GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ერთ დღეში, დასავლეთ ამერიკის მოსახლეობის 68% დაზარალდა .

Homepage მსოფლიო ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ერთ დღეში, დასავლეთ ამერიკის მოსახლეობის 68% დაზარალდა .
მსოფლიო

ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ერთ დღეში, დასავლეთ ამერიკის მოსახლეობის 68% დაზარალდა .

აპრილი 27, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
168 ნახვა
  • ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (WSU) ჩაატარა კვლევა, რომელმაც სცადა შეეფასებინა, დაეცა თუ არა დასავლეთ აშშ-ის შტატებში ატმოსფერული ხარისხი ტყის ხანძრების გაზრდის შედეგად.
  • დიდი ხანძრისა და ძლიერი სიცხის ინციდნეტების კვლევამ აჩვენა, რომ 2020 წლის ერთ დღეში ,43 მილიონი ადამიანი მოექცა მავნე ჰაერის დაბინძრებულის ქვეშ.
  • „ამ მოვლენისთვის მომზადება ნამდვილად მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ ვისზე იქონიებს ეს ზეგავლენას, რა შესაძლებლობები არსებობს ამ ზემოქმედების მინიმიზაციისთვის და როგორ შეგვიძლია დავიცვათ ყველაზე დაუცველი ადამიანები“, – აცხადებს წამყვანი ავტორი და WSU-ს დოქტორანტი დიმიტრი კალაშნიკოვი.

 

ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (WSU) ჩაატარა კვლევა, რომელმაც სცადა შეეფასებინა, დაეცა თუ არა დასავლეთ აშშ-ის შტატებში ატმოსფერული ხარისხი ტყის ხანძრების გაზრდის შედეგად.

შედეგების მიხედვით, რეგიონის მოსახლეობის 68%-ზე მეტი დააზარალა ჰაერის დაბინძურებამ მხოლოდ 24 საათში 2020 წელს. ეს პირდაპირ უკავშირდება უკონტროლო ხანძრებს. 20 წლის განმავლობაში ეს დაზარალებულთა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

ნაშრომი, რომელიც გამოქვეყნდა „Science Advances“-ში, აჩვენებს, რომ ჰაერის დაბინძურების ეს ფართოდ გავრცელებული მოვლენები პერიოდულა იზრდებოდა და გაცილებით დიდხანს გაგრძელდა. თავის მხრივ, ეს ნიშნავს, რომ ისინი ვრცელდებიან უფრო დიდ გეოგრაფიულ არეალზე და აქვთ პოტენციალი, მეტ ადამიანზე იქონიონ ზეგავლენა.

ცხადია, სიტუაცია იმდენად სერიოზული გახდა. აშშ-ს სუფთა ჰაერის აქტით შექმნილი მრავალი მიღწევა  გააქარწყლა და ეს ტენდენცია, სავარაუდოდ გაგრძელდება, რადგან ამ მოვლენების გამოწვევისთვის საჭირო პირობები უფრო ხშირად გვხვდება, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

”ჩვენ ვნახეთ მყარი ნაწილაკებისა და ოზონის მიერ ერთდროულად მაღალი მაჩვენებლებზე ასვლის მზარდი ტენდენცია ბოლო 20 წლის განმავლობაში” – თქვა წამყვანმა ავტორმა დიმიტრი კალაშნიკოვმა, WSU დოქტორანტმა._ ”ეს დაკავშირებულია ორ რამესთან: უფრო მეტ ხანძარსა და ამინდის ფორმირების ისეთი ტიპების გახშირებასთან, რომლებიც იწვევს როგორც ცხელ ამინდს, ასევე ტყის ხანძრებს.”

”ჩვენი ყველა ჩვენებით, ამ რეგიონისთვის პროგნოზირებული უფრო ცხელი, მშრალი პირობები, სავარაუდოდ, გაზრდის ტყის ხანძრების აქტიურობას და ხელს შეუწყობს უფრო ფართოდ გავრცელებულ, ძლიერ სიცხეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ, მსგავსი მოვლენებს გახშირებას მომავალში,” – თქვა კოლეგამ და ავტორმა დიპტი სინგჰიმ, WSU ასისტენტ პროფესორმა.

„ამ მოვლენისთვის მომზადება ნამდვილად მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ ვისზე იქონიებს ეს ზეგავლენას, რა შესაძლებლობები არსებობს ამ ზემოქმედების მინიმალიზაციისთვის და როგორ შეგვიძლია დავიცვათ ყველაზე დაუცველი ადამიანები“, – განაგრძო მან.

ამასთანაა დაკავშირებული გასულ წელს, ამერიკის გეოფიზიკური კავშირის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ აშშ „სისტემურად არ აფასებს“ ტყის ხანძრების ჯანმრთელობაზე ზეგავლენას.

იმავდროულად, ავსტრალიის ტყის ხანძრებმა (2019-2020 წლის ზამთარში)გაანადგურა დაახლოებით 27 მილიონი ჰექტარი მიწა, წარმოქმნა იმდენი კვამლი, რომ დაბლოკა მზის შუქი და, როგორც ვარაუდობენ, სამჯერ აღემატა ამ ტიპის ნებისმიერ ადრე დაფიქსირებულ მოვლენას.

 

სტატიაზე მუშაობდა : თეონა ქავთარაძე და ანა ახალაძე

წყარო : airqualitynews.com

ნახვები : 90 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ჰაერის დაბინძურების გამო შუა აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა 141 მილიარდ დოლარს კარგავს
შემდეგი პოსტი
ჰაერის დაბინძურებით გარდაცვლილი ცხრა წლის გოგონას დედა ფულს აგროვებს ქანდაკებისთვის , რომელიც დამაბინძურებელ ნაწილაკებს შეიწოვს.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,