GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ბირმინგემში შემოდის ნულოვანი გამონაბოლქვის ნაგვის მანქანა

Homepage მსოფლიო ბირმინგემში შემოდის ნულოვანი გამონაბოლქვის ნაგვის მანქანა
მსოფლიო

ბირმინგემში შემოდის ნულოვანი გამონაბოლქვის ნაგვის მანქანა

ოქტომბერი 1, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
478 ნახვა
ნახვები : 74
  • კომპანია Dennis Eagle-მა, ბევრი მუშაობის შედეგად, შექმნა სრულიად ელექტრული სანაგვე მანქანები
  • მანქანებს სამი კვირის განმავლობაში ბირმინგემში გამოცდიან
  • ქალაქის საბჭოს თქმით, ეს მათ დაეხმარება ელეტროავტომობილების დადებითი მხარეების უკეთ შეფასებაში.

 

 

2022 წლის „თანამეგობრობის თამაშების“ მასპინძელი ქალაქი სამი კვირის განმავლობაში გამოცდის ელექტრო ნაგვის მანქანებს, რათა დადგინდეს ამ სქემის მიზანშეწონილობა და გავლენა.

ბირმინგემის საქალაქო საბჭომ სანაგვე მანქანების ახალი ერა დაიწყო, ქალაქში Dennis Eagle eCollect-ის მანქანის შემოყვანით, რომელიც, 12 აგვისტოდან მოყოლებული, სამი კვირის განმავლობაში, სუფთა ჰაერის ზონაში (CAZ) იმუშავებს, შეაგროვებს ნარჩენებსა და გადასამუშავებელ მასალას.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ელექტრო ნაგვის მანქანა არ წარმოქმნის „არც მავნე აზოტის ოქსიდის გაზებს, არც კლიმატის შემცვლელ ნახშირბადის გაზებს“ და CAZ-ში შესვლისთვის გადასახადი არ ექნება. ბატარეის 5 პაკეტი და ელექტროძრავა მუხტავს მოდელს, რომელიც იღებს დაახლოებით 11 ტონა ნარჩენს თითოეულ წრეზე, რომლის გავლაც მანქანას დღეში ორჯერ შეუძლია, დატენვის საჭიროების გარეშე. სრული ზომის, ჩვეულებრივ ნაგვის მანქანასთან შედარებით, შეფასებულია, რომ ელექტრულ ალტერნატივებზე გადასვლამ წელიწადში, შესაძლოა, თითო მანქანისთვის 25-დან 35 ტონამდე CO2-ის გამონაბოლქვი დაზოგოს.

„ბირმინგემი გაბედულად გადადის ნულოვანი გამონაბოლქვის მოქმედებებზე, რათა დაეხმაროს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას და უზრუნველჰყოს სუფთა ჰაერი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აქ ცხოვრობენ, მუშაობენ ან ჩვენს ქალაქს სტუმრობენ. ვიცით იმ სარგებლობის შესახებ, რომელიც ელექტრო მანქანებს მოაქვს და ახლა შეგვიძლია უფრო ყურადღებით დავაკვირდეთ, თუ როგორ მუშაობს ეს მანქანა და რა სერვისების მოწოდება შეუძლია“, – თქვა Cllr მაჯიდ მაჰმუდმა, გარემოს დაცვის კაბინეტის წევრმა.

„ინჟინერიაში ჩვენი საამაყო მემკვიდრეობის წყალობით, ქალაქსა და, უფრო შორს, ვესთ მიდლენდსში, სრულიად მოსახლოდნელია, რომ ეს ინოვაციური მანქანა შეიქმნა და აშენდა აქვე, გზის გასწვრივ, უორვიკში. ეს იმის მაგალითია, თუ როგორ ვაგრძელებთ წინსვლას ტექნიკურ ინოვაციებში“, – განაგრძო მან.

„მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია დავეხმაროთ ბირმინგემს ჩვენი სრულიად ელექტრო მანქანის გამოცდაში. ბევრი ვიმუშავეთ, რათა ის ძალიან ეფექტური და ეკონომიური ყოფილიყო და ვამაყობთ იმით, რასაც მივაღწიეთ“, – დასძინა რიჩარდ ტეილორმა, Dennis Eagle-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორმა. „ნულოვანი გამონაბოლქვის მომავალზე გადასვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის და რადგან უკვე მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ბირმინგემის საქალაქო საბჭოსთან, მზად ვართ, დავეხმაროთ მათ ამის მიღწევაში“.

 

სტატიაზე მუშაობდა : ანა ქავთარაძე და მეგი რუსია

წყარო : airqualitynews.com

 

1 ოქტომბერი 2022 წელი.


წინა პოსტი
ხერხემლის ფორმის ტალღური ენერგიის გენერატორი შესაძლოა წიაღისეულ საწვავზე იაფი იყოს
შემდეგი პოსტი
ევროკავშირი 4 მილიონ ევროს სთავაზობს ეგვიპტის გარემოსდაცვით სექტორს მწვანე ინდუსტრიის მხარდასაჭერად

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
  • „We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ

Welcome back,