GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ჰაერის დაბინძურებით გარდაცვლილი ცხრა წლის გოგონას დედა ფულს აგროვებს ქანდაკებისთვის , რომელიც დამაბინძურებელ ნაწილაკებს შეიწოვს.

Homepage მსოფლიო ჰაერის დაბინძურებით გარდაცვლილი ცხრა წლის გოგონას დედა ფულს აგროვებს ქანდაკებისთვის , რომელიც დამაბინძურებელ ნაწილაკებს შეიწოვს.
მსოფლიო

ჰაერის დაბინძურებით გარდაცვლილი ცხრა წლის გოგონას დედა ფულს აგროვებს ქანდაკებისთვის , რომელიც დამაბინძურებელ ნაწილაკებს შეიწოვს.

აპრილი 30, 2022
By GREENPOLE
1 კომენტარი
674 ნახვა
ნახვები : 94
  • ჰაერის დაბინძურებით გარდაცვლილი ცხრა წლის ელას დედა ,როზამუნდ კისი-დებრა,აგროვებს ფულს მემორიალური ქანდაკებისთვის, რომელიც ჰაერის დამაბინძურებელ ნაწილაკებს შთანთქავს .
  • „ჩვენ გვჭირდება მეტი საუბარი ჰაერის დაბინძურებაზე, რათა გავიგოთ, რამდენად მავნეა ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის“_თქვა როზამუნდმა.
  • გოგონას დედა იმედოვნებს, რომ შეაგროვებს 75000 ფუნტს ნამუშევრისთვის.პროექტისთვის უკვე შეგროვდა 3000 ფუნტზე მეტი.

როზამუნდ კისი-დებრა, ცხრა წლის ელას  დედაა,რომელიც ჰაერის დაბინძურებისგან გარდაიცვალა.იგი  აგროვებს ფულს მემორიალური ქანდაკებისთვის, რომელიც ჰაერის დამაბინძურებელ ნაწილაკებს შეიწოვს.

ქანდაკება გამოიფინება მაუნცფილდის პარკში, ლუიშამში, სადაც ელა ხშირად თამაშობდა ბავშვობაში.

როზამუნდი იმედოვნებს, რომ შეაგროვებს 75000 ფუნტს ნამუშევრისთვის, რომელიც აჩვენებს მძინარე ელსა  სახეს  ბუნებაში ,გარშემორტყმულს ოცნებით. პროექტისთვის უკვე შეგროვდა 3000 ფუნტზე მეტი.

სკულპტურა დამზადდება „NOXTEKTM“ მასალისგან, რომელიც შეიწოვს აზოტის დიოქსიდის (NO2) დაბინძურებას.

მას დაამზადებს სიდენჰემელი მოქანდაკე და მეცნიერი,დოქტორი ჟასმინ პრასდისიტო. ჟასმინმა თავის ვაჟთან ერთად, ბოლო 5 წელი გაატარა ამ მასალის კვლევა_ დამუშავებაში.საბოლოოდ,სკულპტურა დამზადდება   კომპანია „Alsitek“-ის მიერ , სპეციალურად მხატვრისთვის შექმნილი ამ მასალით ,რომელსაც  შეუძლია წონის 15%-ის NO2  შთანთქმა, ანუ 3 კგ. სკულპტურას შეუძლია საშუალო ზომის ოთახის გაწმენდა 60 წლის განმავლობაში.

სკულპტურა  ადამიანის სიმაღლე  იქნება და განთავსდება ველური მდელოზე,ყვავილებით სავსე მინდორში, რომელიც განკუთვნილია ქალაქში ბიომრავალფეროვნების დასაბრუნებლად. გაწმენდს მიმდებარე ტერიტორიის ჰაერს ,ასევე  შექმნის დატვირთულ გარემოში  ჯანსაღ სივრცეს მშვიდი ფიქრისა და დასვენებისთვის.

„მადლიერი ვიქნები ყველა შემოწირულობით, იქნება ეს სასკოლო ტორტების გაყიდვა თუ სპონსორული სკაუტი. სამხრეთ ლონდონში მცხოვრებ ადამიანებს  სურთ ჩაერთონ ამ პროცესში, რაც განსაკუთრებით მნიშვენლოვანია მათი ცნობიერების ამაღლებისთვის, თუ რამდენად საშინელი შედეგი შეიძლება მოიტანოს  ჰაერის დაბინძურებამ ამ მხარეში. ეს პროცესი მნიშვნელოვანია ჩემთვის ,ისევე როგორც კონკრეტულად ამ   ქანდაკების გაკეთება. ჩვენ გვჭირდება მეტი საუბარი ჰაერის დაბინძურებაზე, რათა გავიგოთ, რამდენად მავნეა ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.“_თქვა  როზამუნდმა

თანხის გადმოსარიცხად (შესაწირად) დააჭირეთ ბმულს: https://www.gofundme.com/f/first-breathe-for-our-future-ancestor

ამ ამბის შესახებ, გასული წლის ბოლოს, „Air Quality News“-მა ინტერვიუ ჩაატარა როზამუნდ კისი-დებრას კორონორის მოხსენების შემდეგ, რომლითაც დაადგინა, რომ ჰაერის დაბინძურებამ “დიდი წვლილი შეიტანა” მისი ქალიშვილის სიკვდილში.

 

სტატიაზე მუშაობდა : ქეთო გობრონიძე და ანა ახალაძე

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ერთ დღეში, დასავლეთ ამერიკის მოსახლეობის 68% დაზარალდა .
შემდეგი პოსტი
ახალი თანამგზავრი დააკვირდება ამინდს დედამიწაზე და კოსმოსში

1 reply added

  1. skapa ett binance-konto სექტემბერი 28, 2026 პასუხი

    Thanks for sharing. I read many of your blog posts, cool, your blog is very good. https://www.binance.com/register?ref=QCGZMHR6

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?
  • COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
  • როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 5, ნოე
რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?
კვირა, 1, ნოე
COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
შაბათი, 17, ოქტ
როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად

Welcome back,