GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

მორგან ფრიმანმა თავისი რანჩო ფუტკრების ნაკრძალად გადააკეთა და მილიონობით ადამიანის ინსპირაციად იქცა

Homepage მსოფლიო მორგან ფრიმანმა თავისი რანჩო ფუტკრების ნაკრძალად გადააკეთა და მილიონობით ადამიანის ინსპირაციად იქცა
მსოფლიო

მორგან ფრიმანმა თავისი რანჩო ფუტკრების ნაკრძალად გადააკეთა და მილიონობით ადამიანის ინსპირაციად იქცა

ივლისი 6, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
832 ნახვა
ნახვები : 191
  • ფუტკარი პლანეტაზე ვეგეტაციის საფუძველს ქმნის, ჩვენს ეკოსისტემაზე უდიდეს გავლენას ახდენს.
  • ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ უახლოეს მომავალში აკრძალოს კონკრეტული პესტიციდების გამოყენება.
  • კვლევებმა აჩვენა, რომ ისეთი მწერები, როგორიცაა ფუტკარი, ჭიანჭველა, ხოჭო, ქრებიან და ეს პროცესი 8-ჯერ უფრო დაჩქარებულია, პლანეტის სხვა ცოცხალ ორგანიზმებთან შედარებით

დღეისათვის მორგან ფრიმანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და დაფასებული მსახიობია ჰოლივუდში. ის წლების განმავლობაში იყო თავის სფეროში გამორჩეული, თუმცა, ბოლო პერიოდში, ის კარიერულ აჟიოტაჟს თავს არიდებს.

ახლახან გახდა ცნობილი რომ მორგან ფრიმანმა თავისი რანჩო ნაკრძალად გადააკეთა. მისისიპში, ვრცელ ტერიტორიაზე გადაჭიმული ეს ადგილი ბევრისთვის ინსპირაციული აღმოჩნდა. 84 წლის მსახიობის ამ ჰუმანიტარულმა ქმედებამ მსოფლიოს მის მიმართ სიყვარული კიდევ გაუმძაფრა. მან წარმატებით შეძლო 26 სკის მოშენება 124 აკრ რანჩოზე.

მორგან ფრიმანმა ამ ადგილას სკების გარდა, სხვადასხვა სახეობის ხეებიც დარგო,  ისეთი ჯიშის ხეები, რომელიც ფუტკრისათვის კარგ გარემოს ჰქმნის, მაგალითად, მაგნოლია, ლავანდა და სხვა. მან ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ სურს ხელი შეუშალოს ფუტკრის გადაშენების პროცესს. მას სურს, რომ ადამიანების მიერ პლანეტასთან გამართულ ბრძოლაში ამ უკანასკნელის მხარი დაიჭიროს.

მორგან ფრიმანი მეთაფლე ფუტკარს დიდ დახმარებას უწევს. სატელევიზიო სივრცესა და ეკრანზე იგი დიდხნიანი პაუზის შემდეგ პირველად 2014 წელს გამოჩნდა. ამ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ შეუპოვარი იქნებოდა გარემოს  დაცვისთვის, კერძოდ კი, ფუტკართა გადასარჩენად ყველანაირ ღონეს იხმარდა. მან აღნიშნა, რომ კაცობრიობა ჯერ კიდევ ვერ იაზრებს, თუ რა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფუტკარი პლანეტისთვის. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ფუტკარი პლანეტაზე ვეგეტაციის საფუძველს ქმნის, ეკოსისტემაზე უდიდეს გავლენას ახდენს.

მწერები წლიდან წლამდე ქრებიან, ან გადაშენების საფრთხის წინაშე დგანან,  ამის მიზეზი კი ჰაბიტატთა არარსებობაა. ამას გარდა, მცენარეების გადაშენებას იწვევს ადამიანთა მიერ ინსექტიციდებისა და პესტიციდების უკონტროლო გამოყენება.  ამ ყველაფერმა გამოიწვია როგორც გარემოს დამცველთა შეშფოთება, აგრეთვე ფერმერთა შეწუხებაც.

ახალი არავისთვისაა ის ფაქტი, რომ მცენარეთა დამტვერვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია ფერმერებისთვისა და გარემოსთვის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ უახლოეს მომავალში, აკრძალოს კონკრეტული პესტიციდების გამოყენება. ამ მანდატის მიზანია გადაშენებისგან დაიცვას ფუტკრები, ისევე როგორც სხვა გადაშენების პირას მყოფი მწერები.

მორგან ფრიმანს მეფუტკრეობა სურს

მიუხედავად იმისა, რომ ეს უდიდეს ენერგიასა და კონცენტრაციას მოითხოვს, მორგან ფრიმანს სურს მეფუტკრე გახდეს და მისისიპის შტატში მაინც შეუწყოს ხელი მათ განვითარებასა და გამრავლებას. მან აღნიშნა, რომ სპეციალურად მისთვის მებაღეც კი აიყვანა, ამის მიუხედავად, თავადაც აუარებელი რამის გაკეთება უწევს. მებაღე არა მხოლოდ უვლის უთვალავ ფუტკარს, არამედ ცდილობს მოიფიქროს ალტერნატიული საშუალებები მათი გამრავლების ხელშესაწყობად, მას სურს, რომ ფუტკართა ოჯახები მოამრავლოს. ამას გარდა, მან  მორგანს 140 მაგნოლიის ხე დაარგვევინა, რომლის ყვავილობაც უნიკალურია ფუტკრისათვის.

რაც ყველაზე საინტერესოა, მორგან ფრიმანი თაფლს არ აგროვებს თავის სკებიდან. ამის ნაცვლად, ის თაფლს „ზამთრის საკვებად“ ინახავს. ეს კიდევ უფრო დასაფასებელია იმის ფონზე, რომ თაფლზე მოთხოვნა უზომოდ გაზრდილია.

მორგან ფრიმანის ეს პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია პლანეტისთვის ორი ძირითადი მიზეზის გამო: პირველ რიგში, ის აჩვენებს, რომ ადამიანებს სასიკეთო ცვლილებების ჩადენაც შეუძლიათ. მეორე კი ის გახლავთ, რომ ფრიმანი ცნობადი სახეა, მსოფლიოს საყვარელი მსახიობია, მისი ეს ინიციატივა კი ადამიანებისთვის დიდი წახალისებაა.

არაერთი კვლევით მეცნიერები გვაფრთხილებენ პლანეტის მოსალოდნელ საშიშროებებზე, რომ მწერების უმეტესობა გადაშენების პირასაა მისული, მიუხედავად ამისა, ადამიანებს რეაგირება არ აქვთ. კვლევებმა აჩვენა, რომ ისეთი მწერები, როგორიცაა ფუტკარი, ჭიანჭველა, ხოჭო, ქრებიან და ეს პროცესი 8-ჯერ უფრო დაჩქარებულია, პლანეტის სხვა ცოცხალ ორგანიზმებთან შედარებით. იმედი აღარ რჩება, თუ რაიმეს არ შევცვლით მათ სასიკეთოდ, ზუსტად ისე , როგორც ეს მორგან ფრიმანმა გააკეთა.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნათია კურტანიძე და ვალერი გელოვანი

წყარო : theplanetvoice.com


წინა პოსტი
ჰაერის დაბინძურება გავლენას ახდენს შემეცნებაზე
შემდეგი პოსტი
ნიუ იორკი ააშკარავებს მოტივტივე საცურაო აუზებს, რომლებიც ყოველდღე 600,000 გალონ დაბინძურებულ წყალს დაასუფთავებს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
  • „We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ

Welcome back,