GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

თოვლის საფარის მნიშვნელობა

Homepage მსოფლიო თოვლის საფარის მნიშვნელობა
მსოფლიო, შემეცნებითი

თოვლის საფარის მნიშვნელობა

მარტი 25, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
1232 ნახვა
ნახვები : 270

მილიარდობით ადამიანის სასმელი წყალი სწორედ თოვლზეა დამოკიდებული. მისი, როგორც წყლის რეზერვუარის ფუნქცია ძალზედ მნიშვნელოვანია. თოვლის გარეშე, დედამიწის ზედაპირი მეტ სითბოს  შთანთქავს. თოვლი ირეკლავს მზის სინათლეს და აგრილებს ატმოსფეროს. თოვლის ნაადრევი დნობა ნაადრევ დათბობას იწვევს, რაც თავისმხრივ მეტად ცხელი ზაფხულის წინაპირობაა. ცხელი ზაფხული  კი ნიადაგის კიდევ უფრო გამოშრობას იწვევს.

თოვლს, მეცნიერული თვალსაზრისით, მაღალი ბუნებრივი ცვალებადობა ახასიათებს: თოვლი მხოლოდ მცირე ტემპერატურულ ფანჯარაში ყალიბდება და მისი რაოდენობა შესაძლოა წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად შეიცვალოს.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩატარებულმა დაკვირვებებმა ცხადჰყო, რომ თოვლის რაოდენობა გლობალური დათბობის პირობებში სულ უფრო იკლებს და პროგნოზების თანახმად ევროპაში მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში კიდევ უფრო შემცირდება.

”ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში თოვლის რაოდენობის აშკარა დაღმავალ ტენდენციას ვხედავთ”, – ამბობს დოქტორ კარი ლუოხუსი, ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის სატელიტური სერვისების კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი. მისმა გუნდმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში თოვლის პირობებს იკვლევდა. ამ კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ევრაზიაში თოვლის რაოდენობა მეტ-ნაკლებად იგივე დარჩა, მნიშვნელოვნად იკლო თოვლის საფარის ზომამ, განსაკუთრებით გვიან გაზაფხულზე. ეს ნიშნავს, რომ თოვლი უმეტესად უფრო ადრე დნება, ვიდრე წარსულში.

გამომდინარე იქიდან, რომ მტკნარი წყალი მილიარდობით ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს, აუცილებელი ხდება მთის ფერდობებზე თოვლის რაოდენობის ზუსტი კონტროლი, რათა უზრუნველყოფილ იქნას წყალით მომარაგება და მოსალოდნელი წყალდიდობების შესახებ მოსახლეობის დროული გაფრთხილება.

 

სტატიაზე მუშაობდა : მეგი წერეთელი და ანა კუხაშვილი

წყარო : https://de.euronews.com/2021/01/04/schnee-monitoring-im-angesicht-des-klimawandels


წინა პოსტი
ევროკავშირის სასამართლომ დაამტკიცა, რომ დიდი ბრიტანეთი ჰაერის დაბინძურების რეგულაციებს არღვევდა
შემდეგი პოსტი
თბილისში 507 კგ. ვადაგასული და 490 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,