ხერხემლის ფორმის ტალღური ენერგიის გენერატორი შესაძლოა წიაღისეულ საწვავზე იაფი იყოს
ხერხემლის ფორმის უნიკალური მოტივტივე მოწყობილობა, რომელიც შექმნილია კვიპროსში დაფუძნებული სტარტაპის მიერ, იყენებს ტალღების ენერგიას და გარდაქმნის მას ელექტროენერგიად. მსოფლიო ეძებს გზებს, რათა გამოიყენოს განახლებადი წყაროები ჩვენი მზარდი ენერგიის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. შედეგად, ჩნდება კითხვა, თუ რატომ არ ვიყენებთ ზღვისა და ოკეანის ტალღებს. ტალღების ენერგიის მოსაპოვებლეად სხვადასხვა მიდგომა გამოიყენეს – მცურავი ბუოებიდან დაწყებული წყალქვეშა გენერატორებით დამთავრებული, რომლებიც იკვლევენ წნევის განსხვავებებს, თუმცა ვერცერთმა მოახერხა ეფექტური ტექნოლოგიის ჩამოყალიბება.
ტალღის მაგნიტი
კვიპროსში დაფუძნებული Sea Wave Energy Limited (SWEL) უკვე ათ წელზე მეტია მუშაობს ტალღების ენერგიის მოპოვების ტექნოლოგიაზე. ამ წლის დასაწყისში კომპანიამ წარადგინა პროტოტიპი სახელწოდებით Waveline Magnet, რომელიც მოიცავს რამდენიმე მცურავ პლატფორმას, რომლებიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული, რათა მას მცურავი ხერხემლის მსგავსი ფორმა მისცეს.
მოდელური და მოქნილი სისტემა შექმნილია ისე, რომ ენერგიის გენერატორს შეუძლია შეუფერხებლად დაიცვას ტალღების მოძრაობა. ეს, კომპანიის თქმით, საშუალებას აძლევს მოწყობილობას, აკონტროლოს, თუ რამდენი ენერგია მოიპოვება ტალღიდან კონტროლირებადი და უწყვეტი გზით.
გარდა ამისა, მოწყობილობის დამზადება შესაძლებელია პლასტმასასა და რკინა პლასტმასას გამოყენებით, რომელიც არ საჭიროებს წარმოების სპეციალიზებულ ხაზებს, რაც ამცირებს დამზადების ღირებულებას. შესაბამისად, არა მხოლოდ მოწყობილობის დამზადება და განლაგება, არამედ მისი შეკეთება და ტექნიკური ხარჯებიც დაბალია.
სწორ პირობებში, ერთი ტალღის ენერგიის გადამყვანს შეუძლია გამოიმუშაოს 100 მეგავატი სიმძლავრე, კომპანიის მტკიცებით, ენერგიის წარმოების დაბალი ღირებულება მას უკვე წიაღისეულ საწვავთან ათანაბრებს.
გზა კომერციალიზაციისკენ
პროტოტიპი დიდწილად გამოცდილია კონტროლირებად გარემოში. რეალურ პირობებში ის მხოლოდ შარშან გამოსცადეს, როდესაც მოწყობილობა გაიტანეს კვიპროსში, ლარნაკას ყურეში მისი ღია ზღვის საცდელად.
მას შემდგომი დადასტურება სჭირდება და ტექნოლოგიის გაუმჯობესების სივრცე ჯერ კიდევ არსებობს.
რაც შეეხება ზღვაზე გადარჩენას, კომპანია დარწმუნებულია, რომ მოწყობილობის ხერხემლის მსგავსი მობილურობა საშუალებას მისცემს მას, გადაადგილდეს ტალღებთან და არა მათ წინააღმდეგობასთან ერთად, რაც გაზრდის მოწყობილობის ხანგრძლივობას.
იმის გამო, რომ მოწყობილობა ასევე შეიძლება დამზადდეს გადამუშავებული მასალების გამოყენებით, ის ასევე არ იქნება ტვირთი გარემოსთვის, როგორც მზის პანელები ან ქარის ტურბინებია. მოწყობილობაში გამოყენებული პლასტმასი ასევე არის გამაგრებული პლასტმასი, რომელიც არამარტო მისცემს ნარჩენ პლასტმასს მეორე სიცოცხლეს, არამედ ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის ნაკლებად შესწავლილ წყაროს განვითარებას.
თუ ყველაფერი კარგად წავა, Waveline Magnet შეიძლება მართლაც იყოს მსოფლიოში ყველაზე ეფექტური და დაბალფასიანი ტალღის ენერგიის გენერატორი, როგორც ეს კომპანია აცხადებს თავის ვებსაიტზე.
სტატიაზე მუშაობდა : ალექსანდრე ფიფია და დეა კუსიანი
წყარო : interestingengineering.com
1 ოქტომბერი 2022 წელი