GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ჰაერის დაბინძურების გამო შუა აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა 141 მილიარდ დოლარს კარგავს

Homepage მსოფლიო ჰაერის დაბინძურების გამო შუა აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა 141 მილიარდ დოლარს კარგავს
მსოფლიო

ჰაერის დაბინძურების გამო შუა აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა 141 მილიარდ დოლარს კარგავს

აპრილი 27, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
176 ნახვა

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ეს თანხა MENA-ს რეგიონის (ალჟირი, ეგვიპტე, ირანი, ისრაელი, ბაჰრეინი, იორდანია, ქუვეითი, ლიბანი, ლიბია, მაროკო, ომანი, კატარი, საუდის არაბეთი, სირია, ტუნისი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და იემენი) წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 2%-ს უდრის.

  • ზოგიერთი სახელმწიფო უფრო მეტად განიცდის ჰაერის დაბინძურების ზეგავლენას, რის გამოც ქვეყნები (ეგვიპტე, ლიბანი, იემენი) მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ს კარგავენ
  • ითვლება, რომ ის ადამიანები, რომლებიც მსოფლიოს დიდსა თუ პატარა ქალაქებში ცხოვრობენ, 10-ჯერ უფრო დაბინძურებულ ჰაერს შეისუნთქავენ, ვიდრე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა უსაფრთხოდ მიჩნეული

 

ატმოსფეროში ემისიის რეალური გავლენის დასადგენად ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ სხვადასხვა ქვეყანა ამ კუთხით ერთმანეთისგან განსხვავდება.ზოგიერთი სახელმწიფო, მაგალითად ეგვიპტე, ლიბანი და იემენი, უფრო მეტად განიცდის ჰაერის დაბინძურების ზეგავლენას, ვიდრე სხვა სახელმწიფოები, რის გამოც ეს ქვეყნები მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ს კარგავენ.

ამის მთავარი მიზეზი კი არის ჯანმრთელობის არასასურველი მდგომარეობა. რეგიონის ურბანულ ზონაში მცხოვრები იძულებული იქნება, ჰაერის დაბინძურების გამო სიცოცხლის განმავლობაში სამსახურიდან დაახლოებით 60 დღე დაისვენოს. ასევე ითვლება, რომ ის ადამიანები, რომლებიც მსოფლიოს ამ ნაწილში დიდსა თუ პატარა ქალაქებში ცხოვრობენ, 10-ჯერ უფრო დაბინძურებულ ჰაერს შეისუნთქავენ, ვიდრე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა უსაფრთხოდ მიჩნეული.

„პროდუქტიულობა ეცემა, თუ მაცხოვრებლებს არ შეუძლიათ, იმუშაონ, როცა ისინი ან მათი ოჯახის წევრები ავად გახდებიან ჰაერის დაბინძურების გამო და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯები შესაძლოა, საგრძნობი ტვირთი იყოს, როგორც ინდივიდისთვის, ასევე მთავრობისთვის“, – ნათქვამია ანგარიშში.

დაბალი გარემოსდაცვითი სტანდარტები ტრანსპორტირებისა და სამრეწველო სექტორებში, მათ შორის დაბალი ხარიხის საწვავის გამოყენება და ნარჩენების წვა, ანგარიშში მთავარ პრობელემად იდენტიფიცირდა. ხმელთაშუა ზღვა დედამიწაზე პლასტმასით ყველაზე მეტად დაბინძურებულ ზღვებს შორისაა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ „ყოველწლიურად ახლა იმდენი პლასტმასი იყრება ამ ზღვაში, რამდენ თევზსაც იჭერენ ორი ყველაზე ხშირად დაჭერილი სახეობიდან“.

სხვა საკითხებთან ერთად, ამ ზღვის დაბინძურება ზრდის სანაპიროების ეროზიას, რაც საარსებო წყაროს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის, „განსაკუთრებით ღარიბებს“. დასკვნის საპასუხოდ, მსოფლიო ბანკმა მოუწოდა MENA-ს რეგიონის ყველა ქვეყანას, რომ COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ფოკუსირდნენ ბუნების აღდგენაზე.

ამ საკითხთან დაკავშირებული სიახლეების მიხედვით, „Air Quality News“-ი გაესაუბრა მორგან უილიამსს, “Indecent Exposure”–ის რეჟისორსა და თანაპროდიუსერს, ახალ დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც ლონდონში არსებული ჰაერის დაბინძურებას შეეხება.

 

სტატიაზე მუშაობდა : ანუკი კვეკვესკირი

წყარო : airqualitynews.com

ნახვები : 123 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
კასპში დასუფთავების მანქანამ 80 წლის ასაკის ქალი იმსხვერპლა
შემდეგი პოსტი
ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ერთ დღეში, დასავლეთ ამერიკის მოსახლეობის 68% დაზარალდა .

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,