ახალი თანამგზავრი დააკვირდება ამინდს დედამიწაზე და კოსმოსში
დღეს ქარიშხლის აღმომჩენი თანამგზავრების ოჯახის უახლესი წევრი გაემგზავრება კოსმოსში. მას ექნება მაღალი ხარისხის კამერები, რომლის დახმარებითაც რეალურ დროში ყველაფრის თვალყურის დევნას შევძლებთ. მაგალითად ქარიშხლების, წყალდიდობების, ტყის ხანძრების, კვამლებისა და კოსმოსურ ამინდისაც კი.
”ეს არის ყველა დანიშნულების კოსმოსური ხომალდი. არსებითად, ნებისმიერი სახის GOES-T-ის კამერები, კარგ თუ ცუდ ამინდში, ყოველგვარ სახიფათო გარემო პირობებში დაინახავენ მათ“, – ამბობს ატმოსფერულ და ოკეანის ეროვნულ ადმინისტრაციაში, რომელმაც NASA-სთან ერთად დააპროექტა და ააშენა ეს ახალი თანამგზავრი,
პამელა სალივანი, GOES-R პროგრამის დირექტორი.
სამშაბათს, სავარაუდოდ, GOES-T გაეშვება, რაც ხელს შეუწყობს კოსმოსიდან პირობების მონიტორინგს. ამინდი ჯერჯერობით კარგია, თუმცა თუ რაიმე მიზეზით ვერ გავუშვით, დაგეგმილ ორსაათიან ფანჯარაში, NASA კვლავ ეცდება მომდევნო დღის მეორე ნახევარში გაუშვას. გაშვება პირდაპირ ეთერში გადაიცემა NASA TV-ზე.
დღეს ქარიშხლის აღმომჩენი თანამგზავრების ოჯახის უახლესი წევრი გაემგზავრება კოსმოსში. მას ექნება მაღალი ხარისხის კამერები, რომლის დახმარებითაც რეალურ დროში ყველაფრის თვალყურის დევნას შევძლებთ. მაგალითად ქარიშხლების, წყალდიდობების, ტყის ხანძრების, კვამლებისა და კოსმოსური ამინდისაც კი. GOES-T თანამგზავრის გამგაზვრება დაგეგმილია აღმოსავლეთის დროით 16:38-ზე, რა თქმა უნდა, ამინდი თუ ხელს შუეწყობს, United Launch Alliance Atlas V 541 რაკეტაზე, ფლორიდაში, კეიპ კანავერალიდან.
”ეს არის ყველა დანიშნულების კოსმოსური ხომალდი. არსებითად, ნებისმიერი სახის GOES-T-ის კამერები, კარგ თუ ცუდ ამინდში, ყოველგვარ სახიფათო გარემო პირობებში დაინახავენ მათ“, – ამბობს ატმოსფერულ და ოკეანის ეროვნული ადმინისტრაციაში, რომელმაც NASA-სთან ერთად დააპროექტა და ააშენა ეს ახალი თანამგზავრი, პამელა სალივანი, GOES-R პროგრამის დირექტორი. GOES-ის თანამგზავრები ნამდვილად ეხმარებიან ადამიანებს ყოველდღე, კატასტროფის წინ, დროსა და შემდეგ.
ახალ თანამგზავრს ორი „თვალი“ ექნება, რომლებიც უთვალთვალებენ ჩრდილოეთ ამერიკას – ერთი დასავლეთს, მეორე კი – აღმოსავლეთს. GOES-T ყურადღებას გაამახვილებს აშშ-ს დასავლეთ კონტინენტზე, ალასკაზე, ჰავაიზე, მექსიკაზე, ცენტრალური ამერიკის ზოგიერთ ნაწილსა და წყნარ ოკეანეზე. მისი ძმა, რომელიც ორბიტაზე მოძრაობს 2016 წლიდან, მოიცავს აღმოსავლეთს: აშშ-ს, კანადასა და მექსიკას.
NOAA 1970-იანი წლებიდან ინახავს ამ ტყუპ თანამგზავრებს (და ზოგჯერ სამეულსაც). როდესაც ისინი ბერდებიან NOAA ახლით ანაცვლებს მათ. როგორც კი ის ორბიტაზე მოხვდება, GOES-T-ს დაერქმევა GOES-18, რადგან ის პროგრამაში მე-18 თანამგზავრია. ის ასევე ცნობილი გახდება, როგორც GOES-West, რადგან ის დასავლეთისკენაა მიმართული. ის ჩაანაცვლებს სატელიტს, რომელიც ამჟამად ფარავს დასავლეთს.
