GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

რამდენს სუნთქავთ დღის განმავლობაში და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

Homepage მსოფლიო რამდენს სუნთქავთ დღის განმავლობაში და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი
შემეცნებითი, მსოფლიო

რამდენს სუნთქავთ დღის განმავლობაში და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

მაისი 6, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
156 ნახვა
  • ორგანიზმში გლუკოზა საკვების მეშვეობით ხვდება. როდესაც ჟანგბადს სუნთქავთ, უჯრედები გლუკოზაზე რეაგირებენ, რაც თქვენს ორგანიზმს საშუალებას აძლევს იგი ენერგიად გამოიყენოს.
  • ჟანგბადის შესუნთქვისას, თქვენი ორგანიზმი ეგრეთ წოდებულ სუპეროქსიდებს წარმოქმნის, რაც ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში გეხმარებათ.
  • სერიოზული ჭრილობის ან ტრავმის შემთხვევაში, თქვენს ორგანიზმს აღსადგენად შესაბამისი რაოდენობის ჟანგბადი ესაჭიროება. შეხორცების პროცესში ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედის რეპლიკაციაში, რათა მკვდარი ან დაზიანებული უჯრედი ახლით ჩანაცვლდეს.
  • თქვენი ტვინის უჯრედები წარმოუდგენლად მგრძნობიარეა და ჟანგბადზეა დამოკიდებული. რეალურად, ტვინი ჩასუნთქული ჟანგბადის 20%-ს მოიხმარს, ვინაიდან გადაამუშავებს ყველაფერს, რაც ორგანიზმში ხდება.

 

დღის განმავლობაში თქვენ საშუალოდ 20 000-ჯერ სუნთქავთ. ჩვენ გვსურს აგიხსნათ, თუ როგორ მიმდინარეობს სუნთქვის პროცესი, რატომ არის ის მნიშვნელოვანი და რა შეგიძლიათ ქნათ იმისთვის, რათა თითოეული ჩასუნთქვით გაცილებით მეტი სარგებელი მიიღოთ.

როგორ მოქმედებს სუნთქვა?

საშუალოდ, დღის განმავლობაში, თქვენ 20 000-ჯერ სუნთქავთ. მიუხედავად იმისა, რომ მოცემული უპირველესად ქვეცნობიერი ძალისხმევის შედეგია, ის საკმაოდ რთული პროცესია, რაც სხეულის ყველა ნაწილზე ახდენს გავლენას. სუნთქვისას უმეტესად სასუნთქი სისტემა მუშაობს. თქვენი სხეულის უჯრედები იყენებენ ჟანგბადს, სანაცვლოდ კი, ნარჩენების სახით, ნახშირორჟანგს აწარმოებენ.

სასუნთქი სისტემა ცხვირის, პირის, ყელის, ტრაქეისა (სასუნთქი მილის) და ფილტვებისგან შედგება. დიაფრაგმა ძირითად სასუნთქ კუნთად გვევლინება; რაც შეეხება ნეკნების, მუცლის, კისრისა და მხრების მიმდებარედ არსებულ კუნთებს, ისინი თქვენი სუნთქვის უნარზე არიან პასუხისმგებელნი.

რატომ არის სუნთქვა მნიშვნელოვანი?

სუნთქვა ორგანიზმის მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რაც თქვენზე მრავალმხრივ გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ, გადაუდებელი დახმარების თანამშრომლები, სიტუაციის შესაფასებლად ABC მიდგომას იყენებენ. მოცემული თანმიმდევრობის მიხედვით, პერსონალი საზღვრავს, რამდენად სწორად ფუნქციონირებს თქვენი სასუნთქი სისტემა, სუნთქვა და სისხლის მიმოქცევა.

