GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

პროტესტის შემდეგ ბათუმის ბულვარის დირექტორი გაათავისუფლეს, ამბავი ტელევიზიით გაიგო

Homepage საქართველო პროტესტის შემდეგ ბათუმის ბულვარის დირექტორი გაათავისუფლეს, ამბავი ტელევიზიით გაიგო
საქართველო

პროტესტის შემდეგ ბათუმის ბულვარის დირექტორი გაათავისუფლეს, ამბავი ტელევიზიით გაიგო

აპრილი 12, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
1031 ნახვა
ნახვები : 156

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კრიტიკული დასკვნა დასახელდა.

ჯინჭარაძე ამბობს, რომ მისი გათავისუფლების შესახებ ტელევიზიიდან შეიტყო.

“როგორც თქვენ გაიგეთ, ისე გავიგე აჭარის ტელევიზიიდან და მერე დამიდასტურა ფინანსთა სამინისტროს აპარატის ხელმძღვანელმა.  მიზეზი არ ვიცი, ბრძანება არ მინახავს ჯერ, ალბათ ხვალ დილას ვნახავ”, – განუცხადა ფორმულას ჯინჭარაძემ.

ის მომხდარს მის მეირ გამოხატულ პროტესტს უკავშირებს, როდესაც შპს ბათუმი თაუერისთის პლაჟის ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარის წესით გადაცემას შეეწინააღმდეგა.

“ეს არის ბოლო მოვლენების და ჩემი ყოველდღიური პროტესტის შედეგი. ორ დღეში მოდის განაშენიანების დოკუმენტი, რაზეც ორი წელია ვმუშაობთ და ორი დღით ადრე მათავისუფლებენ“, – განაცხადა ჯინჭარაძემ.

რაც შეეხება მისი გათავისუფლების მიზეზად აუდიტის დასკვნის დასახელებას, ჯინჭარაძე აღნიშნულს აბსურდს უწოდებს.

“ნახავს ყველა ამ დოკუმენტში, აუდიტის დასკვნაში რაც წერია. ორი წელი მიმდინარეობს ეს საქმე, პროკურატურამ, ანტიკორუფციულმა გაიარა და არავის დავუჭერივარ, ახლა გახდა კორუფციული გარიგება? უზრდელები არიან და არ ვიცი რა ვთქვა. ყველაფერი ნათელია და გამოჩნდება. რომელი ხის ტოტზეც ისხდნენ ის მოიჭრეს, დასასრულის დასაწყისი დაიწყეს, ბინძურად”, – თქვა ირაკლი ჯინჭარაძემ.

 

წყარო : https://formulanews.ge/News/48680?fbclid=IwAR3kB4v-ue-QkbWVvv1AbabSuQYjuSTEMvI9qcOCket6DjYBhwH-o8V_RVY


წინა პოსტი
„ულტიმატუმები ჩვენთვის მიუღებელია“ – მინისტრი „ნამახვანჰესის“ პრობლემაზე
შემდეგი პოსტი
ახალი სწრაფი ველო გზა ტიუბინგენისთვის

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,