GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

„ზოგადი კომენტარი 26“

Homepage შემეცნებითი „ზოგადი კომენტარი 26“
შემეცნებითი

„ზოგადი კომენტარი 26“

თებერვალი 14, 2024
By GREENPOLE
1 კომენტარი
396 ნახვა
ნახვები : 12
  • გამოქვეყნდა „ზოგადი კომენტარი 26“ — ახალი სახელმძღვანელო გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის შესახებ, რომელშიც პირველადაა საუბარი ჰაერის ხარისხზე.

  • სახელმძღვანელოში სუბარია, რომ ბავშვების შეხედულებები გასათვალისწინებელია ეკოლოგიური გადაწყვეტილებების მიღებისას და ხაზგასმულია ეკოლოგიური განათლების კრიტიკული როლი.

  • „ბავშვთა ეკოლოგიური უფლებების აღიარებით კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ კლიმატსა და გარემოს ზიანს აყენებენ პირები, რომლებიც არღვევენ ბავშვთა უფლებებს“ — ჯოშუა ჰოფერტი.

გამოქვეყნდა „ზოგადი კომენტარი 26“ — ახალი სახელმძღვანელო გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის შესახებ, რომელშიც პირველადაა საუბარი ჰაერის ხარისხზე.

კონვენცია, რომელიც რატიფიცირებულია 196 სახელმწიფოს მიერ, შეიქმნა 1989 წელს და მოიცავს ბავშვთა საყოველთაო უფლებებს, როგორებიცაა სიცოცხლის, გადარჩენის, განვითარებისა და ჯანმრთელობის უფლება.

„ზოგადი კომენტარი“ იძლევა სამართლებრივ მითითებებს და განმარტავს აღნიშნულ უფლებებს კონკრეტულ თემასა თუ საკანონმდებლო სფეროსთან მიმართებაში. ახლახან გამოქვეყნებული „ზოგადი კომენტარი 26“ ბავშვთა უფლებებისა და გარემოს შესახებ, რომელშიც განსაკუთრებული აქცენტი კლიმატის ცვლილებაზე კეთდება, პირდაპირ საუბრობს საგანგებო კლიმატური მდგომარეობის, ბიომრავალფეროვნების კოლაფსისა და ყოვლისმომცველი დაბინძურების შესახებ; ასახავს ზომებს ბავშვების სიცოცხლისა და ცხოვრებისეული პერსპექტივების დასაცავად.

„კომენტარი“ ინიცირებულ იქნა ბავშვთა უფლებების საერთაშორისო ორგანიზაცია Terre des Hommes-ის მიერ და შემუშავდა ექსპერტ–მრჩევლებთან ერთად, მათ შორის ბავშვების საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა ქვეყნის 12 მრჩევლის ჩართულობით. ამ ინიციატივის უკან დგას ათიათასობით ბავშვი 121 ქვეყნიდან, მათ შორის ეკოლოგიური და კლიმატური კრიზისით ყველაზე მეტად დაზარალებული ბავშვები.

ბავშვების ზოგიერთი განაცხადი ციტირებულია ტექსტში:

  • „გარემო ჩვენი ცხოვრებაა”;

  • „ზრდასრულებმა უნდა შეწყვიტონ გადაწყვეტილებების მიღება იმ მომავლის შესახებ, რომელსაც ისინი ვერ მოესწრებიან. ჩვენ, ბავშვები, ვართ კლიმატის ცვლილების გადაჭრის მთავარი საშუალება, რადგან ჩვენი სიცოცხლე დგას სასწორზე“;

  • „მინდა ვკითხო ზრდასრულებს ერთი რამ, ჩვენ ვართ მომავალი თაობა, თუ თქვენ დაანგრევთ პლანეტას, ჩვენ სად ვიცხოვრებთ?!“

„ზოგად კომენტარში“ მითითებულია, რომ სახელმწიფოები პასუხისმგებელნი არიან დაიცვან ბავშვთა უფლებები არა მხოლოდ უშუალო ზიანისგან, არამედ მომავალში მათი უფლებების მოსალოდნელი დარღვევისგანაც, რაც გამოწვეული იქნება დღეს მათ მიერ ჩადენილი ქმედებებით თუ უმოქმედობით.

სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ ბავშვების შეხედულებები გასათვალისწინებელია ეკოლოგიური გადაწყვეტილებების მიღებისას და ხაზგასმულია ეკოლოგიური განათლების კრიტიკული როლი ბავშვების მომზადებაში, რათა მათ შეძლონ მოქმედება, ადვოკატირება და ეკოლოგიური ზიანისგან თავის დაცვა.

გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ჯოშუა ჰოფერტმა, გერმანიის terre des hommes-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა: „დღეს კარგი დღეა ბავშვებისთვის და ჩვენი პლანეტისთვის. ბავშვთა ეკოლოგიური უფლებების აღიარებით კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ კლიმატსა და გარემოს ზიანს აყენებენ პირები, რომლებიც არღვევენ ბავშვთა უფლებებს. სახელმწიფოებმა უნდა მოუსმინონ ბავშვებისა და ახალგაზრდების მოთხოვნებს. მათ უნდა შეწყვიტონ გადაწყვეტილებების მიღება მათ ხარჯზე და მოქცნენ შესაბამისად.“

მიკიკო ოტანმა ბავშვთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა: „მე ვიმეორებ ბავშვებისა და ახალგაზრდების დაჟინებულ მოწოდებას კლიმატური სამართლიანობისაკენ. თქვენი ხმები მნიშვნელოვანია და სერიოზულად უნდა იყოს გათვალისწინებული სახელმწიფოების მიერ.“

17 წლის ანივა (მრჩეველი ბავშთა საკითხებში წყნარი ოკეანის კუნძულებიდან) აღნიშნავს: „ჩვენი მონაწილეობა და წვლილი GC26-ის („ზოგადი კომენტარი 26“) განვითარებაში გადამწყვეტი იყო. კომიტეტმა უშუალოდ მოუსმინა ბავშვებს და გაიგო, თუ როგორ პირდაპირ ზემოქმედებს გარემოს დაზიანება და კლიმატის ცვლილება ჩვენზე. მსოფლიოს ბავშვები მოგიწოდებენ მოქმედებისკენ. ჩვენ მოვითხოვთ, რომ მთავრობებმა ახლავე დაიწყონ კლიმატის კრიზისის მოგვარება.“

ჰანა ბატრამმა აღნიშნა: „26-ე კომენტარის მეშვეობით სუფთა ჰაერის, როგორც ბავშვთა უფლების აღიარება, წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ ახალგაზრდების ძალისხმევამ მათ მხარდამჭერთა კოალიციასა და მსოფლიო მასშტაბით კამპანიაში ჩართულ ასობით სხვა მონაწილესთან ერთად ხელი შეუწყო ამ კრიტიკული საკითხის წამოწევას და იგი დაეხმარება დაიცვას ბავშვები იმ დამღუპველი ზემოქმედებისგან, რაც ჰაერის დაბინძურებას მოაქვს მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის.“

სტატიაზე მუშაობდა: თაკო ოზბეტელაშვილი, ნინო ალენიკოვი

წყარო: Airqualitynews.com

14 თებერვალი 2024 წელი


წინა პოსტი
გაეროს ანგარიში ემისიების სამშენებლო სექტორში
შემდეგი პოსტი
ლიბიის დატბორვა და კლიმატური ცვლილებები

1 reply added

  1. lavonfrey9 ოქტომბერი 18, 2024 პასუხი

    I was suggested this blog by my cousin. I am not sure whether this post is written by him as no one else know such detailed about my problem. You are amazing! Thanks!

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,