ქვემოთ მეტად დეტალურადაა მოცემული ის პროცესები, რაც სუნთქვისას მიმდინარეობს:

უჯრედის საკვები

ორგანიზმში გლუკოზა საკვების მეშვეობით ხვდება. როდესაც ჟანგბადს სუნთქავთ, უჯრედები გლუკოზაზე რეაგირებენ, რაც თქვენს ორგანიზმს საშუალებას აძლევს იგი ენერგიად გამოიყენოს. გართულებული სუნთქვის შემთხვევაში დამახასიათებელია მოდუნება და დაღლილობა.

საკუთარ თავზე 1-2 დარტყმის აღება

ჟანგბადის სუნთქვა გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია თქვენი იმუნური სისტემის დასაცავად. ჟანგბადის შესუნთქვისას, თქვენი ორგანიზმი ეგრეთ წოდებულ სუპეროქსიდებს წარმოქმნის, რაც ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში გეხმარებათ.

სუპეროქსიდების გარდა, ცხვირის ნიჟარები დიდ როლს თამაშობს იმ ჰაერის გასუფთავებაში, რომელსაც თქვენ სუნთქავთ. მოცემული ცხვირის ხორციანი უბნებია, რაც ჩასუნთქვისას ჰაერის ფილტრაციასა და დატენიანებას უწყობს ხელს.

შემეცნებითი სიცხადე

თქვენი ტვინის უჯრედები წარმოუდგენლად მგრძნობიარეა და ჟანგბადზეა დამოკიდებული. რეალურად, ტვინი ჩასუნთქული ჟანგბადის 20%-ს მოიხმარს, ვინაიდან გადაამუშავებს ყველაფერს, რაც ორგანიზმში ხდება.

The Breathing Triangle®-ის მეშვეობით, სწორი სუნთქვის შედეგად, შეძლებთ მეტი სარგებელი მიიღოთ და თქვენი ტვინი საჭირო რაოდენობის ჟანგბადით უზრუნველყოთ. სწორედ ამიტომ, როდესაც სუნთქვა გართულებულია, აზროვნების მკაფიო უუნარობა შეიმჩნევა.

ძირითადი სამკურნალო ძალები

სერიოზული ჭრილობის ან ტრავმის შემთხვევაში, თქვენს ორგანიზმს აღსადგენად შესაბამისი რაოდენობის ჟანგბადი ესაჭიროება. შეხორცების პროცესში ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედის რეპლიკაციაში, რათა მკვდარი ან დაზიანებული უჯრედი ახლით ჩანაცვლდეს.

კუნთის მართვა

როდესაც აქტიური ხართ, თქვენს კუნთებს ჟანგბადი სწყურიათ. სწორედ ამიტომ, ვარჯიშის ან რაიმეზე ძალდატანების დროს, კუნთებში წვასა და სისუსტეს გრძნობთ. ეს ხდება იმის გამო, რომ კუნთი იმაზე უფრო სწრაფად იწყებს ჟანგბადის გამოყენებას, ვიდრე სისხლი ახდენს მის ჩანაცვლებას.

რა შეგვიძლიათ გააკეთოთ, რათა 20000 ჩასუნთქვისგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ?

სუნთქვის გასაუმჯობესებლად არაერთი გზა არსებობს, მათ შორის არის დიეტა, ვარჯიში, მედიტაცია, გაწელვა და ა.შ., რაც მცირე ჩამონათვალია, თუმცა, პრობლემის შემთხვევაში შესაძლოა ისინი არაეფექტური აღმოჩდნენ.

თუ თქვენ და თქვენი პარტნიორი სწორი სუნთქვის უუნარობას უჩივით, ADVENT დაგეხმარებათ გაიგოთ თქვენი სიმპტომები და შესაბამისი სამკურნალო გეგმა შეგიდგინოთ, რაც დაგხმარებათ 20 000 ჩასუნთქვის შედეგად მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლიზი უგულავა

წყარო : adventknows.com

ნახვები : 58 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ახალი თანამგზავრი დააკვირდება ამინდს დედამიწაზე და კოსმოსში
შემდეგი პოსტი
მანქანების გამონაბოლქვი დაკავშირებულია ბავშვებში ასთმის 2 მილიონ შემთხვევასთან

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,