სენატმა მიიღო 430 მილიარდი დოლარის ღირებულების კანონი, რომელიც აშშ-ის ნახშირორჟანგის გამონაყოფს 2030 წლისთვის 40%-ით შეამცირებს
- სენატმა მიიღო 430 მილიარდი დოლარის ღირებულების კანონი, რომელიც აშშ-ის ნახშირორჟანგის გამონაყოფს 2030 წლისთვის 40%-ით შეამცირებს
- კანონპროექტი ითვალისწინებს ელექტროენერგიის ფასის შემცირებას უფრო განახლებადი ენერგიის გამოყენებით, რაც ამერიკელებს წააქეზებს ელექტრომობილების გამოყენებისკენ.
კვირას ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მიიღო 430 მილიარდი დოლარის ინფლაციის შემცირების აქტი, რომლის მიზანია კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა, მედიკამენტების ფასების შემცირება და გარკვეული კორპორატიული გადასახადების გაზრდა. შაბათ-კვირის გრძელი დებატების შემდეგ პარტიული კენჭისყრა წაიყვანა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა.
ეს კანონპროექტი ახლა გადაეგზავნება წარმომადგენლობით პალატას, რომელიც, სავარაუდოდ, მიიღებს მას კვირის ბოლოს, შეკრებისა და განხილვის შემდეგ.
„ამერიკელებო, ვინც დაკარგეთ რწმენა, რომ კონგრესს „დიდი საქმეების“ კეთება შეუძლია, ეს კანონპროექტი თქვენთვისაა,“ – თქვა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა. „ეს კანონი შეცვლის ამერიკის შეერთებულ შტატებს მრავალი ათწლეულით.“
შუმერმა ასევე განაცხადა, რომ ეს კანონი არის ყველაზე თამამი ენერგოპაკეტი ამერიკის ისტორიაში. აქტი შესაძლებელს გახდის სათბურის გამონაბოლქვის 40%-ით შემცირებას 2030 წლისთვის. ეს უფრო მიაახლოვებს ამერიკას ბაიდენის მიზანთან, რომ ათწლეულის ბოლოს გამონაბოლქვი გაანახევროს. აუცილებელია, ასეთი ნაბიჯები ყველა ქვეყანამ გადადგას, რათა თავიდან ავირიდოთ გლობალური დათბობა, გვალვები და სიცხის ტალღები.
კანონპროექტი ითვალისწინებს ელექტროენერგიის ფასის შემცირებას უფრო განახლებადი ენერგიის გამოყენებით, რაც ამერიკელებს წააქეზებს ელექტრომობილების გამოყენებისკენ.
ასევე, ისინი, ვისაც სახურავზე მზის ბატარეები ექნება, დაახლოებით 1800$-ს დაზოგავენ ელექტროენერგიის გადასახადებზე. აქტში ასევე გათვალისწინებულია ინვესტიციები მზის ბატარეებზე, ქარის ტურბინებზე, ელემენტებზე და სხვა მსგავსზე.
თუ კანონპროექტი დამტკიცდება, აშშ-ის საფოსტო მანქანებიც ჩანაცვლდება ელექტრომობილებით. როგორც სენატორები აცხადებენ, ეს აქტი მხოლოდ დასაწყისია იმ რიგი ცვლილებებისა, რომლებიც უახლოეს მომავალში ელოდება ამერიკის შეერთებულ შტატებს.
სტატიაზე მუშაობდა : დეა კუსიანი
წყარო : www.ecowatch.com