GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ევროკავშირი 4 მილიონ ევროს სთავაზობს ეგვიპტის გარემოსდაცვით სექტორს მწვანე ინდუსტრიის მხარდასაჭერად

Homepage მსოფლიო ევროკავშირი 4 მილიონ ევროს სთავაზობს ეგვიპტის გარემოსდაცვით სექტორს მწვანე ინდუსტრიის მხარდასაჭერად
მსოფლიო

ევროკავშირი 4 მილიონ ევროს სთავაზობს ეგვიპტის გარემოსდაცვით სექტორს მწვანე ინდუსტრიის მხარდასაჭერად

ოქტომბერი 1, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
572 ნახვა
ნახვები : 12

 

  • სამრეწველო დაბინძურების კონტროლის პროგრამა (EPAP) არის ეგვიპტის გარემოს დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ინიციატივა
  • EPAP ინიციატივა დაეხმარება ეგვიპტეს ქვეყანაში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში.
  • ინიციატივა განხორციელდება ევროკავშირთან, ევროპის საინვესტიციო ბანკთან, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და KfW განვითარების ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში.

 

ეგვიპტის გარემოს დაცვის მინისტრმა, იასმინ ფუადმა, ხელი მოაწერა 4 მილიონი ევროს ოდენობის საგრანტო შეთანხმებას ევროკავშირთან, რომ მხარი დაუჭიროს ქვეყნის გარემოს დაცვითი მიმართულების განვითარებას.

ფუადის თქმით, ეს გრანტი არის სამრეწველო დაბინძურების კონტროლის პროგრამის (EPAP) მესამე ეტაპისთვის გამოყოფილი დაფინანსების ნაწილი, რომლის ბიუჯეტიც შეადგენს 145 მილიონ ევროს და განხორციელდება ევროკავშირთან, ევროპის საინვესტიციო ბანკთან,   საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და KfW განვითარების ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში.

მისი განმარტებით,  EPAP არის გარემოს დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომ დაეხმაროს ეგვიპტის ინდუსტრიას ქვეყანაში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში. გარდა ამისა, პროგრამა ითვალისწინებს ენერგიისა და რესურსების მოხმარების შემცირების ხელშეწყობას, რაც მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზანია.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პროგრამა ამჟამად მოიცავს გარემოსდაცვითი და ენერგოეფექტურობის პროექტებს 200 მილიონ ევროზე მეტი ბიუჯეტით. ასევე, მან განმარტა, რომ პროგრამა შექმნილია კომპანიების ფინანსური წახალისების საფუძველზე, რათა მრეწველობამ შეძლოს მწვანე ეკონომიკის სტრუქტურაზე გადასვლა და შეამციროს სათბურის აირების გამოყოფა. პროგრამა ასევე უზრუნველყოფს ინდუსტრიის სხვადასხვა დარგის ფუნქციონირების ინოვაციური გზების შეთავაზებას, რაც მწვანე ეკონომიკის მოდელზე გადასვლის პროცესს გააადვილებს.

 

სტატიაზე მუშაობდა : თაკო ჩუმაშვილი და ნინი თოიძე

წყარო : dailynewsegypt.com

1 ოქტომბერი 2022 წელი.


წინა პოსტი
ბირმინგემში შემოდის ნულოვანი გამონაბოლქვის ნაგვის მანქანა
შემდეგი პოსტი
NO2-ის მაჩვენებლით ყველაზე დაბინძურებული ქალაქები გამოავლინეს. ექსპერტები სუსტ მონიტორინგს აკრიტიკებენ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
  • როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 1, ნოე
COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
შაბათი, 17, ოქტ
როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone

Welcome back,