GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ცეცხლმოკიდებული გემიდან პლასტმასის ნალექის დაღვრამ შრი-ლანკას ისტორიაში ყველაზე მძიმე სანაპიროს დაბინძურება გამოიწვია

Homepage მსოფლიო ცეცხლმოკიდებული გემიდან პლასტმასის ნალექის დაღვრამ შრი-ლანკას ისტორიაში ყველაზე მძიმე სანაპიროს დაბინძურება გამოიწვია
მსოფლიო

ცეცხლმოკიდებული გემიდან პლასტმასის ნალექის დაღვრამ შრი-ლანკას ისტორიაში ყველაზე მძიმე სანაპიროს დაბინძურება გამოიწვია

ივლისი 3, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
423 ნახვა
  • შრი ლანკაში აზოტის მჟავითა და სხვა ქიმიკატებით დატვირთული გემი დაიწვა და ნივთიერებები წყალში ჩაიღვარა.
  • „ვერავინ იტყვის იმას, რამდენი ხანი დარჩება დაბინძურების ნარჩენები,“ ამბობს 30 წლის მეთევზე. „ამას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე წელი ან ათწლეული, მაგრამ რა მოხდება ჩვენს, ადამიანების ცხოვრებაში?“
  • „ნალექმა შეიძლება შთანთქოს ქიმიკატები გარემოდან და გაიჟღინთოს მათით,“ ამბობენ ბიოლოგები. „ეს პრობლემაა, რადგან ჩვენ თუ მივირთმევთ თევზს, მასთან ერთად ვიღებთ ამ ქიმიკატებსაც.“

 

ქიმიურად დამძიმებული გემი  შრი-ლანკას სანაპიროზე ოთხშაბათს, ორკვირიანი წვის შემდეგ ჩაიძირა.

ეს შემთხვევა უკვე აღიარეს ყველაზე ცუდ საზღვაო კატასტროფად ქვეყნის ისტორიაში, რადგან პლასტმასის ტონობით ნალექმა უკვე დააბინძურა სათევზაო ადგილები და გამორიყა თევზები ნაპირებზე, განაცხადა როიტერმა.

„ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სანაპიროს დამძიმების უმძიმესი შემთხვევაა,“ განაცხადა შრი-ლანკის საზღვაო დაცვის თავმჯდომარე დარშანი ლაჰანდაპურამ.

გემს, რომელიც სინგაპურში რეგისტრირებული საცავი ხომალდია სახელწოდებით MV X-Press Pearl-ია,   ცეცხლი 20 მაისს გაუჩნდა შრი-ლანკის დასავლეთ სანაპიროდან გასვლის შემდეგ მომხდარი აფეთქების გამო. მას მიჰქონდა 1486 კონტეინერი, მათ შორის 25 ტონა აზოტის მჟავა და სხვა ქიმიკატები. რამდენიმე ქიმიკატით სავსე ცეცხლმოკიდებული კონტეინერი ბორტიდან გადავარდა.  თუმცა სავარაუდოა, რომ ტვირთის უდიდესი ნაწილი ცეცხლის ალში განადგურდა.

დღემდე ამ ინციდენტის უდიდესი ზარალი პლასტიკური ნალექია. მთავრობამ ოთხშაბათიდან აკრძალა 50 მილის ტერიტორიაზე თევზაობა 5600 ნავის შეჩერებით, აცხადებს როიტერი.

„ამის მსგავსი ჯერ არაფერი მინახავს,“ ამბობს 47 წლის სასტუმროს მომუშავე ქალაქ ნეგომბოდან ნიუ იორკ თაიმსთან ინტერვიუში. „ როცა მე ეს პირველად ვნახე, სამი ან ოთხი დღის წინ, სანაპირო მთლიანად ნალექით იყო დაფარული. ეს თევზის თვალებს გავდა.“

აღნიშნული მოვლენის შედეგად ზიანდება როგორც რეგიონის ჰიდროსფერო, ისე ის ადამიანები, რომელთა ცხოვრებიც წყარო თევზაობაა. ქიმიკატებისა და სხვა დანახშირებული ნივთიერებების ნარჩენები ქვიშაში ორი ფუტის სიღრმეშიც კი იპოვეს. არსებობს შიში იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი ავნებს წყალქვეშა მცენარეებსა და მარჯნის რიფებს, ეს კი გაართულებს თევზებისთვის ვიწრო წყლებში გამრავლებას.

„ვერავინ იტყვის იმას, რამდენი ხანი დარჩება დაბინძურების ნარჩენები,“ ამბობს 30 წლის მეთევზე. „ამას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე წელი ან ათწლეული, მაგრამ რა მოხდება ჩვენს, ადამიანების ცხოვრებაში?“

ამავდროულად, პლასტმასის ნარჩენებს შესაძლოა ჰქონდეს უფრო გრძელვადიანი გავლენა ადამიანთა ცხოვრებაზე.

„ნალექმა შეიძლება შთანთქოს ქიმიკატები გარემოდან და გაიჟღინთოს მათით,“ ამბობენ ბიოლოგები. „ეს პრობლემაა, რადგან ჩვენ თუ მივირთმევთ თევზს, მასთან ერთად ვიღებთ ამ ქიმიკატებსაც.“

გემმა ჩაძირვა ოთხშაბათს დაიწყო. სამაშველო ჯგუფი ეცადა, გემი უფრო უსაფრთხო ადგილას გადაეადგილებინა, მაგრამ მცდელობა აბსოლუტურად წარუმატებელი გამოდგა.

CNN-ის ცნობით, არსებობს შემაშფოთებელი ვარაუდი, რომ ეს ეკოლოგიური კატასტროფა უარეს ფაზაში გადაიზრდება.

 

სტატიაზე მუშაობდა : დეა კუსიანი და სალომე აბუაშვილი

წყარო : www.ecowatch.com

ნახვები : 477 2 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ადამიანების მიერ გამოწვეული გლობალური დათბობა „სიცხით გარდაცვალების მესამედზე მეტს იწვევს“
შემდეგი პოსტი
ჰაერის დაბინძურება გავლენას ახდენს შემეცნებაზე

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
  • NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
  • სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ორშაბათი, 25, სექ
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 25, სექ
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
ორშაბათი, 18, სექ
NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
ორშაბათი, 18, სექ
სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
სამშაბათი, 12, სექ
საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
სამშაბათი, 12, სექ
ათეულობით კომპანია, რომლებიც ამაყობს მწვანე სერტიფიკატით, ვერ აგვარებს ბიზნეს ფრენებისას არსებული გამონაბოლქვის პრობლემას

Welcome back,