GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

სენატმა მიიღო 430 მილიარდი დოლარის ღირებულების კანონი, რომელიც აშშ-ის ნახშირორჟანგის გამონაყოფს 2030 წლისთვის 40%-ით შეამცირებს

Homepage მსოფლიო სენატმა მიიღო 430 მილიარდი დოლარის ღირებულების კანონი, რომელიც აშშ-ის ნახშირორჟანგის გამონაყოფს 2030 წლისთვის 40%-ით შეამცირებს
მსოფლიო

სენატმა მიიღო 430 მილიარდი დოლარის ღირებულების კანონი, რომელიც აშშ-ის ნახშირორჟანგის გამონაყოფს 2030 წლისთვის 40%-ით შეამცირებს

სექტემბერი 30, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
515 ნახვა
ნახვები : 18
  • სენატმა მიიღო 430 მილიარდი დოლარის ღირებულების კანონი, რომელიც აშშ-ის ნახშირორჟანგის გამონაყოფს 2030 წლისთვის 40%-ით შეამცირებს
  • კანონპროექტი ითვალისწინებს ელექტროენერგიის ფასის შემცირებას უფრო განახლებადი ენერგიის გამოყენებით, რაც ამერიკელებს წააქეზებს ელექტრომობილების გამოყენებისკენ.

 

კვირას ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მიიღო 430 მილიარდი დოლარის ინფლაციის შემცირების აქტი, რომლის მიზანია კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა, მედიკამენტების ფასების შემცირება და გარკვეული კორპორატიული გადასახადების გაზრდა. შაბათ-კვირის გრძელი დებატების შემდეგ პარტიული კენჭისყრა წაიყვანა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა.

ეს კანონპროექტი ახლა გადაეგზავნება წარმომადგენლობით პალატას, რომელიც, სავარაუდოდ, მიიღებს მას კვირის ბოლოს, შეკრებისა და განხილვის შემდეგ.

„ამერიკელებო, ვინც დაკარგეთ რწმენა, რომ კონგრესს „დიდი საქმეების“ კეთება შეუძლია, ეს კანონპროექტი თქვენთვისაა,“ – თქვა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა. „ეს კანონი შეცვლის ამერიკის შეერთებულ შტატებს მრავალი ათწლეულით.“

შუმერმა ასევე განაცხადა, რომ ეს კანონი არის ყველაზე თამამი ენერგოპაკეტი ამერიკის ისტორიაში. აქტი შესაძლებელს გახდის სათბურის გამონაბოლქვის 40%-ით შემცირებას 2030 წლისთვის. ეს უფრო მიაახლოვებს ამერიკას ბაიდენის მიზანთან, რომ ათწლეულის ბოლოს გამონაბოლქვი გაანახევროს. აუცილებელია, ასეთი ნაბიჯები ყველა ქვეყანამ გადადგას, რათა თავიდან ავირიდოთ გლობალური დათბობა, გვალვები და სიცხის ტალღები.

კანონპროექტი ითვალისწინებს ელექტროენერგიის ფასის შემცირებას უფრო განახლებადი ენერგიის გამოყენებით, რაც ამერიკელებს წააქეზებს ელექტრომობილების გამოყენებისკენ.

ასევე, ისინი, ვისაც სახურავზე მზის ბატარეები ექნება, დაახლოებით 1800$-ს დაზოგავენ ელექტროენერგიის გადასახადებზე. აქტში ასევე გათვალისწინებულია ინვესტიციები მზის ბატარეებზე, ქარის ტურბინებზე, ელემენტებზე და სხვა მსგავსზე.

თუ კანონპროექტი დამტკიცდება, აშშ-ის საფოსტო მანქანებიც ჩანაცვლდება ელექტრომობილებით. როგორც სენატორები აცხადებენ, ეს აქტი მხოლოდ დასაწყისია იმ რიგი ცვლილებებისა, რომლებიც უახლოეს მომავალში ელოდება ამერიკის შეერთებულ შტატებს.

 

სტატიაზე მუშაობდა : დეა კუსიანი

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
ჰაერის დაბინძურება აუტიზმისა და სხვა ნეიროგანვითარების დარღვევების რისკს ზრდის
შემდეგი პოსტი
ხერხემლის ფორმის ტალღური ენერგიის გენერატორი შესაძლოა წიაღისეულ საწვავზე იაფი იყოს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,