GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

„ულტიმატუმები ჩვენთვის მიუღებელია“ – მინისტრი „ნამახვანჰესის“ პრობლემაზე

Homepage საქართველო „ულტიმატუმები ჩვენთვის მიუღებელია“ - მინისტრი „ნამახვანჰესის“ პრობლემაზე
საქართველო

„ულტიმატუმები ჩვენთვის მიუღებელია“ – მინისტრი „ნამახვანჰესის“ პრობლემაზე

აპრილი 12, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
935 ნახვა
ნახვები : 300

ეკონომიკის სამინისტრო „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში დიდ ღონისძიებას გამართავს.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს „ფერმერთა ასოციაციის“ მიერ სოფლის მეურნეობის დარგში რამდენიმე პლატფორმის პრეზენტაციის ღონისძიების შემდეგ „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებული კითხვების საპასუხოდ განუცხადა, ამ ღონისძიებაზე სახელწმიფო პროექტთან დაკავშირებულ კვლევებს დაინტერსებულ პირებს და მეცნიერებს გადასცემს.

„ინვესტორმა ჩვენი მოთხოვნით ჩატარებული კვლევების ვრცელი სია გადმოგვცა. უახლოეს დღეებში გავაკეთებთ დიდ ღონისძიებას. ყველას ვეპატიჟებით, არასამთავრობო სექტორს და მეცნიერებს, ვინც თვლის, რომ შეუძლია თავისი დადებითი წვლილი შეიტანოს ამ კვლევებში, ან უბრალოდ გაეცნოს და მოიხსნას ყველა წუხული. ამ კვლევებს მათ გადავცემთ.

შემდგომში მაისის ბოლოსთვის ექსპერტები თავისი რეკომანდაციებით მოგვიბრუნდებიან და კომპანია ვალდებული იქნება გაითვალისწინოს ეს რეკომანდაციები“, – განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის აცხადებს, ხელისუფლების წარმომადგენლები დღესაც მზად არიან „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებს შეხვდნენ, იმისთვის რომ მათ საერთო გამოსავალი იპოვონ და დასძენს „ეს არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის“.

„კაშხლის მშენებლობის 12 თვით გადაწევით მნიშვნელოვანი პროცესი წამოვიწყეთ და კომპანიამ გახსნა ყველა კვლევა; ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და იგივე საპროტესტო მოძრაობის მონაწილებს მოვუწოდებთ, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღონ. პროცესი დასწყებულია და ველოდებით მათ მოლაპარაკების მაგიდასთან, რომ ეს ყველაფერი ნორმალურ ვითარებაში ერთად განვიხილოთ.

ულტიმატუმები ჩვენთვის მიუღებელია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ქვეყნის ენერგერტიკულ უსაფრთხოებას, ადგილობრივი ენერგორესურსების განვითრებას და უცხოურ ინვესტიციებს ეხება.

ჩვენ მზად ვართ შეხვედრისთვის ნებისმიერ დაინტერსებულ პირთან, მაგრამ ეს არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის. ეს უნდა იყოს შეხვედრა იმისთვის, რომ ერთად ვიმსჯელოთ, რა კითხვები დარჩათ მათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მაგრამ თუ მხოლოდ ულტიმატუმები იქნება, რომ როგორც არ უნდა გაუმჯობესდეს პროექტი, ის უბრალოდ არ უნდა განხორციელდეს, ეს ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა თურნავამ.

კითხვაზე – რატომ გამოიყენა ძალა სახელმწიფომ რიონის ხეობაში პროტესტის მონაწილეთა კარვების დასაშლელად, ეკონომიკის მინისტრი ირწმუნება, რომ “ეს რიონის ხეობის მოსახლეთა უსაფრთხოებისთვის გაკეთდა”.

„პოლიცია ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ იმიტომ იმყოფებოდა, რომ უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. იცით, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დააფიქსირა რიონში წყლის დონის სახიფათო მატება. ერთი დღის წინ სამწუხარო შემთხვევა მოხდა, როდესაც კარვებიდან გამოსული ადამიანი რიონისკენ გაემართა და გაუჩინარდა. გამოძიება დაადგენს როგორ და რანაირად მოხდა ყველაფერი, თუმცა მე არ გამოვრციხავ, რომ ეს გაუჩინარებაც წყლის მატებასთან იყოს კავშირში. სრულიად ლოგიკურია ეს გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათ სხვაგან გადანაცვლება სთხოვეს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

წყარო : https://bm.ge/ka/article/ultimatumebi-chventvis-miugebelia—ministri-namaxvanhesis-problemaze-/80092/


წინა პოსტი
PepsiCo გვპირდება, რომ 2040 წლისთვის იქნება ნახშირბად-ნეიტრალური კორპორაცია
შემდეგი პოსტი
პროტესტის შემდეგ ბათუმის ბულვარის დირექტორი გაათავისუფლეს, ამბავი ტელევიზიით გაიგო

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,