თუმცა, ძველი თანამგზავრი უსარგებლო არ არის. მას შემდეგ, რაც GOES-T ადგილს დაიკავებს, ის გადავა „ლოდინის რეჟიმში“ და შეინარჩუნებს ორბიტაზე სათადარიგო ადგილს, – ამბობს სალივანი. წინა ცამეტი თანამგზავრი ამოიღეს, ხოლო კიდევ ორი რჩება ორბიტაზე, როგორც სარეზერვო. ახალი თანამგზავრიც არ არის უკანასკნელი. საბოლოოდ, მას მოჰყვება კიდევ ერთი თანამგზავრი (GOES-U), რომელიც სავარაუდოდ ჩაანაცვლებს აღმოსავლეთისკენ მიმავალ თანამგზავრს, რაც უზრუნველყოფს დინასტიის გავრცელებას, მინიმუმ, 2030-იანი წლების შუა ხანებამდე.
GOES-T განახლებულია მის წინამორბედებთან შედარებით. ეს არის ახალი თაობის GOES კოსმოსური ხომალდის მესამე წევრი, რომელსაც გააჩნია Advanced Baseline Imager-ის გაუმჯობესებული ვერსიები, რომლებსაც შეუძლიათ გადაიღონ მაღალი ხარისხის ფოტოები მთელ დასავლეთ ნახევარსფეროში, ყოველ ხუთ წუთში. ის ამ სურათებს 16 სხვადასხვა სპექტრულ ზოლზე ან “არხზე” იღებს. წითელი და ლურჯი არხი ვიზუალური ტალღის სიგრძეზე, შემდეგ კი 14 სხვა, რომლებიც მერყეობს ახლო ინფრაწითელიდან შუა ინფრაწითელი ტალღის სიგრძემდე. (ადრე GOES-ის გამომსახველებს მხოლოდ ხუთი არხი ჰქონდა.) ეს მკვლევარებს საშუალებას აძლევს აირჩიონ მათი საყვარელი არხები: ტყის ხანძრების, ღრუბლების, ქარიშხლების, კვამლის, მტვრის, წყლის ორთქლის, ოზონისა და მრავალი სხვა ატმოსფერული ფენომენის საუკეთესოდ გამოსავლენად.
ეს არის GOES ინსტრუმენტების პირველი დიდი უპირატესობა. – ამბობს ემი ჰაფი, ატმოსფეროს მეცნიერი NOAA სატელიტური აპლიკაციებისა და კვლევის ცენტრიდან. ”ამან მართლაც მოახდინა რევოლუცია, თუ როგორ ვპასუხობთ ხანძარსა და კვამლს.”
დასავლეთ აშშ-ში მზარდი და დესტრუქციული ხანძრების გამო, როგორიცაა Dixie Fire კალიფორნიაში, Bootleg Fire ორეგანოში და Marshall Fire კოლორადოში, მეხანძრეებსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სხვა წარმომადგენლებს სურათები რეალურ დროში სჭირდებათ, ამბობს ჰაფი. GOES-T-ის ინფრაწითელი არხების კომბინაციების გამოყენებით, ჰაფის კოლეგებს შეეძლებათ თვალყური ადევნონ ხანძრის ადგილმდებარეობას, ინტენსივობას, ზომასა და ტემპერატურას მთელი დღე და ღამე. ჰაფის გუნდის სპეციალობაა კვამლი: ისინი აკონტროლებენ კვამლის ნაკადის მოძრაობასა და ჰაერის დაბინძურებას, ამზადებენ რუკებს და სხვა რესურსებს საავიაციო ინდუსტრიისთვის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირებისთვის.
