GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

PepsiCo გვპირდება, რომ 2040 წლისთვის იქნება ნახშირბად-ნეიტრალური კორპორაცია

Homepage მსოფლიო PepsiCo გვპირდება, რომ 2040 წლისთვის იქნება ნახშირბად-ნეიტრალური კორპორაცია
მსოფლიო

PepsiCo გვპირდება, რომ 2040 წლისთვის იქნება ნახშირბად-ნეიტრალური კორპორაცია

აპრილი 11, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
414 ნახვა

PepsiCo-მ განაცხადა, რომ 2030 წლისთვის 40%-ით შეამცირებს სათბურის აირების გამოყოფას, ხოლო 2040 წელს ის ნულს გაუტოლდება, ზუსტად ათწლეულით ადრე, ვიდრე ეს პარიზის შეთანხმებით იყო გაწერილი, როგორც მოსალოდნელია, ეს ცვლილება თავიდან აგვაცილებს 26 მილიონამდე კუბური ტონა სათბურის აირების წარმოქმნას.

ამ მიზნის მისაღწევად PepsiCo აპირებს, რომ ძირითადი აქცენტი გაკეთდეს მდგრად სოფლის მეურნეობაზე ნაკლებად დამაბინძურებელი გამნაყოფიერებლებით, ზუსტი ტექნოლოგიებითა და აღდგენის ხელშემწყობი ინსტრუქციებით იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ნიადაგის ნოყიერება და ბიომრავალფეროვნება. პროდუქციის დისტრიბუციის მაღალეფექტურობის პარალელურად PepsiCo აპირებს დაბინძურება შესაძლო მინიმუმამდე ან ნულამდე მიიყვანოს.

ასევე ,,დასაწყისიდანვე მდგრადობის“ პროგრამა ცდილობს, რომ უზრუნველყოს პროდუქტის ისეთი დიზაინი, რომელიც შეამსუბუქებს გარემოზე უარყოფით ზეგავლენას. როგორც უახლეს განცხადებაშია ნათქვამი, უნდა შემცირდეს პირველადი პლასტმასის გამოყენება და 2022 წლისთვის ევროპის 9 ბაზარი მთლიანად უნდა გადავიდეს გადამუშავებული პლასტმასის გამოყენებაზე.

,,ჩვენი პლანეტა გასაჭირშია, თუმცა არ არსებობს ვაქცინა კლიმატის ცვლილებისთვის“-განაცხადა სილვიუ პოპოვიჩმა, PepsiCo ევროპის მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა. ,,კომპანიის ახალი, კლიმატ-მეგობრული სტრატეგია გააორმაგებს იმ ძალისხმევას, რაც დაბინძურების შემცირებას ემსახურება. ეს ეხება როგორც ჩვენს მფლობელობაში არსებულ შვილობილ კომპანიებს, ასევე მომმარაგებლებს. მარტივად რომ ვთქვათ, თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი პლანეტისთვის“.

მცირედი განმარტება იმის შესახებ, თუ რატომაა ნახშირბად-ნეიტრალურობა პროდუქტისა თუ ორგანიზაციისთვის აუცილებელი.

კომპანიების მიერ ნახშირბადის გამოყენება იყოფა 3 განსხვავებულ სფეროდ. პირველი სფერო ესაა საწვავი ტრანსპორტისათვის. ელექტროენერგია, რომელსაც კომპანია იყენებს, მიეკუთვნება მეორე სფეროს და ყველაფერი დანარჩენი ერთიანდება მესამე სფეროში, რაც აქცევს მას ყველაზე მნიშვნელოვნად. მესამე სფეროში ერთიანდება ისეთი კომპონენტები, როგორებიცაა დასაქმებულთა მოგზაურობა, პროდუქტის წარმოება და ყველა ტიპის ბიზნეს საქმიანობა. კომპანია აცხადებს, რომ 2019 წელს მისი სათბურის აირებით დაბინძურების 90%-ზე მეტი ამ კატეგორიიდანაა.

The climate choice-ის, წამოწყების, რომელიც ეხმარება და მოუწოდებს კომპანიებს იმოქმედონ კლიმატის სასარგებლოდ, დამფუძნებელმა ლარა ობსტმა განაცხადა:,, შესანიშნავია, რომ PepsiCo ძალისხმევას არ იშურებს CO2-ის შემცირებისთვის და აკეთებს ამას მეცნიერებაზე დაფუძნებული, კლიმატისთვის უსაფრთხო მიზნებით, მით უმეტეს მაშინ, როცა კვების მრეწველობის გლობალური სისტემა პასუხისმგებელია დაახლოებით 30% სათბურის აირების გამოყოფაზე“. ის ამატებს, რომ შემდეგ ნაბიჯებს დასჭირდება ზუსტი დაგეგმვა და აქტიური მოქმედებები, რადგან ნახშირორჟანგის შემცირება კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილია, ამ პროცესში კი უამრავი მონაწილის ჩართულობა იქნება საჭირო. პირველ რიგში უნდა შეიქმნას სამოქმედო გეგმა, რომელიც თანამოაზრე კომპანიებს დაეხმარება გაიგონ, თუ როგორაა შესაძლებელი იმ მიზნების მიღწევა, რომლებისთვისაც ვიბრძვით.

2015 წლიდან დღემდე ევროპაში PepsiCo-მ საერთო დაბინძურება 6%-ით შეამცირა.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლაზარე დალბაშვილი და ნინი თოიძე

წყარო : https://www.forbes.com/sites/emanuelabarbiroglio/2021/01/16/pepsico-pledges-net-zero-emissions-by-2040/?sh=35c57e72455d&fbclid=IwAR0JjXBtWY_-ls4j5s3bcqyjBzv2lJ5ZK8AiNkRPuXjCYgyeW6fkeo6Nqis

ნახვები : 26 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
Nestle აპირებს გაზარდოს ეკო-ინვესტირება Nescafe-ს ყავის ბრენდში
შემდეგი პოსტი
„ულტიმატუმები ჩვენთვის მიუღებელია“ – მინისტრი „ნამახვანჰესის“ პრობლემაზე

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
  • NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
  • სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ორშაბათი, 25, სექ
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 25, სექ
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
ორშაბათი, 18, სექ
NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
ორშაბათი, 18, სექ
სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
სამშაბათი, 12, სექ
საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
სამშაბათი, 12, სექ
ათეულობით კომპანია, რომლებიც ამაყობს მწვანე სერტიფიკატით, ვერ აგვარებს ბიზნეს ფრენებისას არსებული გამონაბოლქვის პრობლემას

Welcome back,