GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ევროპის ქალაქებს შორის ყველაზე ცუდი ჰაერი მადრიდში და ბრეშაშია

Homepage მსოფლიო ევროპის ქალაქებს შორის ყველაზე ცუდი ჰაერი მადრიდში და ბრეშაშია
მსოფლიო

ევროპის ქალაქებს შორის ყველაზე ცუდი ჰაერი მადრიდში და ბრეშაშია

აპრილი 11, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
903 ნახვა
ნახვები : 103

ახალი კვლევის მიხედვით, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, აზოტის-დიოქსიდით გამოწვეული ადრეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპაში ყველაზე მაღალია, ხოლო იტალიის ქალაქ ბრეშაში, ჰაერის ხარისხით გამოწვეული სიკვდილიანობა, მყარი ნაწილაკების მაღალ კონცენტრაციას უკავშირდება.

კვლევის მიხედვით, რომელიც 18 იანვარს „The Lancet Planetary Health Journal“-მა გამოაქვეყნა,  ევროპის მოსახლების 84% ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ ნორმაზე მაღალ დაბინძურების გარემოში ხვდებიან. ეს პირველი კვლევაა, რომელიც აფასებს ადრეული სიკვდილიანობისა და ჰაერის დაბინძურების კავშირს ევროპის ქალაქებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებას შეუძლია წელიწადში 52,000-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს.

საშა ხომენკოსა და სხვა მკვლევარების მიხედვით, “Barcelona Institute for Global Health”-იდან, აზოტის-დიოქსიდთან დაკავშირებული მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი, მჭიდროდ დასახლებულ, ევროპის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილებში, კავშირშია მანქანების გამონაბოლქვთან.

ჰაერში, აზოტის-დიოქსიდის მაღალი კონცენტრაცია გამოწვეულია ძველი დიზელის მოდელის ავტომანქანების მიერ ჰაერის დაბინძურებით. მყარი ნაწილაკები, ანუ PM2.5 ჰაერში ხვდება ავტომობილების, საყოფაცხოვრებო წვის პროცესებისა და ინდუსტრიული აქტივობის შედეგად.

სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების ან ქარხნების ენერგიით მომარაგებისთვის, საწვავის დაწვით გამოყოფილი  მყარი ნაწილაკები ადამიანის თითქმის ყველა ორგანოში ხვდება.

მრავალი კვლევა არსებობს, რომელიც ამყარებს შემდეგ მოსაზრებას: მაღალი დაბინძურების მქონე გარემოში, იზრდება გულსისხლძარღვთა დაავადებების, გულის შეტევის, ასთმის, პნევმონიისა და ფილტვის კიბოს რისკი. მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ დაბინძურებულ გარემოში კორონა ვირუსით სიკვდილის რისკი უფრო მაღალია.

 

სტატიაზე მუშაობდა : შაკო ღლონტი და ანა კუხაშვილი

წყარო : https://www.bloomberg.com/news/articles/2021-01-20/madrid-brescia-rank-worst-in-europe-for-air-pollution-mortality


წინა პოსტი
დაბინძურების საწინააღმდეგო ღონისძიებები მეხიკოში
შემდეგი პოსტი
Nestle აპირებს გაზარდოს ეკო-ინვესტირება Nescafe-ს ყავის ბრენდში

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
  • როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 1, ნოე
COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
შაბათი, 17, ოქტ
როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone

Welcome back,