GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

„ULEZ“ – „ყველაზე დაბალი გამონაბოლქვის ზონა“ – მთელს ლონდონს დაფარავს

Homepage მსოფლიო „ULEZ“ – „ყველაზე დაბალი გამონაბოლქვის ზონა“ - მთელს ლონდონს დაფარავს
მსოფლიო

„ULEZ“ – „ყველაზე დაბალი გამონაბოლქვის ზონა“ – მთელს ლონდონს დაფარავს

იანვარი 23, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
416 ნახვა
ნახვები : 28
  • ლონდონის მერმა სადიქ ხანმა განაცხადა, რომ გაფართოვდება „ყველაზე დაბალი გამონაბოლქვის ზონა“ („ULEZ“). ადგილობრივი მაცხოვრებლების 80% გაფართოების წინააღმდეგია.
  • ხანმა აღნიშნა, რომ ლონდონის მასშტაბით „ULEZ“-ის გაფართოება არ ყოფილა „მარტივი გადაწყვეტილება“, მაგრამ „საბოლოოდ, საზოგადოებრივი ჯანდაცვა პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე უფრო მნიშვნელოვანია“.
  • სატრანსპორტო სქემის ფონდი 110 მლნ. ფუნტი სტერლინგით გაიზრდება და ის, ვინც უფრო დამაბინძურებელ მანქანას ჩააბარებს, მიიღებს სამგზავრო ბარათს. გეგმის მიხედვით,  შშმ მძღოლები 2027 წლამდე საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ.

 

ლონდონის მერმა, მიუხედავად მოქალაქეთა „აბსოლუტური“ ოპოზიციისა, განაცხადა, რომ ლონდონის „ყველაზე დაბალი გამონაბოლქვის ზონა“ („ULEZ“) გასაფართოებელია, რათა მთელი ლონდონი დაფაროს.

2023 წლის 29 აგვისტოდან, ყველაზე მეტად დამაბინძურებელი მანქანის მძღოლები დღეში 12,50 ფუნტ სტერლინგს გადაიხდიან „Greater London Authority“-ის საზღვრებში შესასვლელად.

საჯარო განხილვისას დადგინდა, რომ დაზარალებულ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის 80% ეწინააღმდეგებოდა ზონის გაფართოებას.

თუმცა მერი სადიქ ხანი ამბობს, რომ უფრო სუფთა ჰაერით ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს სარგებელს.

 

„ULEZ“-ის გაფართოება: რა გავლენას მოახდენს ეს მოქალაქეებზე?

 

მისტერ ხანის თქმით, „ამ დრომდე „ULEZ“-ი ტრანსფორმაციული იყო და ცენტრალური ლონდონის მავნე დაბინძურების დონეები თითქმის გაანახევრა. თუმცა იქ ჯერაც ძალიან დიდია ჰაერის ქიმიური დაბინძურება, რომელიც  მუდმივად აზიანებს ახალგაზრდა ლონდონელების ჯანმრთელობას და ყოველწლიურად ათასობით ნაადრევ სიკვდილს იწვევს, ხოლო სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ლონდონის გარეუბნებშია“.

2019 წელს შემოღებული სქემის მიხედვით, მძღოლები იხდიან გადასახადს ლონდონის ჩრდილოეთისა და სამხრეთის წრიულ გზებზე შესასვლელად, თუმცა დედაქალაქის გარეთ გადასახადი არ არის დაწესებული.

შეუსაბამო მანქანების მფლობელები, რომლებიც „ULEZ“-ში ცხოვრობენ, ყოველდღიური გადასახადებისგან არ გათავისუფლდებიან.

მერის ოფისში დარწმუნებული არიან, რომ ლონდონში რეგულარულად გადაადგილდება  200 000 შეუსაბამო ავტომობილი, რომელთა სწრაფ შემცირებასაც ელოდებიან.

ედრიენმა, მძღოლმა სამხრეთ ლონდონიდან, BBC-ის უთხრა, რომ ამჟამად ამ ზონაში მუშაობს და მანქანას რეგულარულად  საზღვრის გარეთ ტოვებს, სამსახურამდე კი ფეხით მიდის, რათა ფული დაზოგოს. შემდეგი აგვისტოდან ის იმავე მოგზაურობისთვის დღეში 12,50 ფუნტ სტერლინგს გადაიხდის, რის გამოც ის თავს „გამოჭერილად“ გრძნობს.

თუმცა ამბობს, ესმის, რომ „ჩვენ ჰაერის გასუფთავება გვსურს“.

საჯარო განხილვისას, მოპასუხეთა 60% გაფართოების გეგმის წინააღმდეგი იყო. „Outer London”-ის მობინადრეთა 70%, ხოლო დასაქმებულთა 80% ამ იდეის წინააღმდეგია.

კონსერვატორებმა „The Greater London Authority“(GLA)-იდან მოწინააღმდეგეები „აბსოლუტურებად“ და „შემაძრწუნებლებად“ დაახასიათეს და გააკრიტიკეს მერი, საზოგადოების პასუხის მიუხედავად, გეგმის შესაბამისად დაჟინებული მოქმედებისათვის.

კონსერვატორების სატრანსპორტო სპიკერი ნიკ როჯერსი  გეგმის  ვადების წინააღმდეგ გამოვიდა.

„ახლა არ არის შესაფერისი დრო,  ვაიძულოთ ლონდონელები, ყოველდღიური საცხოვრებელი ხარჯებიდან იხადონ 12,50 ფუნტი სტერლინგი“.

