GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

თბილისის მერია “მარშრუტკ​ებში” მგზავრთა მთვლელების შესაძენად 3,3 მლნ ლარის ტენდერს აცხადებს

Homepage საქართველო თბილისის მერია "მარშრუტკ​ებში" მგზავრთა მთვლელების შესაძენად 3,3 მლნ ლარის ტენდერს აცხადებს
საქართველო

თბილისის მერია “მარშრუტკ​ებში” მგზავრთა მთვლელების შესაძენად 3,3 მლნ ლარის ტენდერს აცხადებს

აპრილი 21, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
995 ნახვა
ნახვები : 615

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო თბილისში მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრთა ნაკადების დასათვლელად სპეციალურ მთვლელებს ყიდულობს. სულ მერია ბიუჯეტის ფულით 1000 მთვლელს იყიდის, რისთვისაც 3,3 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. საშუალოდ, ერთი მოწყობილობის ღირებულება 3,3 ათასი ლარი გამოდის.

ტენდერის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ მერიას მოწყობილობები 2020 წლის 30 ივნისამდე უნდა მიაწოდოს ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად. კომპანიას თითოეულ ჯერზე მოთხოვნის შესასრულებლად 50-დღიანი ვადა ექნება. მოწყობილობების საგარანტიო ვადა 3 წელი იქნება.

“აღნიშნული მოწყობილობების შეძენა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსების მგზავრობიდან მიღებული შემოსავალი მიემართება სააგენტოს ანგარიშზე, ხოლო მგზავრთა რაოდენობისა და გადახდილი თანხის შესახებ ინფორმაციის კონტროლისა და მეტი სიზუსტისთვის, წამყვანი ევროპული ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია მსგავსი მოწყობილობების მონტაჟი”, – განუცხადეს თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას.

თბილისში მოძრავი მიკროავტობუსები საერთო სატრანსპორტო ინტეგრირებულ სისტემაში ნაწილობრივ უკვე ჩართულია. ახალი, ლურჯი მიკროავტობუსებით, მეტროში ან ავტობუსებით ერთჯერადი გადახდით 90 წუთის განმავლობაში მგზავრობაა შესაძლებელი. მათ შორის, ვრცელდება ყველა შეღავათიანი ტარიფი, გადახდა კი მხოლოდ პლასტიკური ბარათით, ელექტრონულად არის შესაძლებელი.

 

წყარო : https://www.radiotavisupleba.ge/a/31215469.html?fbclid=IwAR15BqS1wAPHj9wM1xUDOphmEEPii2EBiP-3jU91urRXBmrE8x8T6p8MECM


წინა პოსტი
ეკოლოგიურად სუფთა ფლორისტიკა
შემდეგი პოსტი
დაზიანებული ფიჭვები მოსაჭრელია, მთაწმინდის ფერდობზე 400 000 ხე დაირგვება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,