GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ნიუ ჯერსის შინაგან საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ ფოიერვერკების გაყიდვაზე უფრო მკაცრ შეზღუდვებს დააწესებს

Homepage მსოფლიო ნიუ ჯერსის შინაგან საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ ფოიერვერკების გაყიდვაზე უფრო მკაცრ შეზღუდვებს დააწესებს
მსოფლიო

ნიუ ჯერსის შინაგან საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ ფოიერვერკების გაყიდვაზე უფრო მკაცრ შეზღუდვებს დააწესებს

იანვარი 23, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
484 ნახვა
ნახვები : 19

 

ჯერსის შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მისი უფლებამოსილების პერიოდში ფოიერვერკების გაყიდვაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები იქნება შემოღებული.

დეპუტატი ჰელენ მაილსი ეხმაურებოდა კუნძულის მაცხოვრებლების შუამდგომლობას, რომლებიც ითხოვდნენ, აეკრძალათ “ფოიერვერკის აფეთქება”, რათა შეჩერებულიყო ცხოველების დასტრესვა.

მისი თქმით, ამჟამად ჯერსიში 120 დბ-ზე ხმამაღალი ფოიერვერკების იმპორტი არ არის ნებადართული, მაგრამ რადგან მწარმოებლები არ იყენებენ სტანდარტიზებულ მეთოდს იმის შეფასებისთვის, თუ რამდენად ხმაურიანია პიროტექნიკური პროდუქტები, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოთხოვნილი აკრძალვა აღსრულდეს.

დეპუტატი მაილსი ამბობს, რომ სანამ საცალო ვაჭრებს შეუძლიათ პროდუქტების გაყიდვა, როგორც “მშვიდი”, “ჩუმი” ან “დაბალი ხმაური”, კანონი არ შეიძლება აღსრულდეს.

მან დასძინა, რომ კანონში რეფორმები, რომლებიც ფოიერვერკის გაყიდვის საშუალებას იძლევა, რამდენიმე წლის წინ უნდა ყოფილიყო შემოთავაზებული, მაგრამ ვერ განხორციელდა კორონა ვირუსის პანდემიის გამო.

მინისტრი ვალდებულია, განაახლოს ჯერსის ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ კანონი უფლებამოსილების ვადის ბოლომდე, გააძლიეროს კონტროლი ფოიერვერკების მიწოდებასა და ფლობაზე.

დეპუტატი მაილსი ამბობს, რომ მას სურს პიროტექნიკის გაყიდვაზე უფრო მკაცრი კონტროლი დაწესდეს – “განსაკუთრებით უფრო დიდი და (სავარაუდოდ) ხმამაღალი ტიპის პიროტექნიკაზე.”

„ბალანსი უნდა მოიძებნოს ადამიანებისა და ცხოველების უფლებასა და ცალკეულ პირთა უფლებენს შორის.

”რა თქმა უნდა, არსებობს ძლიერი არგუმენტი, რომ არსებული მარეგულირებელი ღონისძიებები არასაკმარისია და [მე] არ ვუჭერ მხარს ამჟამინდელ ნებადართულ ღონისძიებებს ფოიერვერკების საზოგადოებისთვის.პირდაპირი მიყიდვის შესახებ.”

 

სტატიაზე მუშაობდა : ალექსანდრე ფიფია და მარიამ მდინარაძე

წყარო : www.itv.com

23 იანვარი 2023 წელი.


წინა პოსტი
„ULEZ“ – „ყველაზე დაბალი გამონაბოლქვის ზონა“ – მთელს ლონდონს დაფარავს
შემდეგი პოსტი
ექსტრემალურ სიცხეში მუშაობა ნაყოფზე მძიმედ მოქმედებს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,