრულებინა. სანამ ახალი კანონპროექტი დამტკიცდებოდა, მთავრობამ გააორმაგა წილი კომპანიაში – ვეცნობით BBC News-ში. ფინერ რუნაჰერი აცხადებს რადიო “Europe 1”-ში, რომ ეს იყო შესაძლებლობა დაებალანსებინათ კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლა და დასუსტებული ბიზნესისთვის ხელშეწყობა.

,,ბოლოს და ბოლოს ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი კომპანიებს და არ დავუშვათ მათი დატოვება გზის გაღმა” თქვა მან როიტერსთან ინტერვიუში.

კორონავირუსული პანდემიიდან გამომდინარე ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კლიმატის ცვლილების გამო გატარებული ღონისძიებები და საავიაციო კომპანიების ხელშეწყობის აუცილებლობა თანხვედრაში მოვიდა ერთმანეთთან.

2020 წელს 2019 წელთან შედარებით მსოფლიო მასშტაბით ფრენების რაოდენობა შემცირებულია 42%-ით. ვარაუდობენ, რომ გლობალური ავიაცია 2024 წლამდე ვერ დაუბრუნდება ძველ სახეს.

 

სტატიაზე მუშაობდა : სესილი შენგელია და ნანუცა კიკნაძე

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
ჰაერის დაბინძურება ხელს უწყობს ასთმის გამწვავებას
შემდეგი პოსტი
ახალი კვლევის მიხედვით მიკროპლასტმასი ჰაერს აბინძურებს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,