მკვლევარები ასევე გამოიყენებენ GOES-T-ს ღრუბლების ადგილმდებარეობის გასაგებად
– არა მხოლოდ ქარიშხლის გამომწვევი საწვიმარი ღრუბლების, არამედ ჭუჭყიანი, ცირუსის ღრუბლებისთვისაც. „ამიტომ მე ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ GOES West-ის GOES-T-ით ჩანაცვლებით. შემდეგ ის მოგვაწვდის ინფორმაციას წყნარი ოკეანის შესახებ, რომელიც ჩვენთვის ინფორმაციული ვაკუუმია და ეს პრობლემაა, რადგან ჩვენი ამინდის უმეტესი ნაწილი დასავლეთიდან მოდის“ – ამბობს ჯეისონ ოტკინი, ვისკონსინის უნივერსიტეტის ატმოსფეროს მეცნიერი, რომელიც ხშირად იყენებს ამ თანამგზავრების მონაცემებს. GOES-T საბოლოოდ დაეხმარება გააუმჯობესოს ამინდის პროგნოზი აშშ-ში, ამბობს ის.
მკვლევარებსა და მეტეოროლოგებს ასევე მოსწონთ თანამგზავრების სხვა ინსტრუმენტებით სარგებლობა, როგორიცაა გეოსტაციონარული ელვისებური რუკა, რომელიც აფიქსირებს სინათლის ციმციმებს, 500 კადრი წამში დროის გარჩევადობის არეზე დაკვირვებით. GOES-T-ის წინამორბედებთან ერთად, ელვის მაყურებელმა მეცნიერებმა უკვე დაამყარეს მსოფლიო რეკორდები. ამბობს მაიკლ პეტერსონი, ატმოსფეროს მეცნიერი Los Alamos National Lab-ში, რომელიც ხშირად იყენებს ამ თანამგზავრის სურათებს ელვისებური დარტყმების ფიზიკის შესასწავლად. „ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ რამდენიმე იშვიათი შემთხვევა, როდესაც ელვა შეიძლება გაგრძელდეს, არა მხოლოდ ერთ წამი, არამედ 10 წამზე მეტი. ის ნამდვილად არღვევს იმ ნორმებს, რომლებიც ჩვენ გვგონია, რომ ელვას შეუძლია“, – ამბობს ის. კოსმოსიდან ელვის რუკების შედგენით მან და მისმა კოლეგებმა ასევე აღმოაჩინეს გიგანტური ციმციმები, რომელთა სიგრძე 450 მილს აღემატება.
სალივანი ამბობს, რომ GOES-T და მისი ძმები ასევე ითვლებიან კოსმოსური ამინდის მკვლევარებად, რადგან მათი ზოგიერთი სენსორი ზემოთ არის მიმართული. ახალი თანამგზავრი თვალს ადევნებს მზის დატვირთული ნაწილაკების გიგანტურ ბუშტუკებსა და მათ ზემოქმედებას, აკონტროლებს, რომ ისინი დედამიწის მაგნიტურ ველს არ შეეჯახონ. ამ ფენომენს ხშირად გეომაგნიტურ ქარიშხალს უწოდებენ. კოსმოსური ხომალდი აღჭურვილია ორი, მზეზე ორიენტირებული ულტრაიისფერი და რენტგენის სენსორით, ხოლო მეორე სენსორი და მაგნიტომეტრი აკონტროლებს ელექტრონების და პროტონების რაოდენობასა და მაგნიტურ ველს თანამგზავრის გარშემო. მათ შორის უეცარი რყევების გამოვლენა შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვედა ორბიტების თანამგზავრებსა და ასტრონავტებს მზის ქარიშხალი დაეცემათ.
“როდესაც GOES კოსმოსური ხომალდი ასხივებს მათ სურათებს და მონაცემებს, NOAA მათ თავისუფლად და საჯაროდ აქვეყნებს” – ამბობს ჰაფი. „ასევე საინტერესოა: ხალხს არ სჭირდება გადაუდებელი დახმარების მენეჯმენტის თანამშრომლებთან მისვლა, მათ შეუძლიათ რეალურად შევიდნენ NOAA-ს ვებსაიტებზე და თავად დაათვალიერონ სურათები, ”- ამბობს ის.
სამშაბათს, სავარაუდოდ, GOES-T გაეშვება, რაც ხელს შეუწყობს კოსმოსიდან პირობების მონიტორინგს. ამინდი ჯერჯერობით კარგია, თუმცა თუ რაიმე მიზეზით ვერ გავუშვით დაგეგმილ ორსაათიან ფანჯარაში, NASA კვლავ ეცდება მომდევნო დღის მეორე ნახევარში გაუშვას. გაშვება პირდაპირ ეთერში გადაიცემა NASA TV-ზე.
სტატიაზე მუშაობდა : ქეთო გობრონიძე
წყარო : www.wired.com