GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

Nestle აპირებს გაზარდოს ეკო-ინვესტირება Nescafe-ს ყავის ბრენდში

Homepage მსოფლიო Nestle აპირებს გაზარდოს ეკო-ინვესტირება Nescafe-ს ყავის ბრენდში
მსოფლიო

Nestle აპირებს გაზარდოს ეკო-ინვესტირება Nescafe-ს ყავის ბრენდში

აპრილი 11, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
240 ნახვა

(ბლუმბერგი) – Nestle SA აპირებს გაზარდოს ეკო-ინვესტირება მის ფლაგმანურ Nescafe ყავის ბრენდში, რადგან უფრო  და უფრო მეტ მომხმარებელს სურს იცოდეს საიდან მოდის ის საკვები და სასმელი, რასაც მოიხმარს.

 

საკვები პროდუქტების მწარმოებელი გიგანტი გეგმავს 700 მილიონზე მეტი შვეიცარიული ფრანკის (787 მილიონი აშშ დოლარი) ინვესტირებას ათწლიან პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს მწარმოებლის პასუხისმგებლობის გაზრდას პროდუქციის მომწოდებლების მიმართ. ეს კი გულისხმობს 2025 წლისთვის ყავის მარცვლების მწარმოებელ ფერმერებთან პირდაპირი კონტაქტის დამყარებას და 2050 წლისთვის ნახშირბადის ემისიების ნულოვანი დონის მიღწევას.

კვების პროდუქტების და სასმელების მწარმოებელი კომპანიების მსგავსად, ყავის კომპანიებზეც არის ზეწოლა, რათა უფრო მეტად გამჭვირვალენი გახდნენ მათი პროდუქციის მომწოდებელი წყაროების შესახებ და გააძლიერონ ძალისხმევა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლო დროინდელ მოხსენებაში „ყავის ბარომეტრი“ ნათქვამია, რომ ყავის ბევრ მსხვილ მოვაჭრე და მომხალავ კომპანიას არ შეაქვს სათანადო წვლილი გაეროს იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც ამ სექტორში გარემოს დაცვითი და სოციალური გამოწვევების გადაჭრას ემსახურება.

პროგრამა გულისხმობს „ჩვენი ძალისხმევის გაორმაგებას, სამ ძირითად პრიორიტეტზე: ფერმერების შემოსავლების გაუმჯობესება, ნახშირბადის ემისიების შემცირება და გადამუშავებად ან მრავალჯერადად გამოყენებად შეფუთვაზე გადასვლა”, – განაცხადა სასმელების სტრატეგიული ბიზნესის განყოფილების ხელმძღვანელმა ფილიპ ნავრატილმა. კომპანია კვლავ მუშაობს ზუსტი ინვესტიციების ოდენობის განსაზღვრაზე, თქვა მან.

Nestle-ე დაანონსებულ ინვესტიციებს შემდეგი მიმართულებებით გამოიყენებს:

  • ფერმერთა ჯგუფებისათვის მარაგების მოკვლევის ნებართვა, რომლებიც აკმაყოფილებენ ტყეების გაჩეხვის და ადამიანის უფლებების გარკვეულ სტანდარტებს.
  • უფრო მეტის გადახდა იმ მწარმოებლებისთვის, რომლებიც ეკოლოგიურად უძღვება ყავის მარცვლებს.
  • ეკო-მეგობრული და ეთიკური სტანდარტების მონიტორინგი, მათ შორის მესამე მხარის აუდიტი კომპანიის მდგრადობის მაჩვენებლების დასადგენად.
  • ნახშირბადის ემისიების შემცირება, როგორც ფერმერულ დონეზე, ასევე საკუთარი წარმოების პროცესშიც და 2025 წლისთვის გადამუშავებადი ან მრავალჯერადად გამოყენებადი შეფუთვის გამოყენება.

 

სტატიაზე მუშაობდა: მაია ბურდული და სალომე აბუაშვილი

წყარო : https://www.infobae.com/en/2021/01/21/nestle-to-double-sustainability-spending-at-nescafe-coffee-brand/?fbclid=IwAR27QGyk7cNNi4pt7_XMZt254zYmUB1n8HzO4NOswc5Cqmu19LNwdRipki0

ნახვები : 24 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ევროპის ქალაქებს შორის ყველაზე ცუდი ჰაერი მადრიდში და ბრეშაშია
შემდეგი პოსტი
PepsiCo გვპირდება, რომ 2040 წლისთვის იქნება ნახშირბად-ნეიტრალური კორპორაცია

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ესპანეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი წინასაზაფხულო სითბური ტალღების პერიოდია
  • პალეონტოლოგების თქმით კლიმატური კრიზისის შედეგად ადამიანების დაპატარავებაა მოსალოდნელი
  • ნანოსენსორი ნაყოფზე არსებულ პესტიციდებს წუთებში ამოიცნობს
  • „კლიმატური რყევები“ საკვების კრიზისის მიზეზია, ნათქვამია გაეროს განცხადებაში
  • როგორ იცვლებოდა ჩვენი პლანეტა დროთა განმავლობაში?
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ორშაბათი, 15, აგვ
ესპანეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი წინასაზაფხულო სითბური ტალღების პერიოდია
შაბათი, 13, აგვ
პალეონტოლოგების თქმით კლიმატური კრიზისის შედეგად ადამიანების დაპატარავებაა მოსალოდნელი
შაბათი, 13, აგვ
ნანოსენსორი ნაყოფზე არსებულ პესტიციდებს წუთებში ამოიცნობს
შაბათი, 13, აგვ
„კლიმატური რყევები“ საკვების კრიზისის მიზეზია, ნათქვამია გაეროს განცხადებაში
პარასკევი, 12, აგვ
როგორ იცვლებოდა ჩვენი პლანეტა დროთა განმავლობაში?
პარასკევი, 12, აგვ
რა არის ბიომრავალფეროვნება და როგორ ვიცავთ მას?

Welcome back,