GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ჰაერის დაბინძურება გავლენას ახდენს შემეცნებაზე

Homepage მსოფლიო ჰაერის დაბინძურება გავლენას ახდენს შემეცნებაზე
შემეცნებითი, მსოფლიო

ჰაერის დაბინძურება გავლენას ახდენს შემეცნებაზე

ივლისი 6, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
1186 ნახვა
ნახვები : 119
  • კარნეგი მელონის უნივერსიტეტის მკვლევრების აზრით, მტვრის მყარი ნაწილაკების (PM2.5) ზემოქმედება აზიანებს მოზარდების კოგნიტურ ფუნქციას.
  • კოლუმბიის უნივერსიტეტის მეილმანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის მკვლევრებმა, დაადგინეს, რომ ჰაერის დაბინძურების მოკლევადიანმა ზემოქმედებამ შეიძლება ხანდაზმულ მამაკაცთა შემეცნებითი უნარი შეაფერხოს.

4,6 მილიონი Lumosity–ის შვიდი თამაშის მომხმარებლებზე დაკვირვების შედეგად, მიღებული მონაცემების გამოყენებით, მკვლევრებმა შეისწავლეს PM2.5 ნაწილაკების გავლენა შვიდ კოგნიტურ სფეროში: ვერბალური, ყურადღება, მოქნილობა, მეხსიერება, მათემატიკა, სიჩქარე და პრობლემების გადაჭრა.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამ შვიდ სფეროს შორის, მეხსიერებაზე ყველაზე ძლიერ გავლენას ახდენდა. ავტორებმა აღნიშნეს, რომ ამას გავლენა აქვს ისეთ პროფესიებზე, რომლებიც, სავარაუდოდ განიცდიან PM2.5 მყარი ნაწილაკების დიდ ზემოქმედებას.

ავტორებმა ასევე დაადგინეს, რომ PM2.5 მაღალი დონის ზემოქმედება, ამძაფრებს შემეცნებითი უნარების უთანასწორობას.

ეს ნიშნავს, რომ დაბალი შესაძლებლობის მქონე პირები შეიძლება ყველაზე მეტად დაზარალდნენ მყარი ნაწილაკებით. მკვლევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ ეს დამადასტურებელი მტკიცებულებაა იმისა, რომ ინვესტიციები გარემოს ხარისხში პროგრესულია, რაც მნიშვნელოვანი აღმოჩენაა შეერთებულ შტატებში, შემოსავლების უთანასწორობის ბოლოდროინდელი ზრდის ფონზე.

ანალიზმა ასევე ცხადყო, რომ 50 წლამდე ასაკის პირები – მშრომელ ასაკში მყოფი მოსახლეობა, შეიძლება ყველაზე მეტად დაზარალდნენ ჰაერის დაბინძურების თანამედროვე ზემოქმედებით.

ამ მიგნებებზე დაყრდნობით, ავტორებმა დაასკვნეს, რომ PM2.5 მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, თუნდაც არსებულ 24–საათიან გარემოს დაცვის სააგენტოს ჰაერის ხარისხის სტანდარტებზე (35მკგ/მ3) და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ჰაერის ხარისხის სახელმძღვანელო მნიშვნელობაზე (25 მკგ /მ 3).

ავტორების თქმით, ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამ ნიშნულების შემცირებით, შეიძლება დამატებითი სარგებლის მიღება.

კვლევაში ნათქვამია: ”პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ გარემოზე მიყენებული ზიანის გავლენა, როდესაც შეიმუშავებენ ახალგაზრდების სამუშაო ძალად გარდაქმნის პოლიტიკას და უფროსი ასაკის მუშაკების გადამზადების დროს, რათა წარმატებით შეიცვალონ კარიერა.”

ამასთან დაკავშირებით, კოლუმბიის უნივერსიტეტის მეილმანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის მკვლევრებმა, დაადგინეს, რომ ჰაერის დაბინძურების მოკლევადიანმა ზემოქმედებამ შეიძლება ხანდაზმულ მამაკაცთა შემეცნებითი უნარი შეაფერხოს.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ საშუალოდ PM2.5–ის ზემოქმედება 28 დღის განმავლობაში, ასოცირდება, გლობალური კოგნიტური ფუნქციის შემცირებასთან (GCF) და მინი–მენტალური მდგომარეობის გამოცდასთან (MMSE).

სტატიაზე მუშაობდა : ლედი ბოჟაძე

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
ცეცხლმოკიდებული გემიდან პლასტმასის ნალექის დაღვრამ შრი-ლანკას ისტორიაში ყველაზე მძიმე სანაპიროს დაბინძურება გამოიწვია
შემდეგი პოსტი
მორგან ფრიმანმა თავისი რანჩო ფუტკრების ნაკრძალად გადააკეთა და მილიონობით ადამიანის ინსპირაციად იქცა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,