შოტლანდიაში ფოიერვერკების აფეთქება კანონით მკაცრად დარეგულირდება: არასათანადო დროს პიროტექნიკის გამოყენება 5000 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ჯარიმით დაისჯება
- შოტლანდიაში პიროტექნიკისა და ფოიერვერკების გამოყენება კანონით შეიზღუდა და მხოლოდ 18:00-23:00 საათებშია ნებადართული
- მსგავსი რეგულაციების შემოღება მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყანაში 18 წელს მიუღწეველ პირებზე ფოიერვერკების გაყიდვა აიკრძალა
- მნიშვნელოვან დღესასწაულებზე – „კოცონის ღამეს“, ახალი წლის ღამეს, ჩინური ახალი წლის ღამეს და „დივალის ღამეს“ – ფოიერვერკების აფეთქება შუაღამემდე ან ღამის პირველ საათამდე იქნება ნებადართული.
„კოცონის ღამეს“ (Bonfire Night) ფოიერვერკების აფეთქების პერიოდი გაახანგრძლივეს, თუმცა არასათანადო საათებში პიროტექნიკის გამოყენებისათვის სერიოზული ჯარიმები დაწესდა.
შოტლანდიაში შეუსაბამო დროს ფოიერვერკების აფეთქება კანონდამრღვევთათვის სერიოზული ჯარიმებითა და პატიმრობითაც კი შეიძლება დასრულდეს.
გასულ წელს დამატებითი რეგულაციები დაწესდა კანონში, რომელიც პიროტექნიკის გამოყენებას ეძღვნება. მათ შორისაა ფოიერვერკებისთვის ნებადართული, კონკრეტული საათების გამოყოფა,. ამ საათების გარდა, ფოიერვერკების გამოყენება კანონდარღვევად ჩაითვლება. ეს პუნქტი ძალაში 2022 წლის 5 ნოემბრიდან შევიდა.
ნებადართული საათების მიღმა ფოიერვერკებისა და პიროტექნიკის აფეთქება დაჯარიმდება 90 ფუნტი სტერლინგით. ჯარიმის მაქსიმალური რაოდენობა შეიძლება 5000 ფუნტი იყოს და 6-თვიანი პატიმრობის შეფარდებითაც დაასრულდეს.
რომელ საათებში შეიძლება ფოიერვერკების აფეთქება?
შოტლანდიელებს უფლება აქვთ, 18:00-23:00 საათებში გაუშვან ფოიერვერკები, მაგრამ წლის ზოგიერთ დღეებში ეს პერიოდი გახანგრძლივდება. „კოცონების ღამე“ სწორედ ერთ-ერთი ასეთი დღეა, როდესაც ფოიერვერკების აფეთქება შუაღამემდეა ნებადართული.
სხვა მსგავსი დღეებია ახალი წლის ღამე, ჩინური ახალი წლის ღამე და დივალის ღამე. ამ დღესასწაულებზე ფოიერვერკების აფეთქება 18:00-01:00 საათებშია დაშვებული.
მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფები ამ წესებისგან გათავისუფლდნენ და უფლება მიეცათ, ფოიერვერკები 07:00-18:00 საათებშიც ააფეთქონ. ესენია:
- საქველმოქმედო, რელიგიური, რეკრეაციული ჯგუფები და პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებსაც ზეიმების ორგანიზება შეუძლიათ 07:00-18:00 საათებში.
- ფოიერვერდების შოუების ოპერატორები და ოფიციალური ორგანიზატორი კომპანიები. მათ შეუძლიათ ფოიერვერკების გაშვება საზეიმო ღონისძიებების, ხსოვნის დღეების, საჯარო მსვლელობების და სხვა ღონისძიებების დროს, 07:00-18:00 საათებში. ამისთვის მათ არ დასჭირდებათ სპეციალური ნებართვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან.
- საწარმოებს, რომლებიც ფოიერვერკების წარმოებითა და გადაზიდვით არიან დაკავებულები, პიროტექნიკის აფეთქება 07:00-18:00 საათებშიც შეეძლებათ.
ზემოხსენებული რეგულაციები მას შემდეგ დაწესდა, რაც 2022 წლის დასაწყისში, ახალი კანონით, არასრულწლოვნებზე (18 წელს მიუღწეველ პირებზე) ფოიერვერკების გაყიდვა აიკრძალა. აგრეთვე, ფოიერვერკების გამოყენებით განხორციელებული, ნებისმიერი ტიპის თავდასხმა სამართალდამცავებზე განიხილება დამამძიმებელ გარემოებად, რომელსაც სასამართლო განაჩენის გამოტანისას გაითვალისწინებს.
სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და მეგი რუსია
წყარო : www.dailyrecord.co.uk
21 იანვარი 2023 წელი.