„ბინადრებმა თავიანთი ხედვა მკაფიოდ დააფიქსირეს მერთან: მათ არ სურთ „ULEZ“-ის გაფართოება. მერმა მათ უნდა მოუსმინოს, გააუქმოს ეს გეგმები და დაზოგილი 250 მლნ. ფუნტი სტერლინგი გამოიყენოს იმ რეალური მიზნებისთვის, რომელიც ებრძვის ჰაერის დაბინძურებას“.

„Outer London”-ის ზოგმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ იქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის ისეთი საიმედო ან ეფექტიანი, როგორც დედაქალაქის სხვა ნაწილებში.

კონსერვატორი დეპუტატი კარშალტონისთვის და უილინგტონის დეპუტატი ელიოტ კოლბურნმა თქვა, რომ „ძალიან გაბრაზდა“  და გაფართოება დაახასიათა „ამაზრზენ მოქმედებად“.

მისტერ ხანი ამბობს, რომ მისთვის „მთავარი განსახილველი“ ცხოვრების ღირებულებაა და დასძინა, რომ ეს გეგმა მძღოლებზე ზემოქმედების შესამსუბუქებლად შეიმუშავეს.

მან აღნიშნა, რომ ლონდონის მასშტაბით „ULEZ“-ის გაფართოება არ ყოფილა „მარტივი გადაწყვეტილება“, მაგრამ „საბოლოოდ, საზოგადოებრივი ჯანდაცვა პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე უფრო მნიშვნელოვანია“.

სატრანსპორტო სქემის ფონდი 110 მლნ. ფუნტი სტერლინგით გაიზრდება  და ის, ვინც უფრო დამაბინძურებელ მანქანას ჩააბარებს, ასევე მიიღებს სამგზავრო ბარათს. გეგმის მიხედვით,  შშმ მძღოლები 2027 წლამდე საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ.

მერიამ ასევე განაცხადა, რომ „Outer London”-ში განვითარდება ავტობუსების ქსელი.

მცირე ბიზნესების ფედერაციას, რომელიც ეწინააღმდეგებოდა „ULEZ”-ის ნებისმიერ გაფართოებას, სჯერა, რომ ეს ამბავი მძიმე დარტყმა იქნება „Outer London”-ში მცხოვრები მისი წევრებისათვის.

მათ შორისაა ლინდა ქუეილი, რომელიც საქორწილო მაღაზიას ფლობს და მართავს სოფელ ბექსლიში, რომელიც გაფართოებულ ზონაში მოხვდება.

„ჩემი მომხმარებლების უმეტესობამანქანას მართავს და „ULEZ“-ის გადასახადის დამატებით, ისინი უბრალოდ თავს არ შეიწუხებენ. ჩემთან მოსასვლელი სხვა გზა არ არსებობს. ლოქდაუნს გადავურჩი და ახლა კიდევ ეს ყველაზე ნაკლებად მჭირდებოდა“.

როზამუნდ ადო-კისი-დებრა, სუფთა ჰაერის კამპანიის მონაწილე სამხრეთ ლონდონიდან,  გაფართოებას უწოდებს „დიდ ნაბიჯს სწორი მიმართულებით“.

გასულ წელს (2021)  კორონერმა დაადგინა, რომ ელა, მისი 9 წლის გოგონა, ნაწილობრივ  ოჯახის ლუიშამში მდებარე სახლთან არსებული ჰაერის დაბინძურების მიზეზით გარდაიცვალა.

„როდესაც ელას საქმის გამოძიება მიდიოდა, ექსპერტები ავიყვანეთ, რომ გარკვეული რეკომენდაციები მოეცათ და ყველა მათგანის ეთანხმებოდა „ULEZ“-ის გაფართოებას, როგორც რაღაც ისეთს, რაც საჭიროა ლონდონის ჰაერის გასაწმენდად“.

თუმცა „TFL“(Transport for London)-ის ბოლო მოხსენების თანახმად დადგინდა, რომ ზონას შეზღუდული ეფექტი აქვს დაბინძურების დონეებზე და ზოგიერთმა საავტომობილო ჯგუფმა განაცხადა, რომ ეს მძღოლების უსამართლო დასჯაა.

ბრიტანელ მძღოლთა ალიანსს სჯერა, რომ მისტერ ხანმა  გეგმაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სარგებელი გააზვიადა.

„„Transport for London“-ს უზარმაზარი ხვრელი აქვს თავის ბიუჯეტში და მერი ხანი ამ ხვრელის ამოვსებას ნებისმიერი საშუალებით ცდილობს“, თქვა კომპანიის პოლიტიკის ხელმძღვანელმა ბრაიენ გრიგორიმ.

„ვფიქრობ, სავარაუდოა, რომ ამ გზაზე მისტერ ხანს სამართლებრივი გამოწვევები შეხვდება“.

 

სტატიაზე მუშაობდა : თაკო ჩუმაშვილი და გიგი ჭითანავა

წყარო : www.bbc.com

23 იანვარი 2023 წელი


წინა პოსტი
შოტლანდიაში ფოიერვერკების აფეთქება კანონით მკაცრად დარეგულირდება: არასათანადო დროს პიროტექნიკის გამოყენება 5000 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ჯარიმით დაისჯება
შემდეგი პოსტი
ნიუ ჯერსის შინაგან საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ ფოიერვერკების გაყიდვაზე უფრო მკაცრ შეზღუდვებს დააწესებს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,