GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ჰაერის დაბინძურება აუტიზმისა და სხვა ნეიროგანვითარების დარღვევების რისკს ზრდის

Homepage შემეცნებითი ჰაერის დაბინძურება აუტიზმისა და სხვა ნეიროგანვითარების დარღვევების რისკს ზრდის
შემეცნებითი

ჰაერის დაბინძურება აუტიზმისა და სხვა ნეიროგანვითარების დარღვევების რისკს ზრდის

სექტემბერი 27, 2022
By GREENPOLE
1 კომენტარი
1077 ნახვა
ნახვები : 375

ორსულ ქალებზე ბინძური ჰაერისა და სტრესის ზემოქმედებამ შეიძლება გაზარდოს აუტიზმისა და ნერვული განვითარების სხვა დარღვევების მქონე ბიჭების დაბადების შანსები.

 

დიუკის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა პოტენციური კავშირი   ჰაერის დაბინძურებასა და სტრესის ზემოქმედებას შორის იმ მომავალ დედებსა და ახალშობილ ბიჭებს შორის, რომლებსაც ისეთი ნევროლოგიური დარღვევები უვითარდებათ, როგორიცაა აუტიზმი.

კვლევა, რომელიც ფოკუსირებული იყო თაგვებზე, მიუთითებს მამრობითი სქესის მიდრეკილებაზე აუტიზმის მსგავსი სოციალური ქცევისა და ტვინში განსხვავებული კავშირებისადმი. მთელ მსოფლიოში 10 ადამიანიდან 9 ამჟამად დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს, რაც აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ რატომ რჩება აუტიზმის მაჩვენებელი მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების დონეზე მნიშვნელოვნად დაბალი.

„გარემოს ტოქსინები ზოგიერთი ადამიანისთვის უარესია, ვიდრე სხვებისთვის და ყოველთვის ზარალდებიან ყველაზე დაუცველი პოპულაციები “, – თქვა სტაცი ბილბომ, ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერების პროფესორმა დიუკის უნივერსიტეტში. იგი ვარაუდობს, რომ დედების სტრესის ფაქტორები, როგორებიცაა სიღარიბე და საცხოვრებელი პირობებით შექმნილი დაუცველობის შეგრძნება, შეიძლება მალული მინიშნებები იყოს იმაზე, თუ რომელ ბავშვებს გაურთულდებათ მდგომარეობა და რომლებს –  არა.” ეს არ ნიშნავს, რომ მდიდარ ხალხზე სტრესი არ მოქმედებს“, – განაგრძო ბილბომ. „მაგრამ სულ სხვაა, როდესაც გიწევს ფიქრი იმაზე, თუ სად აპირებ ცხოვრებას და დაცული ხარ თუ არა შენივე სახლში.“

ეთიკური რეგულაციების გამო, კვლევა ვერ ჩატარდებოდა ორსულებზე და, სანაცვლოდ, თაგვები გამოიყენეს. ჯგუფმა დააფიქსირა, რომ როდესაც დიზელის ნაწილაკები კონტროლირებად გარემოში შეიყვანეს და ცხოველებს ჩვეულებრივზე ნაკლები სამშენებლო მასალა მიეწოდათ, მდედრობითი სქესის ჩვილები მოსალოდნელად განვითარდნენ, მაგრამ მამრობითი სქესის ბავშვები მთელი ცხოვრების განმავლობაში გამუდმებით არასწორად კითხულობდნენ სოციალურ სიგნალებს.

უკვე ცნობილია, რომ ჰაერის დაბინძურება ცვლის ბავშვებში ტვინის უბნების კავშირს და ასევე გავლენას ახდენს რესპირატორული სისტემების ფუნქციონირებაზე, ხოლო ღარიბი ფენის მქონე ადამიანებს უფრო ხშირად უვითარდებათ ქრონიკული ასთმა.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილი ყვავილაშვილი და დეა კუსიანი

წყარო : airqualitynews.com

 

27 სექტემბერი 2022 წელი


წინა პოსტი
კოლუმბიაში გადაშენებულად მიჩნეული კოლიბრი აღმოაჩინეს
შემდეგი პოსტი
სენატმა მიიღო 430 მილიარდი დოლარის ღირებულების კანონი, რომელიც აშშ-ის ნახშირორჟანგის გამონაყოფს 2030 წლისთვის 40%-ით შეამცირებს

1 reply added

  1. binance registrering აგვისტო 28, 2026 პასუხი

    Your article helped me a lot, is there any more related content? Thanks! https://accounts.binance.bh/register/person?ref=JW3W4Y3A

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,