GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

მანქანების გამონაბოლქვი დაკავშირებულია ბავშვებში ასთმის 2 მილიონ შემთხვევასთან

Homepage შემეცნებითი მანქანების გამონაბოლქვი დაკავშირებულია ბავშვებში ასთმის 2 მილიონ შემთხვევასთან
შემეცნებითი

მანქანების გამონაბოლქვი დაკავშირებულია ბავშვებში ასთმის 2 მილიონ შემთხვევასთან

მაისი 6, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
1120 ნახვა
ნახვები : 149
  • მსოფლიოში,, თითქმის 2 მილიონ ბავშვს უვითარდება ასთმა მანქანების გამონაბოლქვით დაბინძურებული ჰაერის სუნთქვის შედეგად.
  • NO2-თან დაკავშირებული, დაახლოებით, 1,85 მილიონი ასთმის ახალი შემთხვევიდან ორი მესამედი ქალაქებშია დაფიქსირებული.
  • მიუხედავად იმისა, რომ ქალაქებში ასთმის შემთხვევების რაოდენობამ ბოლო დროს იკლო, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ გაცილებით მეტია გასაკეთებელი მავნე გამონაბოლქვის შესამცირებლად.

 

ახალი კვლევის თანახმად, მსოფლიოში, თითქმის, 2 მილიონ ბავშვს უვითარდება ასთმა მანქანების გამონაბოლქვით დაბინძურებული ჰაერის სუნთქვის შედეგად.

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს აზოტის დიოქსიდის (NO2) კონცენტრაციები, რომლებიც დაკავშირებულია მანქანების გამონაბოლქვთან და თვალყურს ადევნებდნენ ბავშვებში ასთმის ახალ შემთხვევებს 2000-2019 წლებში.

მათ აღმოაჩინეს, რომ NO2-თან დაკავშირებული, დაახლოებით, 1,85 მილიონი ასთმის ახალი შემთხვევიდან ორი მესამედი ქალაქებშია დაფიქსირებული.

მათ ასევე დაადგინეს, რომ ქალაქებში ასთმის შემთხვევების რაოდენობამ ბოლო დროს იკლო, 2000 წლის 20%-დან 2019 წლის 16%-მდე. მათი თქმით, ეს, დიდი ალბათობით, გამოწვეულია გამკაცრებული ჰაერის რეგულაციებით ისეთ უფრო მაღალ შემოსავლიან ქვეყნებში, როგორიცაა აშშ.

თუმცა, მკვლევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჰაერის დაბინძურება იზრდება სამხრეთ აზიაში, სუბ-საჰარის აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. შესაბამისად, გაცილებით მეტია გასაკეთებელი მავნე გამონაბოლქვის შესამცირებლად.

სიუზან ანენბერგმა, თანაავტორმა თქვა: „ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ აზოტის დიოქსიდი ბავშვებს ასთმის განვითარების რისკის ქვეშ აყენებს და რომ ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა ქალაქებში.

”კვლევები აჩვენებს, რომ სუფთა ჰაერი უნდა იყოს იმ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მიმართულია ბავშვების ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე.

„წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ტრანსპორტის შემცირება შესაძლოა დაეხმაროს ბავშვებსა და მოზარდებს უკეთ სუნთქვაში და დიდი წვლილი შეიტანოს ისეთი პრობლემების მოგვარებაში, როგორიცაა პედიატრიული ასთმა და ჭარბი სიკვდილი. ამავდროულად, ეს, ასევე, შეამცირებს სათბური გაზების გამოყოფას და უფრო ჯანსაღ კლიმატს შექმნის“.

დაკავშირებული ახალი ამბების თანახმად, ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები ცხოვრების პირველ წლებში, აქვთ ასთმის გაზრდილი რისკი ზრდასრულ ასაკში.

 

სტატიაზე მუშაობდა : თეონა ქავთარაძე

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
რამდენს სუნთქავთ დღის განმავლობაში და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი
შემდეგი პოსტი
Pollutionwatch: შეშის წვა მავნეა პლანეტისთვის, რასაც მტკიცებულებები მოწმობს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?
  • COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
  • როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 5, ნოე
რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?
კვირა, 1, ნოე
COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
შაბათი, 17, ოქტ
როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად

Welcome back,